ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: საბავშვო
26 იანვარი, 2010


გამოცანები პატარებს

სოროს ივსებს სოკოებით,
მარაგი აქვს პანტის,
პაწაწინა და ჩხვლეტია
ტყე-ტყე მარდად დარბის...
თუ შეშინდა დამრგვალდება,
თქვი, ვინ არის? ......


დაზამრთდა და ქალაქს თავზე
თეთრი ქუდი ებურა...
მიგვატოვეს ჩიტუნებმა
მარტის თვემდე ეულად...
მხოლოდ ერთი არ გვღალატობს,
დაგვჭიკჭიკებს ერთგულად,
პაწაწინა, მობუზული,
თქვი, ვინ არის? ......


ზამთრის ძილი უყვარს ძლიერ
და მაისის ტკბილი თაფლი,
არავისი ეშინია, თუ გვერდით ყავს
დედა - დათვი,
ზოოპარკის გალიაში
კოტრიალობს საყვარელი...
თქვი, ვინ არის? დათვის ....


ჭაობების ბინადარი
ყიყინა და ამაყი,
იბერება, თვალებს კარკლავს,
თქვი, ვინ არის? ......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები