ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 იანვარი, 2010


’’დავდგათ ერთი ლექსის ძეგლი“

1955 წელს გალაკტიონმა წამოაყენა საკითხი ’’ერთი ლექსის ძეგლის დადგმის“  თაობაზე. ამ სხდომას ესწრებოდნენ: ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვები.
თავად გალაკტიონმა სთქვა, რომ მე ძეგლის დასადგამი ლექსი არ დამიწერიაო. როცა მას ჰკითხეს თუ რომელი ლექსი მიაჩნია ძეგლის დადგმის ღირსად, მან ასეთი რამ განაცხადა: უნდა შეიქმნას კომისია და კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი... ბევრი ლექსი იმსახურებს ძეგლის დადგმას: იგივე აკაკის ’’განთიადი“, ტატოს ’’მერანი“ და ბევრი სხვა ლექსი, მაგრამ თვითონ კომისიამ უნდა აირჩიოს ერთი ლექსი და მას უნდა დაუდგას ძეგლიო.
მე მინდა ურაკპარაკზე ჩავატარო გამოკითხვა... თქვენი აზრით რომელი ლექსი იმსახურებს ძეგლის დადგმას და უნდა შეიქმნას თუ არა კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით???

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები