ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2010


მე

გვირილად გაგეშლები კვირტი დედისერთა;
ნოტებად დაგეშლები სიცოცხლის სიმფონია;
ფურცლებად დაგებნევი წიგნი აკინძული,
რომელსაც სათაური არასდროს არ ჰქონია.
წვეთ-წვეთად დაგეცლები ოცნების ნაკადული;
ფოთლებად დაგცვივდები მოხუცი გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები