ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


ქალი

აღელვებული ზღვა არის ქალი,
მიუწვდომელი ლურჯი ცა არის,
შეუცნობელი,თან შეცნობილი,
უკიდეგანო სამყარო არის.

ხან ამაყია და თან დიადი,
ხან ბოროტია,ხანაც ზვიადი,
ხან ცბიერია როგორც მელია,
ხან მიამიტი,ნაზი შველია,
ანგელოზია და თან ფერია,
ხან მოყვარეა,ზოგჯერ_მტერია,
ზეცად ასული,მიწად დასული,
ყველაფერი და არაფერია.
სურს,_აგამაღლებს,აგიყვანს ცამდე,
ან დაგამცირებს,დაგცემს მიწამდე,
გაგანადგურებს,თუ არ უყვარხარ
და სიყვარული მისით იწამე.
იგი ჩრდილია.მისდევ,_გაგირბის,
უკან მოდიხარ,_ის თან მოგყვება,
თუ კი შენ შეძლებ ჩრდილად აქციო,
ქვესკნელში ჩახვალ,_თან ჩამოგყვება.
ხან წყაროს წყალი არის ანკარა,
დალევ,კვლავ გინდა რომ დაეწაფო,
ხან კი მზე არის მწველი,თაკარა,
გწვავს,ვერ ახერხებ,რომ გაეცალო.
ზოგჯერ სატანა,ზოგჯერ ღმერთია,
ხან მრავალია,ხან არცერთია...
და მაინც ქალი არის ფერია,
არაფერია..........
                          ყველაფერია............
                                      1999წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები