ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


სიკვდილის დრო....

ხანდახან მერე... და ზოგადად... სამყაროს შური,
ვიღაცა ისმენს და ვიღაცა უბრალოდ ჰყვება,
ერთია ღმერთი.  და არავინ არ არის ორი,
ფერი აქვთ თორემ, აქ , დიდიხნის მკვდარია ყველა.

ვიღაცა სადღაც. სულ არავის. არსად  ეხება,
ყოფნა თავისთვის, მერე ალბათ დარჩები მარტო.
გულისგულიდან სინჯარისთვის სისხლს, რომ გიღებენ...
თითქოს არ გტკივა, მაგრამ მაინც არყოფნას ნატრობ.

დრო, განწირული კაპიტანი, შემორჩა გემბანს.
სიძულვლია ყველგან, სადაც სიყვარულს ელი...
სინდისის ხარჯზე, ვიღაც მუდამ რაღაცას გეგმავს,
მახინჯ მეგობარს, რომ არჩია ლამაზი მტერი.

ზეცაში სული. და მიწაზე დაყარეთ ხორცი.
დამდაბლდა ყველა, ვინც კი თავი აწია მაღლა,
ფარისეველი ღმერთს ატყუებს, მუხლებზე ხოხვით.
იესოს ველით, საუკუნეს "მხეცის" აქვს დამღა..

და ეს ცხოვრება აზარტული  შეშლილი რბოლა,
ყველგან წაგიყვანს,  წასვლა რომ არ გეწადა, ისე.
სიცოცხლე ღვთისგან მოცემული სიკვდილის დროა,
რომ მიწა იყავ, მიწა ხარ და მიწადვე იქცე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები