ის პიეროსავით დუმდა და დუმდა... მერე უბრალოდ ადგა, სათამაშოებით სავსე კარადასთან ჩაიცუცქა და... *** რამოდენიმე დღის წინ ქსანტიპას ველაპარაკებოდი და იმაზე ვკამათობდით, ვინმე გაჩეჩილ თოჯინას მაჩუქებდა თუ არა. ქსანტიპა ჩემი მეგობრის დაა და ძალიან სასაცილო არსებაა. ამბობს არ მიყვარხარო, მაგრამ როცა მხედავს, მოსვენებას არ მაძლევს. ,,ეეე ბარნოოოოო...ნუ მაწვალეეეებ..”აი ასე იწყებს ყვირილს და თან მე მეხუტება. რა ვიცი ჩემი მეგობარი ამბობს ორივე ვერ ხართ კარგადო და...
ხო, მართლა ჩემი პიერო ხანდახან იღიმის და ქსანტიპას რაღაცით წააგავს. ისიც მასეა, მოწყენილი სახით წუწუნს იწყებს და ბოლოს მაინც იცინის. თან თვალებს აქეთ-იქით ატრიალებს და მერ ისევ : ,,ეეე ბარნოოოო” *** მე პიერო დავკარგე, მაგრამ ერთ-ერთ სივრცეში ასე ამბობენ, მოწყენილი იყოო და თვითონ წავიდაო, რადგან თავისი სევდა ჩემში არ ჩაეღვარა... ასე, რომ ჩემს პიეროს ერთ დროს ,,ქსა” ერქვა ან ,,ცა”... *** ,,ეეეეეეე ბარნოოოოო უბერააააავ”? ,,ბარნოოოო წადიიიიი სულაც არ მიყვარხააარ”. ამ ფრაზებზე ვგიჟდები. ეს ბავშვი ყელაფერს საპირისპიროდ ლაპარაკობს და ცუღლუტი ანგელოსივით კისკისებს. აი, ჩემი ქსანტიპაჩკა გამუდმებით მეჩხუბება და პატარა სიყვარულის მუშტებს მიშენს. ის არ გარბის. უბრალოდ, მეორე ოთახში გადის და დავარცხნილ თოჯინებს ისე უწყებს თამაშს, რომ მაინც თავისკენ მიტყუებს. მეც წვალებას ვუწყებ და ჰაერში ვაბურთავებ. მერე ისევ ცქნაფა ხელებს კუმშავს და ბრაზს გამოხატავს. ამ დროს ნახატიდან გადმოსულ არსებას გავს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია პიეროსავით მოიწყინოს თუ...თუ ხუმრობაში ამყვეს.
*** ქსანს, პიეროსავით თვალები აქვს და ცასავით სახე... ქსანს, წვრილი ხმა აქვს, ძალიან წვრილი... ქსანს, ცასავით ღია სახე აქვს ცასავით და ამიტომაცაა ქსან-ტიპაჩკა.
*** ხანდახან ასეც ხდება: ,,ბარნოოოო მელაპარაკე რაააა”... ,,აუუ ბარნოოო მომწერე რამე რაააა”…... ,,შენ სპეციალურად მეუბნები ინტერნეტიდან გავდივარო, რომ მე არ მელაპარაკო”... ამ ბავშვს ჩემდამი სიყვარული მგონი მხოლოდ ,,სკაიპში” უსკდება და კოცნის ღიმილაკებს მომაყრის ხოლმე. ხანდახან კიდე მგონია, ოღონდ მე გამაგიჟოს სპეციალურად არ მასვენებს თავისი დათუნია ,,სმაილებით”. *** ქსანი ერთხელ გაურკვეველ სიტუაციაში მოხვდა და შეეშინდა, მაგრამ ერთი კითხვაც არ დაუსვამს. გულში კი ფიქრობდა: ნეტა, ღმერთმა მამა ცაში რატომ წაიყვანაო... აი, ასეთია ჩემი მწვალებელი, პატარა არსება, რომელიც ცას ისე ჰგავს, როგორც არავინ.
***
ის კვლავ პიეროსავით დუმდა და დუმდა... მერე უბრალოდ ადგა, სათამაშოებით სავსე კარადასთან ჩაიცუცქა და გემრიელად ჩაეძინა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ვაიი..მე ვიცნობ მაგ პაწუკას....უსაყვარლესიააა...:x:x:x:x:x:x:x ბაარნოო:-*:-*:-*კარგი ხარ ვაიი..მე ვიცნობ მაგ პაწუკას....უსაყვარლესიააა...:x:x:x:x:x:x:x ბაარნოო:-*:-*:-*კარგი ხარ
17. :-* მადლოოობთ :-* მადლოოობთ
16. ეეე რა საყვარელია ქსანტიპა :) აუ ანწერი მართლა ძალიან მომეწონა ბარნოსებირად საყავრელი ხომ არის და არის :)) და თან ისე კარაგდ წარმოიდგენ ბავშვს ბარნიტოო :-* ეეე რა საყვარელია ქსანტიპა :) აუ ანწერი მართლა ძალიან მომეწონა ბარნოსებირად საყავრელი ხომ არის და არის :)) და თან ისე კარაგდ წარმოიდგენ ბავშვს ბარნიტოო :-*
15. მეც ია-იასავით მომეწონა! 55555 :) მეც ია-იასავით მომეწონა! 55555 :)
14. ძალიან სიხარული ხაარ!!! :-* ძალიან სიხარული ხაარ!!! :-*
13. ძალიან მომეწონა ნაწერი... :) ძალიან მომეწონა ნაწერი... :)
12. მგონი აბუდაბიას ქვეყანაში მოვხვდი ყირამალა :D მგონი აბუდაბიას ქვეყანაში მოვხვდი ყირამალა :D
11. რა კარგია...საყვარელი ბავშვური....დიდი სიყვარული შენ ბარნო ჩემგან....5555555 დიდთვალება დიუმორუშკა...მახსოვხარ! .... რა კარგია...საყვარელი ბავშვური....დიდი სიყვარული შენ ბარნო ჩემგან....5555555 დიდთვალება დიუმორუშკა...მახსოვხარ! ....
10. რა საყვარელიაა ... :) რა საყვარელიაა ... :)
9. kargia, sayvareli gogo xar:) kargia, sayvareli gogo xar:)
8. :) მააგარია :) მეც მსმენია ქსანტიპაზე :) :) მააგარია :) მეც მსმენია ქსანტიპაზე :)
7. =)) ოოო ამ გოგოსთან დაპირისპირება არ ღირს, მერწმუნეთ! =)) ოოო ამ გოგოსთან დაპირისპირება არ ღირს, მერწმუნეთ!
6. ოოო მე მინდოდა და მორჩა >:P ვისაც არ დაევასება გავუშვებ სადაც საჭიროა, ან ქსანტიპას მივუშვებ და ჰეჰ... მერე იმან იცის :)) =)) ოოო მე მინდოდა და მორჩა >:P ვისაც არ დაევასება გავუშვებ სადაც საჭიროა, ან ქსანტიპას მივუშვებ და ჰეჰ... მერე იმან იცის :)) =))
5. ვააა სეეემ ;) ვააა სეეემ ;)
3. სულ ირას ბრალია ეს ნაწერი აქ რომ დავდე:P მე არ მინდოდა და დამემუქრა =)) ხო ქსანტიპას ჩემთან ჩხუბი ევასება და ეგ სახელიც მე შევარქვი :P =)) სულ ირას ბრალია ეს ნაწერი აქ რომ დავდე:P მე არ მინდოდა და დამემუქრა =)) ხო ქსანტიპას ჩემთან ჩხუბი ევასება და ეგ სახელიც მე შევარქვი :P =))
2. მერამდენედ ვკითხულობ ბარნ... სულ სითბო მეღვრება და უუუუფ... ხო იცი რა გულჩუყია გავხდი :D ეხლა იმას ვფიქრობდი ხატიას ქსანტიპა ხო შენ დაარქვი? მემგონი ხო, ჰოდა კიდე ხვალ უნდა წავაკითხო, ვნახოთ მერე რას გეტყვის აბა ;;) უფ ამო ხვალ ჩემთან ამო, მოგვენატრე ხანდუშკებს :)) :-* მიყვარხარ და ქსანტიპასაც ხო იცი როგორ ევასებით შენ და კაკლის ძირი :D მერამდენედ ვკითხულობ ბარნ... სულ სითბო მეღვრება და უუუუფ... ხო იცი რა გულჩუყია გავხდი :D ეხლა იმას ვფიქრობდი ხატიას ქსანტიპა ხო შენ დაარქვი? მემგონი ხო, ჰოდა კიდე ხვალ უნდა წავაკითხო, ვნახოთ მერე რას გეტყვის აბა ;;) უფ ამო ხვალ ჩემთან ამო, მოგვენატრე ხანდუშკებს :)) :-* მიყვარხარ და ქსანტიპასაც ხო იცი როგორ ევასებით შენ და კაკლის ძირი :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|