| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2010 |
მერამდენე წელია ვეღარ გამოვიგლოვე, სულს გზადაგზა ვუგროვებ მიმოფანტულ ნამცეცებს. ვერაფრით შევეგუე გულს - ცარიელ სიგლუვეს, მაჯას ისე ვიზომავ, თითქოს პასუხს გამცემდეს... ღამე - უქმად მდუმარე, არც არაფერს წყვეტს დილა, კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში. ნანობს კაბა იმ ღილებს, რომ აღარ აწყვეტილან, ალბათ, უკეთეს თარგზე ბედი სხვა ქალს გამოჭრის... ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
დროის ტატამზე
ჩემფეხება და სიტყვაუშვერი მიშვერს უკანალს ეს საუკუნე. ჰო, დროის მეტი არც რა უშველის, იმ ბითურობას, რასაც ვუყურებ. შენი დედიდან "ჩემი დედისკენ" გამოიხედა ფიქრმა ფროიდის... აზრმა როსკიპმა სიტყვა სარისკო უფრო შეიტკბო, მაგრამ დრო მიდის და იცის, ვინ და როდის მოიგდოს სუფთა ჩოქბჯენში, დროის ტატამზე. მერე იტყვიან: - ცუდი დრო იყო, და როსკიპ აზრებს წყალს გაატანენ... * * * ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან, ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა. დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და ღამის გასაძლებ სიგრძეს მანიშნებს. დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მერამდენე წელია ვეღარ გამოვიგლოვე, სულს გზადაგზა ვუგროვებ მიმოფანტულ ნამცეცებს. ვერაფრით შევეგუე გულს - ცარიელ სიგლუვეს, მაჯას ისე ვიზომავ, თითქოს პასუხს გამცემდეს... ღამე - უქმად მდუმარე, არც არაფერს წყვეტს დილა, კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში. ნანობს კაბა იმ ღილებს, რომ აღარ აწყვეტილან, ალბათ, უკეთეს თარგზე ბედი სხვა ქალს გამოჭრის... ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
ძალიან მომეწონა :) მერამდენე წელია ვეღარ გამოვიგლოვე, სულს გზადაგზა ვუგროვებ მიმოფანტულ ნამცეცებს. ვერაფრით შევეგუე გულს - ცარიელ სიგლუვეს, მაჯას ისე ვიზომავ, თითქოს პასუხს გამცემდეს... ღამე - უქმად მდუმარე, არც არაფერს წყვეტს დილა, კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში. ნანობს კაბა იმ ღილებს, რომ აღარ აწყვეტილან, ალბათ, უკეთეს თარგზე ბედი სხვა ქალს გამოჭრის... ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
ძალიან მომეწონა :)
27. ეს სამივე ლექსი ჩემი უსაყვარლესი ლექსებია. ამ საიტს გარედან ვკითხულობდი სანამ წევრი გავხდებოდი და ადრევე გადმოვიწერე. ახლა, დღიურში მიმაქვს. :) ეს სამივე ლექსი ჩემი უსაყვარლესი ლექსებია. ამ საიტს გარედან ვკითხულობდი სანამ წევრი გავხდებოდი და ადრევე გადმოვიწერე. ახლა, დღიურში მიმაქვს. :)
24. თავისებური და განსხვავებული! თავისებური და განსხვავებული!
23. ნიჭიერი, ჭკვიანი, მშვენიერი პოეზია:) ნიჭიერი, ჭკვიანი, მშვენიერი პოეზია:)
22. " შენი დედიდან "ჩემი დედისკენ" გამოიხედა ფიქრმა ფროიდის..."
ტკივილიანი, სიღრმისეული, დახვეწილი პოეზია. " შენი დედიდან "ჩემი დედისკენ" გამოიხედა ფიქრმა ფროიდის..."
ტკივილიანი, სიღრმისეული, დახვეწილი პოეზია.
21. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც გულის გონებით აღიქვით ჩემი ლექსები. ვეცდები თამასა არ დავწიო, თითოეული ასეთი შეფასება ჩემთვის მუხტი და სტიმულია. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც გულის გონებით აღიქვით ჩემი ლექსები. ვეცდები თამასა არ დავწიო, თითოეული ასეთი შეფასება ჩემთვის მუხტი და სტიმულია.
20. მერამდენე წელია ვეღარ გამოვიგლოვე, სულს გზადაგზა ვუგროვებ მიმოფანტულ ნამცეცებს. ვერაფრით შევეგუე გულს - ცარიელ სიგლუვეს, მაჯას ისე ვიზომავ, თითქოს პასუხს გამცემდეს... ღამე - უქმად მდუმარე, არც არაფერს წყვეტს დილა, კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში. ნანობს კაბა იმ ღილებს, რომ აღარ აწყვეტილან, ალბათ, უკეთეს თარგზე ბედი სხვა ქალს გამოჭრის... ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
გავოგნდი! დამზაფრა... საოცარი ლექსია... 5555555555 მერამდენე წელია ვეღარ გამოვიგლოვე, სულს გზადაგზა ვუგროვებ მიმოფანტულ ნამცეცებს. ვერაფრით შევეგუე გულს - ცარიელ სიგლუვეს, მაჯას ისე ვიზომავ, თითქოს პასუხს გამცემდეს... ღამე - უქმად მდუმარე, არც არაფერს წყვეტს დილა, კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში. ნანობს კაბა იმ ღილებს, რომ აღარ აწყვეტილან, ალბათ, უკეთეს თარგზე ბედი სხვა ქალს გამოჭრის... ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
გავოგნდი! დამზაფრა... საოცარი ლექსია... 5555555555
19. ძალიან კარგი.. 5! ძალიან კარგი.. 5!
18. ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
კარგი ლექსებია. მომეწონა.
555555 ცარიელი ბაქნიდან მოგონებებს ვამგზავრებ და ქარს მიაქვს ფოთლების წასაკითხი წერილი. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
კარგი ლექსებია. მომეწონა.
555555
17. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
ლამაზი,დახვეწილი და აზრიანი ყოველთვის. სიყვარულის ქვრივი ვარ მოლოდინის საგზალით და ვიღაცას ჯიუტად ველი ქარს მიბჯენილი.
დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
ლამაზი,დახვეწილი და აზრიანი ყოველთვის.
16. საინტერესო....5 საინტერესო....5
15. მესამე ყველაზე მეტად... მესამე ყველაზე მეტად...
14. კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში....
:) კაბას თავი ჩაურგავს კალთის მძიმე ნაოჭში....
:)
13. ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან, ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა. დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და ღამის გასაძლებ სიგრძეს მანიშნებს. დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
ის ორიც ++
ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან, ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა. დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და ღამის გასაძლებ სიგრძეს მანიშნებს. დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
ის ორიც ++
11. ჰო, დროის მეტი არც რა უშველის, იმ ბითურობას, რასაც ვუყურებ.
სამივე კარგია და ყველასგან განსხვავებული ჰო, დროის მეტი არც რა უშველის, იმ ბითურობას, რასაც ვუყურებ.
სამივე კარგია და ყველასგან განსხვავებული
10. მართლა კარგია :) 3-ივე. მართლა კარგია :) 3-ივე.
9. პირველი უფრო მოვიდა.... პირველი უფრო მოვიდა....
8. პირველი მომეწონა!
5 პირველი მომეწონა!
5
7. დიდი მადლობა საინტერესო შეფასებებისა და კეთილი სურვილებისათვის ნაღდი პოეზიის გურმანებო!!! დიდი მადლობა საინტერესო შეფასებებისა და კეთილი სურვილებისათვის ნაღდი პოეზიის გურმანებო!!!
6. სამივე შენეული, მაგარი და ნაღდი! ყველა გასულ და მომავალ დღესასწაულს გილოცავ! სულ პოეტურ განწყობაზე, ,,სიყვარულის ქვრივო ’’ !..
სამივე შენეული, მაგარი და ნაღდი! ყველა გასულ და მომავალ დღესასწაულს გილოცავ! სულ პოეტურ განწყობაზე, ,,სიყვარულის ქვრივო ’’ !..
5. ძალიან მომეწონა...5555 ძალიან მომეწონა...5555
4. კარგია. ბოლო ორი-განსაკუთრებით. კარგია. ბოლო ორი-განსაკუთრებით.
3. * * * ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან, ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა. დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და ღამის გასაძლებ სიგრძეს მანიშნებს. დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
მიყვარს შენი ლექსები!-ცხოვრებისეული და შეულამაზებელი.... * * * ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან, ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა. დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და ღამის გასაძლებ სიგრძეს მანიშნებს. დგას სიმარტოვე ღამის პერანგით, და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს. "დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს, ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...
მიყვარს შენი ლექსები!-ცხოვრებისეული და შეულამაზებელი....
2. ის ალაგია კიდევ ერთი აქ,სადაც მიხარია შემოსვლა... ქალის ლექსში კი ქალური ხასიათი რომ ჩასნ ხომ საერთოდ...;;)
ის ალაგია კიდევ ერთი აქ,სადაც მიხარია შემოსვლა... ქალის ლექსში კი ქალური ხასიათი რომ ჩასნ ხომ საერთოდ...;;)
1. ძალიან კარგი ლექსებია :) 5! ძალიან კარგი ლექსებია :) 5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|