ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2010


უნუგეშო მოლოდინისა

მეგობრის  ხსოვნას

           
თითქოს  გაგრძელდა  დღე  მთელი  წლით…
აღარ  ღამდება…
გამთანგა  ამ  გზამ,
უგზოობამ…
ამ  აღმართებმა…

თითქოს  სიზმარი
(კოშმარული…)
გაჭიანურდა;
ახლადშებუმბლულ 
ფრთებს 
უმალვე
მაჭრიან  მუდამ…

თვალს  ცრემლი  უწვავს 
მოგონებას
და  მონატრებას…
ხსოვნაც  ჩაქრა  და
წამითაც  კი  აღარ  ნათდება…

ვეღარ  დასრულდა  მოლოდინი…
ვეღარ  დასრულდა…
დაუსრულებლად  გვიანდება
მოსვლა  წასულთა…

მზის  მოლოდინში
ითოშება
სევდაც  ნაზვრევთა…
ვეღარ  დაღამდა... 
ვერც  გათენდა...
ვეღარ  გამზევდა…

1983  წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები