" kachita bengami"
თენდება არყისფრად. ვახელ თვალებს და... და სამწუხაროდ აქ, ისევ აქ ვარ. ისევ ჩაჭრილი დენი, გაშლილი დივანი და გათიშული გაზი. ისევ ლარიანი და ისევ “პოლლიტრა”. ძალით მოწონებული პონტები და ვითომ სიყვარულები.
“რა მაგარია თბილისი.”
ნუ გეშინია წავალთ! ცოტაც და...
ჩემ ოთახში შეკრებილი ძმაკაცები. ვნერვიულობთ სამხრეთ აფრიკაზე, იამაიკის ფინანსურ კრიზისზე და რა თქმა უნდა სექსის თავისუფლებაზე (რა თქმა უნდა საქართველოში).
ყველაფერი კარგადაა, პონტები, ძმაკაცები, ნაშები, სასმელი და ბოლოს და ბოლოს ხინკალი.
სულ ცოტაც! ძალიან ცოტა დარჩა და წავალთ!
- აუ, ბუკიჩ, ისე როგორ ტეხავს სიბერე, არა ტო? იჯვამ, იფსამ ლოგინში, შვილიშვილი გეკაიფება, დედას გაგინებს, შენ ითმენ და მერე იბრიდები. კაიფობ? - დავლიოთ რა! - ისევ ხინკალი ტო? ამოვიდა ყელში. - მერე შენც რა სულ ხინკალი გელანდება, შეჩემა. ტეკილა და რამე... - ეგ სულ სხვაა! - ესე იგი ოთხნი ვართ ხო? ასი ლარის ბაზარია და ჯიგრულად ვართ რა. - ეგ კარგი იდეაა. ესე იგი დღეს საკაიფოდ ვთვრებით. - როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ და იმისწინაც... - ხო, მაგრამ ერთი ყველაზე პატარა პრობლემა რჩება - ასი ლარი ვის აქვს? - ბიჭო, ეგ ”ნავაროჩენი” მობილური რო გაქ, მაგ კამერებით და რამე, რად გინდა, ”ფატაგრაფი” ხარ შეჩემა? - ვერ შემაბავ, შანსი არ გაქვს. - იკა, მიდი რა, ანკას დაურეკე. ერთი ორი გრამი ოქროს ბაზარია რა!
ანკას გაბუული ოთახი მისი დაბღვერილი მშობლებით. ორი ბოთლი ტეკილა და ოთხი გაბადრული სიფათი. ”პიჟონური” მუსიკა, გატყლარწული გოგჩოები და უცხო ტიპების ჩასაფრებული სახეები.
- მოდი რა, ერეკლე მეფეს შევეცი, ტეკილით რომ არ ვადღეგრძელოთ და ამ ჭიქით, ანკა, შენ ”კურნოსა” ტრაკს გაუმარჯოს! - იდიოტო! - ან, მიდი რა მარის დაურეკე, ხო იცი ეგ გოგო როგორც მიყვარს. - როგორც ჩემი ყველა დაქალი! - კაი რა, გოგო, ვიღაც პიდარასტებთან რომ მოძრაობენ, ჩემზე კარგს ვის გააძრობენ?! - ერთი კაცურად მითხარი, დღეს ვინ დაალომბარდე დედაშენი თუ შენი და? - შენი ოქრო. ჰა! ჰა! ჰა! - მოდით რა ბიჭებო, ამ ჭიქით ბილ გეითსს შევეცი! - გაგიმარჯოს! - და ბიჭო, შენ რო ფული იშოვო და ვიღაცამ შენზე ეგრე თქვას, რას იზამ ტო? - რას ვიზამ და, აი როგორც ეხლა ბილ გეითსს ვკიდივართ, მეც ეგრე დავიკიდებ.
კარზე ზარს ვრეკავ. ზღურბლს იქიდან ზღურბლს აქეთ ჩემი დაუკმაყოფილებელი სიფათით მამაჩემის დაუკმაყოფილებელ სიაფთს შევცქერი. იდიოტივით ვიღიმი და სახლში შევდივარ, თან მეამაყება, რომ გომის ნაცვლად ტეკილ;ის სუნით ვყარვარ.
- დღეს ესპანეთის საელჩოში ვიყავი და მითხრეს, შენნაირ “კრასავჩიკს” გავუშვებთ კი არა, ბილეთსაც ჩვენ ავუღებთო. რა თქმა უნდა არავის გასცინებია ჩემს ხუმრობაზე და მეც უცებ ვიგრძენი თავი ზედმეტად. საცოდავი სახით ჩემს საცოდავ ოთახში შევედი და ტანსაცმლიანად დავეგდე ლოგინში. - აკა მორჩილაძე ძალიან მაგარი როჟაა! ”შენი თავგადასავალი” როა, ეგ დავამთავრე გუშინ და მაგრად ვიკაიფე. მთელი ღამე “Pორტობელლო ღოად”-ი და ლონდონის დაორთქლილი ვიტრინები მესიზმრებოდა. - აუ, შენც რა შეეცი ამ ევროპას! - არა ძმაო, მე აქ ცხოვრება არ შემიძლია. მე ვგრძნობ, რომ ღმერთს რაღაც შეეშალა. ესპანელი ლოთი უნდა ვყოფილიყავი და „პლეხანოველი“ გაბეძრე. აშკარად იაღლიშია. - ხო, კაი, წახვალ, ოღონდ ნუ შემეცი, რა! - წავალ კი არა დედას ... ! მე ჩემს სამშობლოში დავბრუნდები. მე ღმერთის იაღლიშს გამოვასწორებ, გაიგე? - შენ მგონი ზედმეტი დალიე. წადი, ჩემ ლოგინში ჩაწექი და მაგაზე ხვალ ვიბაზროთ, OK? - ხო, კაი, მართლა მეძინება. წავედი, მაგრამ იცოდე, ღმერთიც ცდება ხოლმე, კაიფობ?! იცოდე, რომ მოვკვდები, მაგაზე პასუხს მოვთხოვ. ჩემ დაკარგულ ოცდახუთ წელზე პასუხს მაგრად მოვთხოვ და ერთი მაინტერესებს რას მიპასუხებს. - OK, ეგრე ქენი, ოღონდ ეხლა დაიძინე რა!
არა, მე რომ მთვრალი ვიყავი მაგის ბრალი არ იყო. მე მართლა ასე ვფიქრობ, მე მართლა მინდა ღმერთის თვალებში ჩახედვა და კითხვის დასმა ”რატომ” ? მე, ჭეშმარიტი ესპანელი ლოთი რატომ ვიღვიძებ პლეხანოვზე? რატომ ჰქვია ჩემს შეყვარებულს ნუცა და რატომ არ ჰქვია კაჩიტა? არა, მე უბრალოდ მაინტერესებს რას მიპასუხებს ის და შერცხვება თუ არა თავისი შეცდომის?
დღეს მთელი დღე ესპანეთის საელჩო და ესპანეთის ვიზები მესიზმრებოდა. მახსოვს, ცოტა ხნით მოვკვდი კიდევაც და გამარჯვებული სახით ღმერთს ვუღიმოდი. რო გამეღვიძა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად საწოლის “კომოდისკენ” გადავიხარე. ზედ ესპანეთის დროშიანი საბუთები რომ დავინახე, თავი კვლავ ბალიშზე დავდე, თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და ძალიან დიდი ღიმილით გავიღიმე.
როგორც იქნა, ორ კვირაში, თოთხმეტ დღეში მივფრინავ საღვთო მისიის შესასრულრბლად.
სადღესასწაულო ხასიათზე ავდექი. წარმოიდგინეთ, წვერიც კი გავიპარსე. სადღესასწაულო ტანისამოსი ჩავიცვი, სუნამოც მივისხი და ქალაქში ქალაქში უცხოელი ტურისტივით გავედი. ნაცნობ უბნელებს თავი ოფიციალურად დავუკარი და იქით გავწიე, სადაც ჩემი ეს სიახლე ყველაზე მეტად გაუხარდებოდათ - იკოსთან რა თქმა უნდა.
- ეხლა ხო იცი, მერე ვიზები და რამე შენზეა. საყურეები არ გაიკეთო და არ გაპროჭდე. - თქვენ, საზოგადოების ხორცმეტებს, ჩემს დიდ სამშობლოში არაფერი გესაქმებათ. ასე რომ... - ეს აქედანვე პროჭია და იქ რაღა იქნება, ტო?! - იქ რო ხინკლები არ არის, რას იზავ, ტო? - ო, ეგ ერთადერთია, რაც მართლა მომენატრება - გაციებული ხინკლები და ქალიშვილი გოგები. - ეხლა მართლა მჯერა, რომ ღმერთს მართლა რაღაც შეეშალა.
დილით ოფლიანმა გავიღვიძე. ჩემი თავი ძალიან მჩატედ მომეჩვენა. ამ გრძნობას ფილმებში მგონი ბედნიერებას ეძახიან. სიტყვა, რომლისაც არასოდეს მჯეროდა, მაგრამ დღეს მგონი ბედნიერი ვარ.
იგივენაირად ავდექი, იგივენაირად დავიბანე პირი, მაგრამ არა, ეს იგივე არ იყო, ეს სიტყვა “უკანასკნელს” გავდა და ეს იყო კიდევაც უკანასკნელი.
- ნუც, დღეს ღამე მივფრინავ. - ვიცი. - ნუც, მე შეიძლება ვეღარასდროს გნახო. - ვიცი. - მერე რატომ არ ტირი? - იმიტომ რომ შემ არ გიყვარვარ. შენ საერთოს არაფერი არ გიყვარს. შენ უბრალოდ სულელი მეოცნებე ხარ და ვიღაც შენივე გამოგონილი ”კაჩიტები” გიყვარს. - არა, ნუც! ერთადერთი რაც ამ დედა... ქვეყანაში მიყვარს შენ ხარ და ძალიან რომ არ მოვიტყუო ხინკალიც და კიდევ ”ქართული ხმები”. - მართლა გიყვარვარ? - ძალიან. - ოღონდ მართლა? - ხინკლის მერე - კი. - იდიოტი ხარ და მეტი არაფერი რა! - წამო რა გავიდეთ, თორე ჩემი სახელი უფრო და უფრო ხშირად მესმის.
- აი, ჩვენი ძმაც მოვიდააა! ჩვენი ესპანელი. რაო, რაო, რას იძახი რა მქვიაო?! - მარიო! - ხოდა, მარიო ხარ თუ ლუიჯი, ჩვენი ძმა ხარ და შენ გაგიმარჯოს!
სიგარეტის ბუღი, ხმაური და ჩემი სიმთვრალე ერთმანეთში აირია. ერთადერთი რასაც გარკვევით ვხედავდი, ნუცას სახე იყო. ის სულ თვალწინ მედგა. მერე ამ ყველაფერს დედის გინება გაერია და ამის შემდეგ ხედვა საერთოდ გამიჭირდა, რადგან ბოთლებმა და სკამებმა ფრენა დაიწყო. უცებ გამოვფხიზლდისავით და ის ოთხი ტიპი მოვლანდე, რომლებიც თავიდანვე ასე რომ არ მომწონა და მივხვდისავით.
მერე მახსოვს ტუალეტი, ნუცას ცრემლიანი კოცნები, ბევრი სისხლი ად იკოს გინება. ცოტა ხნის მერე კადრები შეიცვალა: საიდანღაც დედა და ექიმები გაჩნდნენ.
ცოტათი დავიბენი. ფილმებში მქონდა ნანახი, რომ ასეთ დროს რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობდნენ ხოლმე. ალბათ, ბავშვობაში ჩამრჩა და ვცადე წარმომედგინა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი მორბენალი ჩემი თავი, მაგრამ ამის გაფიქრებისთანავე გულის რევა ვიგრძენი. არა! არ მინდა ილია! არ მინდა ვაჟა! და მითუმეტეს გალაკტიონი!
ისე აკას არაუშავს!
ძლივს გავახილე თვალები და დედა დავინახე, ოდნავ გამეხარდა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ დახუჭვა ჯობდა.
დავხუჭე და აი, ისიც ”პორტობელლო როად”-ი , ლონდონის დაორთქლილვიტრინებიანი ბარები. მაგრამ აქ რა მინდა?!
ჰო! აი კაჩიტაც! აი, მადრიდის ვიწრო, ყვითლადგანათებული ქუჩები, ხელში ტეკილას ბოთლი მიჭირავს და კაჩიტას მაგრად ვეხუტები. ისე, ცოტათი წააგავს ნუცილოს, მაგრამ ის რა თქმა უნდა უფრო ლამაზია. ის ხომ ჩემი ოცნების ქალია. აი, ვაღებ ჩემი ძალიან პატარა ბინის კარებს და სიცილით შევდივართ მე და ჩემი ოცნების ესპანელი ქალი. მერე გაზქურას ვუახლოვდები, ჩაიდანს ვდგამ და უცებ თბილისი მახსენდება. თბილისის გახსენებაზე - რუსეთი და ”გაზპრომი”. თან ყურებში ჩამესმის ”შუქი წავიდა და რეანიმაციაში ვერ გადავიყვანთ”.
თვალებს ვახელ ნუციკოს აცრემლებულ თვალებს ვხედავ. მეღიმება და ძალიან ჩუმად ვიძახი ” Kაცჰიტა, Bენგამი”.
არა, არ მომკვდარვარ. საბედნიეროდ გადავრჩი. უბრალოდ, კიდევ ორი ზედმეტი თვე ვიოცნებე კაჩიტაზე.
ეხლა კი აქ ვარ, ჩემს პატარა და მყუდრო სახლში. მართალია კაჩიტა არ დამხვედრია და ჯერჯერობით ვერც ვერსად ვიპოვე - სამსახურში ჩემს უფროსს, სამოცი წლის კაჩიტას თუ არ ჩავთვლით. სამაგიეროს მყავს მეგობარი, რომელსაც მარიო ქვია და რომელსაც დღეს ღამის თორმეტზე, დაორთქლილვიტრინიან ბარში შევხვდები, ვისაუბრებთ ფეხბურთზე და კარგად რომ დავთვრები, საწყალ ხუჭუჭა ესპანელს ტვინს შევუჭამ საქართველოზე ლაპარაკით. მერე, როგორც ყოველთვის ზედმეტი მომივა დალევა. მარიო შეწუხებული გამექცევა და მეც ჩვეულებისამებრ, მადრიდის ყვითლადგანათებულ, ვიწრო ქუჩებში მარტო ვიხეტიალებ. ჩემი პატარა ბინის პატარა კარებს შევაღებ და პირველ რიგში ჩაიდანს დავდგამ გაზქურაზე და ისევ ეს ოხერი ”გაზპრომი” გამახსენდება.
დილით მაღაზიაში ჩასულს ლუდის ფასი არ მომეწონება და განრისხებული სახით მაღაზიის გამყიდველს ვკითხავ:
- ლუდი ”ყაზბეგი” გაქვთ?
მაღაზიის გამყიდველი რა თქმა უნდა გაკვირვებული თავს გააქნევს და შეეცდება ეს საშინელი სიტყვა გაიმეოროს.
მე კი მოწყენილი სახით მივუგებ:
- რა დასანანია.
ამ საღამოს თბილისში დავრეკე. ოღონდ სახლში არა. იქ დარეკვა ყოველთვის მიჭირს, იმიტომ რომ დედა ყოველთვის ტირილს იწყებს. დღეს იკოს დავურეკე და მარტო ”როგორ ხარ-ს” თქმა მოვასწარი და ჩაირთო... დაიწყო თბილისური საქმენი საგმირონიას მოყოლა. ის, რომ აჩო დაჭრეს, მაგრამ ესენი არ დაიბნენ და ისეთი ”აბაროტი” იჩალიჩეს, რომ მე მოევიკებშიც არ მინახავს. ის, რომ იკომ მაგარი ნაშა დაითრია, მაგრამ საქმე სექსამდე ჯერ არ მისულა და გამწარებული ჩალიჩობს... და კიდევ ათასი თბილისური რამ...
ყურმილი რომ დავკიდე, სავარძელს მაგრად მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და გამეღიმა. მერე თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავხარხარდი. გულმა ვეღარ მომითმინა, გარეთ გავედი და პირველ გზაჯვარედინს გავცდი თუ არა, სირბილი მომინდა და ძალიან ჩქარა , მგონი ცხოვრებაში რომ არ მირბენია, ისე ჩქარა გავიქეცი.
გაჩერება ვცადე, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შევიკავე და მუხლებზე დავეცი, თვალებდახუჭულმა ცას ავხედე და სული რომ მოვითქვი, მივხვდი, ძალა ისე გამომცლოდა, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი და თანაც გასაკვირი ის იყო, რომ ადგომა არც მინდოდა.
მიწაზე გავგორდი და ძალიან ხმამაღლა ავხარხარდი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საბავშვო ბაღი და პამპერსები ისე ზოგი ლოგოპედს სად არ ეძებს საბავშვო ბაღი და პამპერსები ისე ზოგი ლოგოპედს სად არ ეძებს
10. არა ბობო იმდენს შოულობენ რომ არარეალური იპოვონ იქაც მე ხომ ვიცი აქედან ჩასული იქ 80 % ნარკომანია. არა ბობო იმდენს შოულობენ რომ არარეალური იპოვონ იქაც მე ხომ ვიცი აქედან ჩასული იქ 80 % ნარკომანია.
8. "ნიკი" ძალიან მომეწონა შენი შეკითხვა და დამაფიქრა. მგონი არსებობს ისეთი ხალხი რომლებიც არც არავის სჭირდება და არც არვის უშლის ხელს. მგონი ეს ჩემი პერსონაჟი ასეთი ვინმე უნდა იყოს. ევროპას ხელს უშლის ისეთი ხალხი რომლებიც აქ უშლიდნენ ყველას და მერე წავიდნენ იქ ხელის შესაშლელად. მგონი სწორი ხედვაა. "ნიკი" ძალიან მომეწონა შენი შეკითხვა და დამაფიქრა. მგონი არსებობს ისეთი ხალხი რომლებიც არც არავის სჭირდება და არც არვის უშლის ხელს. მგონი ეს ჩემი პერსონაჟი ასეთი ვინმე უნდა იყოს. ევროპას ხელს უშლის ისეთი ხალხი რომლებიც აქ უშლიდნენ ყველას და მერე წავიდნენ იქ ხელის შესაშლელად. მგონი სწორი ხედვაა.
7. მადლობა ბარტყო ! მადლობა ბარტყო !
6. ძალიან ჩუმად ვიძახი ” Kაცჰიტა, Bენგამი”. <-- ესეც გაასწორე სამაგიეროს მყავს მეგობარი,<--სამაგიეროდ ბუკა გაზპრომს რას გადაეკიდე კაცო?:) ყაზტრანსგაზი ვაახ:)) ეს გაგეხუმრე:)გავაგრძელოთ. თბილისური საქმენი საგმირონიას მოყოლა.<--"საქმენი საგმირონია"_ს აი აქ უნდა ასე და როგორ ხარს სულ არ უნდა ბრჭყალები მანდ. რომ მე მოევიკებშიც არ მინახავს.<--მოევიკი რა არის?:) აჰა ჩავამთავრეთ ჩემო ბუკა, ხო ნუ მომიძღვნი კომენტარს:) დაწერე ისე და წავიკითხავ:) ძალიან კარგი იყო ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით დაგიწერდი კიდევ ერთ ხუთს რომ მებადოს,მაგრამ არა მაქვს:) ჩაასწორე ეს შეცდომები და ისე შეინახე. ბუკა "რო" და "რომზე" შემეკამათე, დიალოგში არ იყო ეგ "რო" თორემ არც მიგანიშნებდი, აქ სხვათაშორის ავტორის ფიქრი კარგი გამართული, ქართულითაა მოთხრობილი, აი მაგაშივე იყო თორემ დიალოგები ეგ არაფერია და გასაგებია. სხვათაშორის ამ სლენგებმა და გამართულმა ქართულმა ისეთი კოქტეილი გააკეთეს რომ ძალიან ლამაზი და მაგარი გამოვიდა. აბა დროებით ჩემო კარგო გიხუტებ თბილად ძალიან ჩუმად ვიძახი ” Kაცჰიტა, Bენგამი”. <-- ესეც გაასწორე სამაგიეროს მყავს მეგობარი,<--სამაგიეროდ ბუკა გაზპრომს რას გადაეკიდე კაცო?:) ყაზტრანსგაზი ვაახ:)) ეს გაგეხუმრე:)გავაგრძელოთ. თბილისური საქმენი საგმირონიას მოყოლა.<--"საქმენი საგმირონია"_ს აი აქ უნდა ასე და როგორ ხარს სულ არ უნდა ბრჭყალები მანდ. რომ მე მოევიკებშიც არ მინახავს.<--მოევიკი რა არის?:) აჰა ჩავამთავრეთ ჩემო ბუკა, ხო ნუ მომიძღვნი კომენტარს:) დაწერე ისე და წავიკითხავ:) ძალიან კარგი იყო ძალიან მომეწონა დიდი სიამოვნებით დაგიწერდი კიდევ ერთ ხუთს რომ მებადოს,მაგრამ არა მაქვს:) ჩაასწორე ეს შეცდომები და ისე შეინახე. ბუკა "რო" და "რომზე" შემეკამათე, დიალოგში არ იყო ეგ "რო" თორემ არც მიგანიშნებდი, აქ სხვათაშორის ავტორის ფიქრი კარგი გამართული, ქართულითაა მოთხრობილი, აი მაგაშივე იყო თორემ დიალოგები ეგ არაფერია და გასაგებია. სხვათაშორის ამ სლენგებმა და გამართულმა ქართულმა ისეთი კოქტეილი გააკეთეს რომ ძალიან ლამაზი და მაგარი გამოვიდა. აბა დროებით ჩემო კარგო გიხუტებ თბილად
5. " kachita bengami":)
მახსოვს ეს. ესპანეთზეა და აბა რა დამავიწყებდა?!:) კიდევ წავიკითხავ მერე! " kachita bengami":)
მახსოვს ეს. ესპანეთზეა და აბა რა დამავიწყებდა?!:) კიდევ წავიკითხავ მერე!
4. შეიძლება ბევრი სიმართლეა განსაკუთრებით ბოლოში, მაგრამ ასეთი რაღაცეების კითხვისას სულ მიჩნდება კითხვა : ჭირდება კი ასეთი ხალხი ესპანეთს? ან თუნდაც ევროპის რომელიმე სახელმწიფოს? ამნაირები თავისებიც ბევრი ყავთ :)
შეიძლება ბევრი სიმართლეა განსაკუთრებით ბოლოში, მაგრამ ასეთი რაღაცეების კითხვისას სულ მიჩნდება კითხვა : ჭირდება კი ასეთი ხალხი ესპანეთს? ან თუნდაც ევროპის რომელიმე სახელმწიფოს? ამნაირები თავისებიც ბევრი ყავთ :)
3. ეძღვნება პატარა ბარტყს : ბატარა ბარტყო ! დიდი მადლობა ამ შესანიშნავი გაკვეთილისთვის. ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. მაგალიტად "პორტობელლო როადი" თავის ენაზე იყო მარა რო გადმოვიტანე გააქართულა. ჩასწორების დრო არ მკონდა იმიტომ, რომ სამსახურიდან დავდე. რაც შეეხება "როს". როდესაც წერ "პლეხანოველი" მოზარდის ენით ალბათ დამეთანხმები რომ "რომ" "მაშასადამე" "ვინაიდან და რადგანაც" ასეთი სიტყვები არ გამოგვადგება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედია დანარჩენ შეცდომებს უახლეს მომავალში ჩავასწორებ. ხუთიანისთვისაც მადლობა. ეძღვნება პატარა ბარტყს : ბატარა ბარტყო ! დიდი მადლობა ამ შესანიშნავი გაკვეთილისთვის. ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. მაგალიტად "პორტობელლო როადი" თავის ენაზე იყო მარა რო გადმოვიტანე გააქართულა. ჩასწორების დრო არ მკონდა იმიტომ, რომ სამსახურიდან დავდე. რაც შეეხება "როს". როდესაც წერ "პლეხანოველი" მოზარდის ენით ალბათ დამეთანხმები რომ "რომ" "მაშასადამე" "ვინაიდან და რადგანაც" ასეთი სიტყვები არ გამოგვადგება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და იმედია დანარჩენ შეცდომებს უახლეს მომავალში ჩავასწორებ. ხუთიანისთვისაც მადლობა.
2. მე ეს წაკითხული მქონდა. მახსოვს, მაშინაც მომეწონა. თქვენ მშვენიერად წერთ და მე ვფიქრობ, ეს ალაგ-ალაგ შეცდომები უყურადღებობის ბრალია და სიჩქარის... მე ეს წაკითხული მქონდა. მახსოვს, მაშინაც მომეწონა. თქვენ მშვენიერად წერთ და მე ვფიქრობ, ეს ალაგ-ალაგ შეცდომები უყურადღებობის ბრალია და სიჩქარის...
1. ანკას გაბუული ოთახი<--გაბუული რას ნიშნავს? ჩაასწორე. რომ გომის ნაცვლად ტეკილ;ის სუნით ვყარვარ.<--ტეკილის. “Pორტობელლო ღოად”-ი<-- ეს დაწერე თავის ენაზე ნუ დატანჯე:) ? მე, ჭეშმარიტი ესპანელი ლოთი რატომ ვიღვიძებ პლეხანოვზე? <-- ეს კითხვისნიშანი რას აკეთებს გაფიცებ მანდ? რო გამეღვიძა, <--რომ. სუნამოც მივისხი და ქალაქში ქალაქში უცხოელი ტურისტივით გავედი.<-- ქალაქში ოღონდ ერთხელ:) - იმიტომ რომ შემ არ გიყვარვარ.<--შენ რომლებიც თავიდანვე ასე რომ არ მომწონა და მივხვდისავით. <--ასე რომ ამოიღე. ბევრი სისხლი ად იკოს გინება. <-- და იკოს გინება (ისე ადიკოცაა სახელი:) ) ბუკა რაღაც ვერ ვარ ჩემო კარგო კარგად და მერე გავაგრძელებ, ცოტა თავი ამტკივდა... კარგია მომწონს ძალიან და ერთი სუ ლი მაქვს როდის ჩავამთავრებ 5 ს დაგიწერ იმიტომ რომ გამართული ქართულით საუბრობ ანკას გაბუული ოთახი<--გაბუული რას ნიშნავს? ჩაასწორე. რომ გომის ნაცვლად ტეკილ;ის სუნით ვყარვარ.<--ტეკილის. “Pორტობელლო ღოად”-ი<-- ეს დაწერე თავის ენაზე ნუ დატანჯე:) ? მე, ჭეშმარიტი ესპანელი ლოთი რატომ ვიღვიძებ პლეხანოვზე? <-- ეს კითხვისნიშანი რას აკეთებს გაფიცებ მანდ? რო გამეღვიძა, <--რომ. სუნამოც მივისხი და ქალაქში ქალაქში უცხოელი ტურისტივით გავედი.<-- ქალაქში ოღონდ ერთხელ:) - იმიტომ რომ შემ არ გიყვარვარ.<--შენ რომლებიც თავიდანვე ასე რომ არ მომწონა და მივხვდისავით. <--ასე რომ ამოიღე. ბევრი სისხლი ად იკოს გინება. <-- და იკოს გინება (ისე ადიკოცაა სახელი:) ) ბუკა რაღაც ვერ ვარ ჩემო კარგო კარგად და მერე გავაგრძელებ, ცოტა თავი ამტკივდა... კარგია მომწონს ძალიან და ერთი სუ ლი მაქვს როდის ჩავამთავრებ 5 ს დაგიწერ იმიტომ რომ გამართული ქართულით საუბრობ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|