ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2010


სამოცწლიანი ციკლისა

/ არიტმიულ-ალიტერაციული  სონეტი /

ტკივილმა
(მკერდზე...) 
კვლავ  მკრა
რქები  და...
კვლავ
(ეკლის  კალმით...)
ამოკაწრა
კვალი 
მტკივანი...
კიდევაც  მიკვირს  -
უკვალოდ  რომ  არ  ვიკარგები
ტკივილში,
გულთან 
(კვლავ  ჩვეულად...  თუ  საბოლოოდ...) 
რომ  დაივანა...

კვლავ  მარტო  ვარ  და... 
ხსნა  იქნება  ახლა  დათრობა...
მეც  ( მერამდენედ...) 
აღარაფრის  უკვე  დამთმობი
კვლავ 
( მერამდენედ...), 
თითქოს  (ან  იქნებ...)  უკანასკნელად,
ვტოვებ
ოთხი  კედლის  გარემოს...
რადგანაც  ეჭვმაც 
(მერამდენედ...) 
ისე  დამთოფა,
მუზათა  დავთმე  ლამის  ჰარემი...

და  თუმც
( დღითიდღე...)
უფრო  ვფრთხილობ 
ხიდებზე
ბეწვის,
როგორც  ბებერი  მუშაითი, 
თოკზე  გასული...
ხსოვნაც 
(დღითიდღე...)
გულს 
რაკიღა 
უფრო 
აწვება,
წრეს  -
სამოცწლიანს  - 
( რწმენამწირი...)
სიმწრით
ვასრულებ...

და  გაუძლისის  კვლავაც  გაძლების 
(-  ამ  საჯილდაო  ლოდის  აწევის...)
ძალს  შევსთხოვ  უფალს  (დღეცისმარე...)
შემცოდე  სულით...


 
ნინოობას  ვულოცავ  ყველა  ნინოს  და  მთელ  საქართველოს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს