ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2010


კრედო

"როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა".

პაოლო იაშვილი.

კრედო ჩემი პოეზიის
მსურს მოვუთხრო მსმენელს,
მე შვილს ქვეყნის, გრიგალებში
ასე გადარჩენილს,
მე შვილს ქვეყნის, პოეზია
სადაც ცოცხლობს მარად,
სადაც გრძნობის ცეცხლი ღვივის
მისით ჩაუმცხრალად,
სად მშობლიურ მიწის ტრფობის
დააგზნებენ კოცონს,
სად მშვენება მანდილოსნის
მარადიულ ცოცხლობს,
სად პაოლოს ვაჟკაცური
გაქროლება სურდა,
ელვარება ლექსებს მისას
დროში არ გაუცვდა.
ვაჟკაცურ ხმით სად ვაჟკაცურ
ჰანგს ლადო და მირზა
დაიმღერდნენ, აღმაფრენა
მეც მათებრი მინდა.
მსურს ვაჟკაცურს რომ მეც ვმღერდე
ჰანგს ტკბილსა და ლამაზს
და მათ ასე რომ ვაფასებ
მსურს თქვენ სჭვრეტდეთ ამას.
ვაჟკაცურ ხმით სად ვაჟკაცურ
ჰანგს ლადო და მირზა
დაიმღერდნენ, აღმაფრენა
მეც მათებრი მინდა.

23ნოემბერი
2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები