ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
17 იანვარი, 2010


მანიფესტი – ნისტატინი

ბოლო არ აქვს საყვედურს, - “ნუ წერთ  “ ა ნ ტ ი ბ ი ო ტ ი კ ს ”
თურმე დოზა ასეთი - სოკოს იწვევს ლექსების.
დასცინიან რითმებს და დასცინიან ავტორებს
(მხოლოდ, აზრებს მავანთა, სიტყვით ნუ შეეხები)!

არის დავა, კამათი, ისმის აზრის ჟღარუნი,
ეხეთქება ერთმანეთს ალესილი სიტყვები...
მოჰქუხს მთის კალაპოტში რითმიანი მდინარე
და პოეტთა ნაწილი ამ მდინარეს მივყვებით.

ცალკე მიდის მდინარე, მდორე, როგორც ვერლიბრი,
თუმც ასეთი მდინარის მიმდევარი - მეტია.
და რა ჩემი ბრალია, “ვერლიბრისტი” ამდენი
თუკი მეზედმეტა და გულში არ ჩამეტია?

გამოსავალს ვერ ვხედავ!... რა ვქნათ, “კონვენცისტებო”?
რატომ ვიბრძვით “უაზროდ”, მხოლოდ რითმით შიშველით?
მო-ვი-ფი-ქრეეეეეეეე!
ე ვ რ ი კ ა !!!!
არის სოკოს წამალიც!
ამდენ “ანტიბიოტიკს”  ნ ი ს ტ ა ტ ი ნ ი  გვიშველის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები