ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2010


ცადგასაგზავნი ბარათებისა

ჩემს  შვილიშვილებს  და  მათ  თაობას

თუ  მაინც  გავძელ  აქამდის,
თქვენით  და  თქვენი  გულისთვის!..
ღმერთმაც  ქნას,  თქვენით  აყვავდეს
ამ  ქვეყნის  დილა  ურიცხვი!..

ღმერთმაც  ქნას,  თქვენით  განათდეს
ცაც  მისი  -  თაღმოჟამული
თქვენით  ეწიოს  სანატრელს
დღეს  თალხმოსხმული  მამული!..

ღვთისვე  შეწევნით  და  ნებით
თქვენ  გაუფანტოთ  ღრუბელი!..
უფრთხოდეს  თქვენი  თვალების
შუქ-ნათელს  მტერი  -  გულბნელი!...

თქვენთვის  ვთხოვ  ყველა  სალოცავს
და  ცად  ანგელოზთ  ვაბარებ,
რომ  კვლავ  ჩვენადვე  აქციოს
გასხვისებული  მთა-ბარი!..

ცად  დღესაც  თქვენთვის  ვაგზავნი
ლოცვა-ვედრების  ბარათებს,
რომ  როგორც  ცაზე  ვარსკვლავნი,
მადლი  გიმრავლოთ  მარადდღე

და  ს ა მ ა ს ს ა მ ო ც დ ა ს ა მ ი
წ მ ი ნ დ ა  გ ი ო რ გ ი  გ ფ ა რ ა ვ დ ე თ !!!



ნათლისღების  მადლი  გფარვიდეთ  ყველას  და  სრულიად  საქართველოს!
ამინ!

ეს  ლექსი  ნათლისღებას  უნდა  დამედო  იმედი  ჯახუას  გვერდზე,  მაგრამ  ახლაც 
დაბლოკილია  და  პასუხი  კი  ვერ  მივიღე,  თუ  რატომ...

რატომ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები