ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2010


კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა

არის ისეთი მომენტები ზოგჯერ, როდესაც ადამიანი შეიძლება არ იყოს სიცოცხლეში ისე დაფასებული, როგორც საჭიროა და სიკვდილის მერე მოხდეს იმის შეფასება და გაანალიზება რომ ის კარგი პიროვნება და ადამიანი იყო ქვეყნისათვის და ასე შემდეგ, რაღათქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი ნამდვილად ეკუთვნის ეს პატივისცემა მას და არა ნერონისეულ-ადრიანესეული თვითგაღმერთება პიროვნების მიერ საკუთარი თავისა. გალაკტიონს ხომ  სიცოცხლეშივე უბოძეს დაფნის გვირგვინი, ასეთ დაფასებას ვგულისხმობ.  ამაზე ვფიქრობდი, ამ საკითხზე და ეს ლექსი დავწერე.

ავტორი

კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა
და სიყვარული უცილობელი,
რასაც ის ასე, რასაც ის ასე,
რასაც ის ასე, ის ასე ელის.

კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა
თორემ მის მერე იქ რას გაიგებს,
თუ ამ  სოფლიდან პატივისცემას   
და დაფასებას ის არ წაიღებს. 

კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა
თუ მოიპოვებს რაღათქმა უნდა,
თუ მოიპოვებს ის ასე ნანატრს,
კუთვნილს ჭეშმარიტს, რაც ასე სურდა.

ვით გალაკტიონს სიცოცხლეშივე
უძღვნეს ტიტული პოეტთა მეფის,
სიცოცხლეშივე, სანამდე სისხლი,
სისხლი ძარღვებში მიმოდის ჩქეფით.

კაცს სიცოცხლეში სჭირდება დაფნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები