ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰაუსზემეტი
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2010


შენ მზესუმზირის გული გაქ!

შენ მზესუმზირის გული გაქ,
სალათისფერი ხელები.
ჩაგეხუტები თუ გინდა,
ავაჭორიკნოთ ხეები...

მოდი,ხვალ დილით გავუშვათ-
ფერად-ფერადი ბუშტები.
არ შემცხვებოდა გვემრუშა!
თუმც ვიცი არ დაუშვებდი!

შენ მზესუმზირის გული გაქ,
თითები-სალამურები...
მე ხომ ოცნების ქურდი ვარ,
ერთად ვართ დამალულები...

რამ შეგქმნა?! რამ გაგაჩინა?!-
კაცად და ადამიანად!
ხომ მზესუმზირის გული გაქ...
იცინი თან მადიანად!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები