| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 15 ივნისი, 2008 |
"არავინ არის შენი ღირსი! ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე."
დამნაშავე ვარ! ისე მსუბუქად მოაბიჯებ, ლამის ნიავმა კულულებთან ერთად წაგიღოს, დამნაშავე ვარ! და... ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს მდუმარებას, ჩემს მდუმარეას შეუძლია-ჯვარი დაგვწეროს! ჩემს მდუმარებას შეუძლია არარსებობაც, არსებობის მიღმა, კვალდაკვალ, ჩემს მდუმარებას შეუძლია ისე უყვარდე... მთელი ცხოვრება უყვარდე და ვერც მიგანიშნოს. დამნაშავე ვარ! და მასთან თანაარსებობა-დანაშაული! ვერაფრით რომ ვერ მოვიშორე. ჰმ, რა საოცრად დამნაშავე ვარ! ჩემს მდუმარებას შეუძლია-ჩაი ლიმონით, სახლში შემოსულს ყავაზე რომ მეტად გინდოდა, გახსოვს რამენჯერ გითხრა უარი? დამნაშავე ვარ! მაცალე გითხრა- რომ ადამიანური სითბო, არაადამიანურ სიყვარულს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს. შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია. ჰმ! როცა საუბრობ და განუწყვეტლივ მაღლა იხედები, შენს თვალებში ჩამოდის ზეცა, რომელზეც, ჩემი ოცენბის ღრუბლები დასცურავენ (ჩრდილი არა აქვთ) დამნაშავე ვარ! ჩემს მდუმარებას შეუძლია იყოს თავისთვის, სისულელეს ნიშნავდეს თუნდაც, არასდროს გკითხოს-სად იყავი! ანდა სადამდე... და გათქმევინოს-მომიტევე, დამნაშავე ვარ და თვითონ იყოს დამნაშავე! რადგან არავისა აქვს უფლება... შენი რადგან- "არავინ არის შენი ღირსი! ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე." მაგრამ მიყვარხარ! და ამაშიც დამნაშავე ვარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მომწონს საოცრად! მომწონს საოცრად!
33. მომწონს საოცრად! მომწონს საოცრად!
32. 555555
ვიცანი ეს ადამიანი-პოეტი,ვიცანი და სიხარულმა ამიტანა:) 555555
ვიცანი ეს ადამიანი-პოეტი,ვიცანი და სიხარულმა ამიტანა:)
31. დამნაშავე არაფერში არ ხარ ...გიყვარს ჩემო კარგო და ვისაც უყვარს ის დანაშაულს არ ჩადის დამნაშავე არაფერში არ ხარ ...გიყვარს ჩემო კარგო და ვისაც უყვარს ის დანაშაულს არ ჩადის
29. ძალიანაც ნუ დაიკომპლექსებ თავს. :) ძალიანაც ნუ დაიკომპლექსებ თავს. :)
28. გიო...უბრალო და ბრალიანო... გიო...უბრალო და ბრალიანო...
27. იეთიმს აჯობე იეთიმს აჯობე
26. მოგესალმებით და გიხდით მადლობას. ყვავილები მანდილოსნებს. ზევსისა და ჩემს დაქალს-წავიკითხოთ მერე გენაცვალე, იცი სადაც მიპოვო. ვეცდები ვიყო ხვალ. თეკლა- საშიში არაფერია, ამ გზას ყველა გადის.
გკითხულობთ ყველას და გისურვებთ ბედნიერებას. ღმერთი გფარავდეთ მოგესალმებით და გიხდით მადლობას. ყვავილები მანდილოსნებს. ზევსისა და ჩემს დაქალს-წავიკითხოთ მერე გენაცვალე, იცი სადაც მიპოვო. ვეცდები ვიყო ხვალ. თეკლა- საშიში არაფერია, ამ გზას ყველა გადის.
გკითხულობთ ყველას და გისურვებთ ბედნიერებას. ღმერთი გფარავდეთ
25. ყოველთვის მომწონდა შენი პოეზია! "ჩემს მდუმარებას შეუძლია..."
კაი ხარ, კაი გურჯო! ყოველთვის მომწონდა შენი პოეზია! "ჩემს მდუმარებას შეუძლია..."
კაი ხარ, კაი გურჯო!
24. თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს. შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია... ისროლე მაინც გურჯული გულიდან ამოღებული ნაღმი! :) მოგიკითხე,ძამი! :) თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს. შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია... ისროლე მაინც გურჯული გულიდან ამოღებული ნაღმი! :) მოგიკითხე,ძამი! :)
23. დამნაშავე ვარ... აქამდე ვერ ვნახე... მე და შენ სადღაც მივაქანებთ ამ ფორმებს გიო და მე მეშინია ცოტა.. ;)
შეცდომებია ცოტა და გაასწორე დამნაშავე ვარ... აქამდე ვერ ვნახე... მე და შენ სადღაც მივაქანებთ ამ ფორმებს გიო და მე მეშინია ცოტა.. ;)
შეცდომებია ცოტა და გაასწორე
22. გიო, მომნატრებიხარ...:) გიო, მომნატრებიხარ...:)
21. 13. მადლობა ყველას. გაიხარეთ გიო გურჯი. 2008-06-15 22:37:21 13. მადლობა ყველას. გაიხარეთ გიო გურჯი. 2008-06-15 22:37:21
20. გიოს გაუმარჯოს! გიოს გაუმარჯოს!
19. დამნაშავე ვარ! მაცალე გითხრა- რომ ადამიანური სითბო, არაადამიანურ სიყვარულს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს. შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია.
ჩვენი ერთი საუბარი გამახსენდა გიო :) ადამიანების გაკეთილშობილების შენეული ხერხები ;)
და მიყვარხარ, მეგობარო! დამნაშავე ვარ! მაცალე გითხრა- რომ ადამიანური სითბო, არაადამიანურ სიყვარულს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს. შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია.
ჩვენი ერთი საუბარი გამახსენდა გიო :) ადამიანების გაკეთილშობილების შენეული ხერხები ;)
და მიყვარხარ, მეგობარო!
18. მაგარი ხარ გიო.... :* მაგარი ხარ გიო.... :*
17. : ) სასიამოვნოა : ) სასიამოვნოა
16. ''უხერხულია შენ გერქვას ცოლი შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე"_ მომაგონდა ``უხერხულია შენ გერქვას ცოლი შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე"_ მომაგონდა
15. კარგი ლექსია! გამარჯობა გურჯო!:) კარგი ლექსია! გამარჯობა გურჯო!:)
14. ლექსი კარგია და ნამეტნავად მოკრძალებული, მაგრამ შენ რატომ ხარ დამნაშავე? 5 ლექსი კარგია და ნამეტნავად მოკრძალებული, მაგრამ შენ რატომ ხარ დამნაშავე? 5
13. მადლობა ყველას. გაიხარეთ მადლობა ყველას. გაიხარეთ
12. გიო, არაჩვეულებრივი ლექსია! 5 გიო, არაჩვეულებრივი ლექსია! 5
11. რომ ადამიანური სითბო, არაადამიანურ სიყვარულს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
ასეა! რომ ადამიანური სითბო, არაადამიანურ სიყვარულს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
ასეა!
10. :) გიოოოოოოო სად ხარ რომ აღარ ჩანხარ ? :) :) გიოოოოოოო სად ხარ რომ აღარ ჩანხარ ? :)
9. სალამი პოეტს :) 5 სალამი პოეტს :) 5
8. ცოტა გაპრიალება უნდა, როცა ჯერ ჩამოთლი ზედმეტ კუნთებს ,რომლებიც ეფარება ჭეშმარიტ იერსახეს ცოტა გაპრიალება უნდა, როცა ჯერ ჩამოთლი ზედმეტ კუნთებს ,რომლებიც ეფარება ჭეშმარიტ იერსახეს
6. უკეთესი ლექსები მახსოვს...
უკეთესი ლექსები მახსოვს...
5. მოგესალმებით! მადლობა თბილი სიტყვებისთვის ნინიკო და ანამე, ანუკი არავის. ნატა გმადლობ რომ კითხულობ. ნინიკო გაიხარე, კარგად ვარ მე, მადობა მოკითხვისთვის. ყვავილები ოთხივე მანდილოსანს. მოგესალმებით! მადლობა თბილი სიტყვებისთვის ნინიკო და ანამე, ანუკი არავის. ნატა გმადლობ რომ კითხულობ. ნინიკო გაიხარე, კარგად ვარ მე, მადობა მოკითხვისთვის. ყვავილები ოთხივე მანდილოსანს.
4. გიროო :) როგორ ხარ? არაჩვეულებრივია ! უბრალო სათქმელი როგორ ძლიერად მოიტანე.. გიროო :) როგორ ხარ? არაჩვეულებრივია ! უბრალო სათქმელი როგორ ძლიერად მოიტანე..
3. თითქოს უბრალოდ, თითქოს ჩვეულებრივ მოდის სათქმელი... მაგრამ არაჩვეულებრივი სახეებით, მიგნებებით, განცდით შეკრული... და ძალიან ღრმა...
თითქოს უბრალოდ, თითქოს ჩვეულებრივ მოდის სათქმელი... მაგრამ არაჩვეულებრივი სახეებით, მიგნებებით, განცდით შეკრული... და ძალიან ღრმა...
2. ვის ებოდიშები ასე ვის ებოდიშები ასე
1. :) მაგრამ მიყვარხარ! და ამაშიც დამნაშავე ვარ!
:) მაგრამ მიყვარხარ! და ამაშიც დამნაშავე ვარ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|