ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


უცხო პაემანი

ვწევარ და სითბო 17 გრადუსია,
სინოპტიკოსი კი წვიმას ვარაუდობს,
ჩემი თერმომეტრი სიცხეს გაუვსია,
41-ია და კუბოს სხვა რა უნდა...
იმდენად ბევრია სიცხე და გრადუსი,
სკალაზე ციფრები აენთო აპრილად,
მო, ხელი თერმომეტრს შენებურ გადუსვი,
თორემ აქ სტროფები სიცხისგან დაყრილა,
თუ არ გამინელდა მაგათ რა გამოლევს,
სტროფებიც ჩემსავით გათანგულკვდებიან,
ხვალ მაგ სხეულიდან როგორმე გამოდი,
ხვალ ჩვენი სულები ერთმანეთს ხვდებიან...
... პირველად გვექნება უცხო პაემანი,
პირველად მოძებნი ჩემს ტუჩებს სიცხიანს,
ვაითუ შემრცხვა და სადმე დავიმალე,
ვაითუ ხვალ ტუჩზე პომადა მიცხია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები