ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2010


ვფიქრობ პოეტია-საათი რად უნდა(ექსპრომტი)

დგას და ხელისგული მიუშვირა ფანტელს,
კაცმა,რომელსაც საათი აღარ ახსოვს,
ვფიქრობ მთვრალია და პოეტს უნდა ჰგავდეს,
ღამეა,ის დგას და ფიფქებით თამაშობს.

დაორთქლილი ფანჯრის ხუთი თითის მოსმით
გაწმენდილ მინიდან გავცქერი ფარულად,
ცოლი ელოდება ეტყობა,ვინ იცის?
-ის ხომ პოეტია,საათი რად უნდა!


მე კი მომეწონა...ალბათ ბავშვობიდან
გამოჰყვა ფიფქებით თამაში ჩვევაში...
- და მე უდარდელი,ვუყურებ-როგორ თოვს...
მომინდა პოეტთან ბავშვური თამაში:

-გუნდებით!
-ლექსებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები