ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2010


დღეს ჩემი სული ქარებს აცვია....

დღეს დაცლილი ვარ, როგორც ჭურჭელი,
სული ჩაიცვეს ტანზე ქარებმა.
ქრიან.... და ვიცი, რომ  უეჭველი, -
ეჭვი არავის  შეეპარება;

ქარები დარდებს ერთად  მიდენის....
და მთელი დღე თუნდ მოთქმით იტირონ,
შემორჩენია ხსოვნას იმდენი
მიწად ქცეული ანდამატი რომ

წელში გამტეხავს გლოვის სიმძიმე.....
ვეღარ გავუძლებ ეს ოხერი და,
ჩემი თავისა კარგად ვიცი მე,
გამივარდება გული ხელიდან.....

ფეთქავს, და სხვა რომ მუჭით უჭერდეს,
შენ, სათუთადაც  ნუ შეეხები,
დღეს მოედები სისხლის უჯრედებს.
(ეს მერამდენედ უკვე ვერ ვხვდები)

ალბათ, უჟმურმა თუ შემაცია.
ეს სითბო თვალებს დაეკარგება.....
დღეს ჩემი სული ქარებს აცვიათ,
როცა მე სულაც არ  მექარება... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები