ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2010


დრო დღეს პოეტურ ხასიათზეა.

დრო დღეს პოეტურ ხასიათზეა,თმა გაიშალა
და შრიალებს მიტოვებულ წიგნივით ქარში...

ისიც ხომ მაინც რაღაცას ნიშნავს,ერთი გიჟი რომ
აშფოთებს ქალაქს-ზამთარში თეთრი კაბებით დადის...

დრო შეიშალა,ის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობს
მას გაყინული აქვს ხელები,თვალები კი სულ გახელილი...

დრო დღეს გაქცეულ პატარძალს ეძებს უცხო ქალაქში,
ქალაქს კი ლურჯი პლედი ახურავს და მძიმედ სუნთქავს...

დრო დღეს პოეტურ ხასიათზეა,მაგრამ ვეღარ წერს
და თორმეტჯერ ამოიოხრა პოეტის ოხვრით...

მიეძინა და გახელილი დარჩა თვალები,
ხელები კი სულ გაყინული...

ის მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობს უცხო ქალაქში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები