ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2010


ფინჯანი ჩაი

დაზამთრდა, ოთახს სუნი ასდის
დამწვარი შეშის
და ნოსტალგიამ კედლებიდან
იწყო გადმოსვლა,
მხედავდე ახლა , გეგონები
ბებერი შლეგი,
წარსულს რომ ეტრფის და ალაგებს
უხმო კადრებად.
მოდი, დღეს ცივა, ჩამოვუსხდეთ
მოხუც სიჩუმეს,
ვიმუსაიფოთ როგორც ადრე,
ისე, უბრალოდ,
შენს ცხოვრებაზე მომიყვები,
მერე იყუჩებ,
მე კი ფინჯანში მონატრებულ
ღიმილს მოვახრჩობ.
ცეცხლის ენებში ტკაცატკუცი
გაუდის ფიჭვებს,
შენი თითების სუნი ათრობს
თითქოს სამყაროს,
გაინაპირეს თვალებმა და
ფანჯრებზე ფიფქებს,
ალბათ დუმილის მელოდია
სუნთქვით გაათბობს.
აცივდა, მოდი, ჩამოვუსხდეთ
მოხუც სიჩუმეს,
ჩვენი შეხვედრაც ხომ იქნება
ლამაზი კადრი,
ვიმუსაიფებთ როგორც ადრე,
მერე ვიყუჩებთ,
ზამთარს უხდება საღამო და
ფინჯანი ჩაი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები