ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2010


სასჯელი...

დღეს ჩემს განწყობას უეჭველად ღმერთი განაგებს,
მაგრამ სიყვარულს, რას დაუდგენს კაცი მიზეზებს.
წეღან სულ მცირე აზრებიც კი ვერ დავალაგე...
მიჭირს როდესაც, უნდობლად და ეჭვით მიმზერენ.

ან რა აზრი აქვს მერამდენედ იტყვი სიმართლეს?!
(ვისაც არ ესმის, არ უნდა და მიტომ ვერ იგებს)
მე ახლობლებზე ტკივილიან სხეულს დავათრევ....
თქვენ მათი სევდა სტრიქონებად ჩამოგირიგეთ,

ბაგეს კი ჩემსას დავუტოვე სისხლის სიმლაშე...
და რა მინდოდა რად ვეცადე ნეტავი ამდენს?
პოეტს არაფერს არ უხდიან ლექსის წერაში,
ტაშიც კარგია,- ისიც თუკი  არ დაგამადლეს.

ზოგი ლექსს მიქებს, ზოგი ნიჭს და ზოგი გონებას.
მე მეღიმება, შესაქები ვერ ვხვდები რა მაქვს...
რაც დავივიწყე არაფერი არ მაგონდება,
დაუვიწყარი ყველაფერი თან, გულით დამაქვს...

მე დავიღალე, რომ ახსნილის, ახსნას ითხოვენ,
ანდა უბრალოდ, მისმენენ და მაინც არ სჯერათ.
გაიგეთ ხალხო!- უსინდისოდ მე ვერ ვიცხოვრე...
და სიყვარული ღმერთმა მომცა ჩემდა სასჯელად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები