ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუკა შუბლაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2008


სიმყუდროვე და უბრალოება

                     

  ნეხვის გუბეში ჩაგდებულ თოჯინასავით დილა გათენდა.
აი სწორედ ისეთი, ვითომ არაფერი, მაგრამ ბევრი საინტერესო რამ რო ხდება ხოლმე.
ეს შეგრძნება ძალზე უცხო მეჩვენა. თაობებია აქ არაფერი მომხდარა.
  ჰოდა გავიღვიძე ასე, ნეხვიან-თოჯინიან ხასიათზე.
კიბით ეზოში დავეშვი, ონკანთან გადავიკუზე და ხელ-პირის დაბანვას შევუდექი, თან ჩემი მგრძნობიარე უკანალით ვალივერებდი ცნობისმოყვარე მეზობლების მზერებს.
  აბა ეს ცხოვრებაა, შენ წაკუზული ეზოში პირს იბან, უკნიდან კი ზოგს შენი ახალი შეძენილი ჯინსის შურს, ზოგს კი შენ ფეხებს შორის მოქცეული ავლა-დიდება სწყურია.
რას იზავ, ცხოვრება მრავალფეროვანია და შესაბამისად უამრამ აზრსა და ადამიანს მოიცავს.
ძოგს რა უნდა, ზოგს ვინ.
  მე არ ვიცი ვის რა ესაქმება ჩემს ფეხებს შორის, მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მესამე სართულზე ცხოვრობს გოგო, რომელსაც მაშა ჰქვია და მე მის ფეხებთან უშუალო კავშირი მაქვს.
მეორე სართულამდე ინტუიციურად ავჩანჩალდი. აი მესამემდე კი
ზემოთ ნახსენებმა  ფეხებს შუა ძალამ ამათრია.
  კარგია, როდესაც მიდიხარ იქ, სადაც ყოველთვის გელიან გაშლილი საუზმით და სიყვარულის აბაზანებით.
  უკვე მეორეჯერ საწოლიდან წამომჯდარმა, სიგარეტს გავუკიდე და პირველმა ნაფაზმა შიგ ფილტვებში ჩამჩურჩულა, რომ დღე დაიწყო.
                       

                                        “დღე  დაიწყო”


საერთოდ ჩემი ცხოვრების ყოველი დღე პირველს გავს. ყოველ დილით ვიღვიძებ ახალი იდეებით და გეგმებით, რომელთა განხორციელებასაც იმ დღესვე ვიწყებ და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, იმ დღესვე კრახით ვამთავრებ.
    მერე თენდება ახალი დილა. . .
ჰოდა, მეც ასე ზაზუნასავით ვატრიალებ ამ ცხოვრებას.
დღეს გსაუბრება მაქვს იტალიის კონსულთან. ძმაკაცებისაგან მიღებული, უამრავი რჩევა-დარიგებების მიხედვით, ჩაცმა-დახურვაზე დიდი დრო არ დამიხარჯია. არაბუნებრივად რომ არ გამოვიყურებოდე. უბრალოდ შარვლიდან, რამოდენიმე ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩამოვიფერთხე, თმებზე ხელი გავისვ-გამოვისვი და ეგრევე გამოვედი სახლიდან, სარკეში ჩახედვის შიშით.


გამოსვლისთანავე რა თქმა უდნა, როგორც ყოველთვის, ჩემი ცხოვრების ლანდად ქცეული მაშა დამეხატა თვალწინ. როგორც ჩვევია ხოლმე, პირველ რიგში, თმებში მეცა, თავისი გემოვნებით აჩეჩ-დაჩეჩა. მერე სიამაყით გამიღიმა და თითქოს კარგი ხნის ცოლ-ქმარნი ვიყოთო ისე მაკოცა და წარმატებები მისურვა.



                                                “მაშა”
     
  მაშას ძალიან დიდი ხანია რაც ვიცნობ.
შეიძლება ითქვას “ტრუსიკის” საყვარლები ვართ.
ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს ეზოში  რუსი გენერალი დასახლდა,  ცოლთან და პატარა გოგოსათან ერთად.
  მე და მაშამ ეგრევე გავუგეთ ერთმანეთს, რაც გასკვირი არ იყო, რადგან ეზოში პატარები მარტო ჩვენ ვიყავით.
  ჩვენი მეგობრობა ძალზედ ახარებდა ჩვენს ოჯახებს და მეც ოფიციალურად დავალებული მქონდა მისი მოვლაპატრონობა, რადგან მაშას დედ-მამა მთელ დღეებს სამსახურში ატარებდნენ.
  ჰოდა ვიჯექით ასე მთელი დღეები “პულტით” ხელში და ვცვითავდით ვიდეო კასეტებს იქეთ-აქეთ ხვევაში.
  ძირითადად ინტიმური სცენებით ვიყავით დაინტერესებულნი.
  მერე კი წლების მატებასთან ერთად, ფილმში ნანახმა ინტიმურმა სცენებმა, მე და მაშას რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა.
  ასე გარბოდნენ წლები და მეც თავი აქამდე ისე მოვიტანე, რომ არც ერთხელ შეყვარებული არ მყოლია. რაც ჩემი სექსუალური სიმშვიდით იყო განპირობებული და რაშიც უდავო წვლილი მაშას მიუძღვოდა.
  მე დღემდე ვერ გამირკვევია თუ რა უნდა ამ გოგოს ჩემგან ან მე მისგან და რატომ არ მოგვბეზრდა ერთმანეთი ამდენი ხანი?.
  მე არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ ყველანაირად ვეცდები ამ ყოველივეს სიყვარული არ დავარქვა.
  არა.
  მე ვფიქრობ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის სიმარტოვე გვიყვარს და ძალიან ვაფასებთ ისეთ სიტყვებს როგორიცაა: ”სიმყუდროვე” და “უბრალოება”.


                                                “საკონსულო”


    რიგიში დიდ ხანს დგომამ არ მომიწია. მსურველების დეფიციტის გამო.
ჩვენი ქვყანა ხომ, ჩვენი საამაყო პროდუქციით მხოლოდ ისეთ ნოყიერ მიწებს ამარაგებს როგორიცაა: რუსეთი, ჰოლანდია, გერმანია, აშშ.
  საერთოდ ქართულ მასას ნაკლებად აინტერესებს ისეთი მცნებები როგორიცაა: უძველესი არქიტექტურა, ხალხთან ურთიერთობა და სხვა მრავალი….…… ეს ყოველივე კი ძალიან მარტივი მიზეზის გამო ხდება: “ჩვენ (ქართველებს) ხომ ყველაზე გამორჩეული არქიტექტურა, ბუნება და ადამიანები გვყავს, ასე რომ რა საჭიროა სადმე წასვლა ამ ყოველივეს სანახავად, თუ კარგია აქეთ ჩამოვიდნან და გვნახონ.”
  სანამ საკონსულომდე მივიდოდი, თავს ძალიან საინტერესოდ ვგრძნობდი.
პირველად ჩემს ცხოვრებაში, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ თბილისში ძალიან ბევრი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობაა. მერე აღმოვაჩინე, რომ თბილისს ძალიან უხდება ჭადრები. მერე თბილისსაც გავცდი და საერთოდ ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებში ჩაძირვა ვეღარ მოვასწარი, რადგან ამასობაში კიდევ უფრო დიდი კულტურისა და არქიტექტურის მქონე ქვეყნის საკონსულოს წინ აღმოვჩნდი.
ამ ფიქრებში გართულს ჩემი სახელი და გვარი მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი გასაუბრების დროც დადგა.





                                                  “უკან გზა”

  საელჩოდან გაბუჟებულივით გამოვედი. თავს მსუბუქად ვგრძნობდი.
  დღევანდელ განწყობას, არც ახლა ვუღალატე და სახლში კვლავ ფეხით გასეირნება გადავიწყვიტე.
  დღევანდელ დღეს უკვე მეორეჯერ მიიპყრო ჩემი ყურადღება თბილისის არქიტექტურამ. ოღონდ ამჯერად სულ სხვა შეგრძნებები დაერთო ამ ყველაფერს. მეჩვენა, თითქოს ეს შენობები გმინავენ, იტანჯებიან, საუკუნეებია რაღაცას ითხოვენ და არავის ესმის მათი, თითქოს ისინი ელიან დამანგრეველ ბულდოზერებს, ისევე როგორც ოთხმოცს გადაცილებული, დაღლილი მოხუცი ელის სიკვდილს.
  ჭადრებიც უკვე სხვაგვარნი მეჩვენა. თითქოს მათ აუტანელი დაღლილობა აწუხებთო. ყოველ წელს კაფავენ და სთხოვენ რომ ფოთოლი მოისხას, გალამაზდეს და ანარნარდეს.
  მაგრამ არა.!
  მათ, აღარ შეუძლიათ. ისინი აღარ არიან ნარნარები და ლამაზები. მათი სული კარგა ხანია რაც დანაოჭდა და დასახიჩრდა, დაბერდა და დაეცა.
  ასევე მეჩვენა ქართული კულტურაც.
  თითქოს ხალხი და ადათი ერთმანეთს ვეღარ უგებს, ერთმანეთი აღარ სჭირდებათ, მაგრამ თვითონაც არ იციან რატომ ებღაუჭებიან, რატომ ჩახუტებიან ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთი სძულთ და ერთმანეთის დახრჩობას ლამობენო.

  გული ყელში მებჯინებოდა, მხოლოდ ერთს ვნატრობდი, რომ ხუთი წლის ვყოფილიყავი, შუა ქუჩაში ჯიუტად დავმჯდარიყავი  და ცხარე ცრემლებით მეტირა.
  მაწყენინეს. ძალიან მაწყენინეს და შესაბამისად გული შურისძიებას მთხოვდა. საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოვწურე და გაცხარებულმა, შური ნაგვის ყუთზე ვიძიე.
  ბურუსი, რომ გაიფანტა და გონს მოვეგე, მიმოვიხედე და ჩემს ირგვლივ, ათი მეტრის რადიუსში მიმოფანტული ნაგავი დავინახე, იმის იქით კი შეშინებული ხალხის საახეები.
  მორცხვად და ჩუმად მოვიხადე ბოდიში და იქურობას გავეცალე.



                                                    “სახლი”
 
  დანარჩენი გზა, თავჩაღუნულმა განვლე და არც აღარაფერზე მიფიქრია.
  მესამემდე, რობოტივით ავედი. სულ დამავიწყდა, რომ მეორეზე ვცხოვრობ. ალბათ იმიტომ, რომ ახლა სახლი სწორედ მესამეზე მეგულება.
კარებზე დავაკაკუნე.
სახლში არავინ დამხვდა.
მოცდა გადავწყვიტე და კარის გვერდზე, ძირს დავჯექი...




                                                " პ.ს."

  მე მწერლობა გადავწყვიტე. . .
არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ძალიან ადვილი და სასიამოვნო მეჩვენება.
მიხარია, რომ მაშას უხაირა რასაც ვაკეთებ.
მომწონს, როდესაც ჩუმადაა, რომ ხელი არ შეშმიშალოს წერის დროს.
კმაყოფილი ვარ, როდესაც ცხელი ჩაი შემოაქვს, სწორედ მაშინ, როდესაც წერისაგან ვიღლები და დღემდე გასაოცრად მიკვირს თუ როგორ გრძნობს ამას.
ბედნიერი ვარ, როდესაც ძილის წინ, მაშას გამობერილ ღიპს ვეფერები და ვცდილობ, რომელიმე იტალიური სახელი შევარჩიო. ოღონდ ისეთი, რო გაიზრდება არ შემაგინოს და არ მითხრას, რას მერჩოდიო?
მე აღარსად მივდივარ!.
  მე უკვე ჩავირტყი ვიზა, ჩემი ცხოვრების პასპორტში, რომელსაც ყდაზე “სიმყუდროვე” და “უბრალოება” აწერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები