ექვსი წლის წინ, როდესაც დედაჩემმა, ჩვეულებრივ, გასაყიდი მიწის თხილით ხელში ჩამოუარა ვაგონებს, ერთ-ერთი ვაგონის გამცილებელმა მზრუნველად ჰკითხა: -არ გცივა გოგონა? რა თქმა უნდა სციოდა. საშინელ ყინვაში მოკლე კაბასა და დახეულ სვიტერში გამოწყობილ დედიკოს, თან ესიამოვნა გამცილებლის მზრუნველი ტონი, რაღაც მამაშვილურად მიიჩნია და შეჰყვა კუპეში. სასიამოვნოდ თბილოდა, თან რაღაც გრილი სურნელი უღიტინებდა ცხვირში. ჭაღარა გამცილებელმა ორი ჭიქა დადო მაგიდაზე, რომელშიც ცხელი სითხე ესხა. დედიკო ხარბად დაეწაფა სასმელს, რომლის მსგავსიც ჯერ არ გაესინჯა. რაღაცით თითქოს ჩაის ჰგავდა, მაგრამ ჩაი არ იყო. "გებჟალიას" გემო ჰქონდა, რომელიც ერთხელ მეგრელმა ბებომ გაასინჯა სამეგრელოში ჩასულს. მერე დაღლილობა იგრძნო, თვალები მილულა... როცა გაიღვიძა, ვერ მიხვდა სად იყო. არც ის ახსოვდა, რა მოხდა. ირგვლივ სიბნელე იყო. უნებურად ხელი მკერდზე დაიდო და... მას აღარ ეცვა ძველთა ძველი სვიტერი, რომელიც ოთხი წლის წინ თვითონ მოიქსოვა მეზობლის ნაჩუქარი ძაფით.
ამ ამბიდან, ალბათ, ცხრა თვე იქნებოდა გასული, როცა სადღაც სიბნელეში სასიამოვნო გრილმა სურნელმა გამაღვიძა. ავწრიალდი. ვცდილობ მოვძებნო ამ სურნელის წყარო. იქითკენ ვისწრაფვი, საითაც უფრო მძაფრადაა ეს სურნელი. ამ დროს მესმის არეული ხმები: კივილი,ყვირილი,ხმამაღალი ლაპარაკი... უცებ ყველაფერი განათდა. -გოგოა! გოგო! ნახეთ რამხელა გოგონაა!-და ზურგზე ურცხვად მიფათურებს ხელებს ჭაღარა მამაკაცი. "მახინჯო,ქალთან მოპყრობის წესები არავინ გასწავლა?"-მინდა ვიყვირო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ვმწარდები და ტირილს ვიწყებ, ვჩხავივარ, ვკნავივარ მთელ ხმაზე. -საწყალი გოგონა, ასე უპატრონოდ რომ არ მიეგდოთ და დროულად მოეყვანათ სამშობიაროში, იქნებ გადარჩენილიყო-ხელებს ასავსავებს ჭაღარა ექიმი-ამ ბავშვს რაღა ვუყოთ? ბიჭი მაინც იყოს რომ გავაშვილოთ. -ერთ ჩემს ნაცნობ ოჯახს უნდა ბავშვის აყვანა და ვკითხავ-ამბობს დედიკოს სისხლში ხელებგასვრილი მედდა. მერე დედიკო ბორბლებიანი საწოლით სადღაც წაასვენეს. მე პატარა, შუშის საწოლში ჩამაწვინეს. ხელზე რაღაც ფურცელი გამომაბეს, რომელზეც, ალბათ, ჩემი დაბადების თარიღი, წონა და გვარი ეწერებოდა. მე კითხვა არ ვიცი და ვერ წავიკითხე, თორემ ახლა გვარი მაინც მეცოდინებოდა ჩემი. რა თქმა უნდა დედის გვარზე ჩამწერდნენ, მამის გვარი ხომ მაინც არავინ იცოდა, დედიკომაც კი. მათ ხომ მხოლოდ მწვანე პიტნის ჩაი დალიეს ერთად გამცილებლის კუპეში... -არა, გოგო რად მინდა? თან ეშმაკმა უწყის ვისი შვილია და როგორი გენები აქვს-უთხრეს ჩემს გაშვილებაზე მზრუნველ მედდას ტელეფონში. მედდამ ბოთლით რძე შემომიტანა და ისე ჩამჩრა პირში, არც კი უკითხავს გინდა თუ არაო. შეურაცხყოფილმა აქეთ გადმოვანთხიე მთელი ბოთლი რძე და მასთან ერთად სიბრაზეც. მერე მაგიდაზე დადგმული ჭიქისკენ გავიშვირე პაწუკა ხელები, რომელიც მედდამ თავისთვის შემოიტანა. გაიცინა, ბოთლში, რომელიც ცოტა ხნის წინ ძალით დამაცლევინა, იმ ჭიქიდან მწვანე პიტნის ჩაი ჩაასხა და მომაყუდა. ცხელმა სითხემ სასიამოვნოდ დამიარა სხეულში, მეამა და გავინაბე. სხვა ახალშობილს, ალბათ,მწვანე ჩაის არავინ ასმევს, მაგრამ ჩემზე ექსპერიმენტების ჩატარებაც შეიძლებოდა, მით უფრო , რომ ჩემი მოწამვლითა და სიკვდილით ნაკლები თავსატეხი შეექმნებოდათ, ვიდრე ჩემი არსებობით. მალე უპატრონო ბავშვთა სახლში წამიყვანეს, სადაც ხუთ წლამდე მხოლოდ სუპებსა და უგემურ ვაშლის კომპოტს მასმევდნენ, კიდევ კარაქიან პურსა და ჩაის დილაობით.არ მომწონდა მე ეს ჩაი- ძალიან მუქი იყო და თან სულ არ ჰქონდა იმ "გებჟალიას" გემო, რომელიც ერთხელ დედიკოს მეგრელმა ბებომ აჭამა. ხუთი წლისამ უპატრონო ბავშვთა სახლის ღობეზე პატარა გამონგრეული ადგილი ვიპოვე, მეც პატარა ვიყავი და გავეტიე, მერე კი უკან აღარ დავბრუნებულვარ.მართალია მთელი დღე ქუჩა-ქუჩა დავწანწალებდი და ფულს ვთხოულობდი, დახეულ ფეხსაცმელშიც წყალი შემდიოდა,საღამოს შეშის შეგროვების დროს ხელსაც ხშირად ვიჭრიდი და ღამესაც მიტოვებულ ჯიხურში ვათევდი, მაგრამ, სამაგიეროდ, ყოველღამე მაგდასთან და თემო ძიასთან ერთად მწვანე პიტნის ჩაის ვადუღებდი და გემრიელად ვსვამდით. მათ ვეცოდებოდი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი და ბევრ შაქარს მიყრიდნენ, მე კი არ მიყვარდა ტკბილი ჩაი. შაქრის სიტკბო პიტნის არომატს აქრობდა და ის აღარ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვსვამდი მათი ხათრით. მერე ზამთარი მოვიდა. ძალიან ციოდა. გავხდი. ის შარვალიც მძვრებოდა, თემო ძიამ ნაგვის ბუნკერში რომ იპოვა და მაჩუქა. მაგდამ თოკი შემომახვია წელზე, რომ არ ჩამძვრალიყო. მთელი ღამე მაღალი სიცხე მქონდა, მაბოდებდა. დედიკოს ვხედავდი. ისიც გამხდარი იყო დ მასაც სძვრებოდა დახეული მოკლე კაბა. ჩემს ქამარს გათხოვებ მეთქი. გამიღიმა და გულში ჩამიკრა. მეორე დილით მაგდამ გამაღვიძა, შენ აქ დარჩი, მე და თემო ძია წავალთ, იქნებ წამლის ფული ვიშოვოთო. მთელი დღე ვიწრიალე გაზეთის ნაგლეჯებში, რომლებიც საბნის მაგივრობას მიწევდა. მციოდა ძალიან. პიტნის მწვანე ჩაი გამათბობდა მხოლოდ, მაგრამ აღარ გვქონდა. რაც აცივდა,მოწყალებასაც აღარავინ გვაძლევს, ან გაღარიბდა ყველა, ან თბილი პალტოს ჯიბიდან ხელის ამოღება ეზარებათ. ვეღარ მოვითმინე და გავედი გარეთ. თითქმის ორი საათი ვიწანწალე ქუჩა-ქუჩა. ბოლოს, როცა მივხვდი, რომ მეტი აღარ შემეძლო, ხურდა ფულს თვალი გადავავლე დ მაღაზიაში შევედი. მხოლოდ ერთი პაკეტი ჩაი მომცეს. მივედი მიტოვებულ ჯიხურში, ჩაი მოვიდუღე. თოკი მოვიხსენი შარვლიდან და იმ თოკით კარი შიგნიდან ჩავკეტე, რომ მაგდა და თემო ძია არ შემოსულიყვნენ და შაქარი არ ჩაეყარათ ჩაიში. ჩაი სულმოუთქმელად დავლიე. მერე გაზეთებში გავეხვიე და დედიკოზე დავიწყე ფიქრი: "ნეტა, რამდენ კოვზ შაქარს იყრიდა ის ჩაიში? ალბათ, ისიც ჩემსავით უშაქროდ სვამდა..ალბათ, იმასაც ვიღაც უყრიდა შაქარს, სურვილის მიუხედავად... "-ვფიქრობდი და სიცივისაგან ყველა უჯრედი მტკიოდა... მერე უჯრედებს ვეღარ ვგრძნობდი, ვეღარც - სხეულს... მერე კი ხმაურმა მომიყვანა გონს, რაღაც უცნაური ხდებოდა: ჩემს სხეულს ზევიდან დავყურებდი. იქ კი, ქვევით,ჩემს უსულო სხეულთან მაგდა და თემო ძია ტიროდნენ, ჟურნალისტები მიკროფონებით და ვიდეოკამერებით დარბოდნენ, პოლიციელი რაღაცას ინიშნავდა ფურცელზე... მე სულ აღარ მციოდა. ისე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც ის ბავშვები, რომელთაც დედა იხუტებს გულში... მერე ისევ გავაგრძელე სხეულში ყოფნისას დაწყებული ფიქრები:"ნეტა, როგორი იქნებოდა დედიკოს რძე? მე ვიცი, მას აუცილებლად უშაქრო მწვანე პიტნის ჩაის გემო ექნებოდა..."
რატომღაც მახსოვდა რომ აქ კომენტარი მქონდა და არ მქონიაა..... ვგიჟდებიიი ამ ნაწარმოებზე აიი უსაშინლესაად მომწოონს..... ჩემიიი ყველაზეე თბილი კეთილი და საყვარელი გოგოოო :x

46-ე კომენტარს მინდა გამოვეხმაურო: ვფიქრობ, არაა სწორი შესწორებისკენ მომწოდება, ჩვენ ყველას გვყავს მუზა, რომელიც ისე გვაწერინებს, როგორც ჩვენ შეგვეფერება და როგორადაც მას მიაჩნია სწორად. თუ ასეა, 6 წლის ბავშვი, მით უფრო ის, ვინც საერთოდ არ დადის სკოლაში, არათუ ასე დახვეწილად, საერთოდ ვერაფერს დაწერდა, ასე რომ, მთავარი, ამ ნაწერში, ემოცია და სწორად მოტანილი პრობლემაა და არა ის, ვინ რას ამბობს და როგორ-ზერელედ თუ სიღრმისეულად. არც მთები ლაპარაკობენ და არც ფოთლები, მაგრამ ვაჟას მათი გაპიროვნება არ გასჭირვებია. ეს უბრალოდ,შედარებისთვის. უშუალოდ ჩემი აზრით კი, ძალიან კარგი ნაწერია, თბილიც არის და თან ძალიან მძიმე და პრობლემური. ძალიან საინტერესოდ იყო დანახული, მე დავინახე რაღაც ახალი. პი.ეს. მწვანე ჩაი უზომოდ მიყვარს, თუმცა პიტნით არ გამისინჯავს, აუცილებლად ვცდი ამ უსახელო პატარას ხათრით, რომელიც მიყვარს... :-*

აბსოლუტურად ნორმალურია ყველაფერი. ქალს, დედას, შეიძლება ვინმესთვის ეამბნა და, ცნობოლი ამბავია, რომ ბავშვებმა ყველაფერი იციან, საშოში ყოფნის დროიდან. ესმით, ხედავენ, გრძნობენ.,. :) კარგი გოგო ხარ.

მე მგონი, ნინო, არა ?! :) მე-კალ-მე, ჩათვალე, რომ მიყვარხარ. :) ძალიან კარგია და არაფერიც არ შეცვალო. ძალიან ემოციურია და სულში "ატანს". კომენტარებიც წავიკითხე და გამიხარდა, ამდენი სითბო.

მე მგონია რომ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო და საერთოდაც, ავტორის პირველი განწყობით დაწერილი ყოველთვის გულწრფელია და ასე მგონია, რაღაცეების შეცვლით, ეგ გულწრფელობა ყოველთვის იკარგება. ამიტომ გულწრფელობა რომ არ მოაკლდეს ნაწერს, ჩემი რჩევაა დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რაღაცეები შეიძლება არადამაჯერებლად ჯღერდეს, მაგრამ საერთო სათქმელი, თვითონ თემა იმდენად დამაჯერებელია, რომ ბავშვის ენით თვით ავტორის საუბარს ისედაც გრძნობს მკითხველი და ეს უფრო საინტერესოა მე მგონი!
წარმატებები და ჩემი დიდი მოწონება შენ, ავტორო, ჩემგან! 5555555

გიგა-47, პირველ რიგში გმადლობ რომ წაიკითხე. მაგდა და თემო ძიას რაც ეხება, არ ჩავთვალე საჭიროდ იმის დაწერა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.უბრალოდ, ეს უაზროდ გაწელავდა ნაწერს. პატარა მათხოვრობდა, თემო ძია და მაგდაც, მათი გაცნობა კი მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია... მკითხველი ჩარჩოში არ უნდა მოაქციო, თვითონაც უნდა მისცე საშუალება რაღაც ისე წარმოიდგინოს, როგორც მისთვის მისაღებია... სხვა დანარჩენში გეთანხმები ნაწილობრივ და შევცვლი რაღაცეებს, როგორც კი მუზა მეწვევა...

კარგია..კარგად წერ.. მაგრამ მეც მინდა რაღაც ვთქვა.. მოკლედ დადუსი არ იყოს მართლა ცოტა არადამაჯერებელია 5 წლის ბავშვისთვის ასეთი თხრობა.. ის მომენტი როცა იპარება და ქუცაში ხეტიალობს ცოტა ხელოვნურივითააო.. თან უცებ ჩნდებიან თემო ძია და მაგდა,საიდან,როგორ? ნუ მოკლედ იფიქრე ამაზეც... წარმატებები.. :)

ძალიან მომეწონა! როცა მიწიერ ამბებზე კითხულობ, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მხოლოდ გადმოცემის ხერხებია სხვადასხვა... აქ კი არ იცი რა მოხდება შემდეგ... მიყვარს, როცა რაღაც ამოუცნობს ეჯახები!

იდეა და თემა, თითქოს, ,,დაღეჭილია'', მაგრამ ვერასდროს იტყვი ამაზე რამეს სრულად. ავტორისეული ხედვა რაღაცნაირ ეშხს მატებს ნაწერს. მოკლედ, მომეწონა და სხვებს ველი :) წარმატებები
იდეა და თემა, თითქოს, ,,დაღეჭილია``, მაგრამ ვერასდროს იტყვი ამაზე რამეს სრულად. ავტორისეული ხედვა რაღაცნაირ ეშხს მატებს ნაწერს. მოკლედ, მომეწონა და სხვებს ველი :) წარმატებები
დადუ, აი ასეთი კომენტარები მიყვარს... სტიმულს რომ მოგცემს და მუშაობისკენ მოგიწოდებს! როგორ გამახარე... ეხლა გამოცდებს ვებრძვი, გადატვირთული ვარ ძალიან, თან კოდექსებით დამძიმებული თავი ლამაზად ვერ იაზროვნებს :) ჩავამთავრებ ამ გამოცდებს და ვეცდები "გამოვკეთდე"... დიდი მადლობა!

გამარჯობა :) ჯერ შენი კომენტარი ვნახე მაკუცასთან და დამაინტერეს-ე... მერე, შემოვედი და პროზა რომ დამხვდა, მეთქი ალბათ ვარდებზე და თოვლებზე წერს-მეთქი... მერე პირველი წინადადება არ გავდა მაგ ამბავს და არც ბევრი მრავალწერტილი იყო ტექსტში, რაც უკვე არის კარგი ამბავი. შემდეგ ვიფიქრე თავი ძალიან მტკივა და მერე წავიკითხავ ტექსტს, ჯერ კომენტარებს ვნახავ-მეთქი და ჩამოვყევი, ჰოდა, საბოლოოდ აღარ გადავდე და წავიკითხე. შენივე კომენტარმა, რომელიც აქ დევს, გადამაწყვეტინა ახლავე წაკითხვა, ჰოდა, ჩემი ამბავი მოეხსენებათ სხვებს და ბარემ ვიტყვი რა შენიშვნები მაქვს :D
ნუ ლიტ.გე-ზე რომ მენახა, +1-ს დავწერდი მეორე ნაწილის გამო. აი, შესავალი ჩემთვის სუსტი და არადამაჯერებელია. ჯერ ერთი, თუ ჩასახული ბავშვი მეტყველებს, დედიკოს რაღატომ ახსენებს იმ მომენტში, როცა ჩასახული არც იყო და თეორიულადაც არ უნდა სცოდნოდა რა ხდებოდა კუპეში, ნუ ერთი სიტყვით, პროლოგში თხრობა მესამე პირით უნდა იყოს, ჩემი აზრით, რაც მეტ ინტრიგასაც შემატებს ნაწერს... ასევე, დაბადების მომენტი, საკმაოდ არადამაჯერებელია და ნურც ის გამოგრჩება, რომ ამას 6 წლის ბავშვი ყვება და არა ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნება. აქ უნდა იყოს ცოტა ირონიული ტონი, ბავშვისთვის დამახასიათებელი ან რამე ზერელე ისტორია, ბავშვური სურვილები, ერთ-ერთი პიტნის ჩაი, რომელიც მშვენივრად ერგება სიუჟეტს... ჰუჰ, მოკლედ, როგორც ჩანს ეს ძველი ნაწერია, ვნახოთ მორიგი, წაგიკითხავ უეჭველად :) მომიტევეთ გრძელი სიტყვა და ეს ჩემი მოკრძალებული ჰ-აზრია :)

ნაღდი ნიჭის პატრონი ხარ, მაგრამ... ეს ძალიან ტკივილიანი რამ არის... ყოჩაღ, რომ ამხელა ტკივილის განცდისა და გადმოცემის ძალაც მოგდევს!. ისე, აქ ბევრი სითბო დაგხვდება ყოელთვის... გამონაკლისებს სათვალავში ნუ ჩააგდებ...

მე სულ აღარ მციოდა. ისე კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც ის ბავშვები, რომელთაც დედა იხუტებს გულში... მერე ისევ გავაგრძელე სხეულში ყოფნისას დაწყებული ფიქრები:\"ნეტა როგორი იქნებოდა დედიკოს რძე? მე ვიცი, მას აუცილებლად უშაქრო მწვანე პიტნის ჩაის გემო ექნებოდა...\"
ჩემთვის ძალიან აქტუალურია მსგავსი თემები, საინტერესოდ იკითხება შენი პროზა, სიამოვნებით გავაგრძელებდი კითხვას.. :)

მივედი მიტოვებულ ჯიხურში, ჩაი მოვიდუღე. თოკი მოვიხსენი შარვლიდან და იმ თოკით კარი შიგნიდან ჩავკეტე, რომ მაგდა და თემო ძია არ შემოსულიყვნენ და შაქარი არ ჩაეყარათ ჩაიში.
ეს ნაწილი ყველაზე მეტად ემოციურად აღვიქვი... მართლა მტკივნეულად გაქვს... ყვები უბრალოდ, თუმცა ყველაფერი სულამდე გვესმის... უფალმა ყველას აშოროს ასეთი "პაწია" და ძნელი ცხოვრება... წარმატებები...