| ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 27 იანვარი, 2010 |
– რა უცნაური ხალხია დიდები! სერიოზული სახით მიყურებდა საკუთარი ბავშვობა გახუნებული წლებიდან. მოგონებებში ხეტიალი ერთადერთი გასართობი იყო, რომელიც შემომრჩა წარსულიდან. – იცი, დე, მე რომ გავიზრდები მინდა რომ ძალიან ლამაზი ქალი ვიყო. შევტიტინე ერთხელ დედაჩემს. 5 წლის ძლივს ვწვდებოდი კარადაზე მიმაგრებულ სარკეს და მაინც ჯიუტად ვიწევდი ფეხის წვერებზე, რომ თუნდაც თვალები მაინც დამელანდა მასში. მას ჩემს განაცხადებზე გულიანი ღიმილი ჰქონდა, სწორედ ისეთი, რომლითაც ვრწმუნდებოდი, რომ დედაზე წმინდა არავინ არსებობდა დედამიწაზე. – ხო, შენ ძალიან ლამაზი ქალი იქნები. მიმეორებდა ერთსა და იმავე ტექსტს და მერე კვლავ მიჯავრდებოდა სარკეში დიდ ხანს ყურებისთვის. ბავშვობიდან სარკე ჩემი ყველაზე საყვარელი ატრიბუტი იყო. შემეძლო საათობით მეყურებინა დიდი, შავი თვალებისთვის და ტუჩები ეშმაკურად გამებანტა. ხანდახან თუ ძალიან გამიმართლებდა დედას კოსმეტიკას პირდაპირ სახეზე გადმოვიპირქვავებდი ხოლმე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!) და მერე გენახათ ჩემი მეტიჩრობა. ერთხელ, როცა დედა ხელსაქმით იყო დაკავებული, მე კი როგორც ყოველთვის, სარკეს ჩავშტერებოდი, ტელევიზორში ერთ–ერთი ლამაზი მსახიობის თვითმკვლელობის ამბავი გამოაცხადეს. ინტერესისგან გაფართოებული თვალებით მივშტერებოდი ქალს, რომელსაც ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა, როგორიც სულ მინდოდა რომ მქონოდა და უეცრად კითხვა გამიჩნდა. – დე, რატომ ხდება ისე რომ ლამაზი ქალები სულ იტანჯებიან? არ არსებობს ქვეყნად შეკითხვა, რომელზეც დედას პასუხი არ აქვს. მაშინ მით უფრო ვიყავი დარწმუნებული ამაში. – იმიტომ რომ ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. მიპასუხა თავაუღებლად. მთელი მეორე დღე სარკე ხელში არ ამიღია. ვფიქრობდი როგორები იყვნენ იდიოტი კაცები და ამის ფიქრში ლამის გადავიფიქრე ლამაზ ქალად ყოფნა. საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ქალები, რომელთაც იდიოტები უყვარდებოდათ იმ იდიოტ კაცებზე უფრო იდიოტები იყვნენ და ამით გულდამშვიდებულმა ისევ ჩავიხედე ჩემს საყვარელ ნივთში. – დე, იცი? ჩემი პირველი სიყვარული თვლის, რომ ძალიან ლამაზი ვარ. უცებ მთელი რიხით განვუცხადე დედას, რომელიც სავარძელში, წიგნით ხელში მოკალათებულიყო. იმდენად გაოცებულმა გამომხედა, რომ მივხვდი, ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა ჩემ ექსცენტრულ ხასიათს. მერე დავუჯექი შორიახლოს და კარგა ხანი ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე. – სიყვარული არასოდეს ინომრება დე, მაგრამ იცი? ზოგჯერ ისე გაწუხებს რაღაც, რომ ის, რაც არსებობს იმდენად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რისიც გინდა რომ გჯეროდეს… რომ უნებურად იჯერებ. დე, ბიჭი, რომელიც ჩემთვის სამყაროს ეპიცენტრია, თვლის რომ არ მიხდება გარედან ჩახატული თვალები. მისი აზრით, ამით მზერას ვისაზღვრავ, მას კი თურმე ჩემში თავისუფლება უყვარს. დე, ბიჭი, რომელიც ჩემი პირველი სიყვარულია არასოდეს იქნება უკანასკნელი, რადგან ის თვლის რომ მე ლამაზი ქალი ვარ! აღშფოთებულმა დავასრულე ფრაზა. დედას არ შეუწყვეტინებია ჩემი ტირადა, მხოლოდ ნათლად ვხედავდი როგორ უმძიმდებოდა სუნთქვა დროგამოშვებით. დედა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩემი სამყარო ჭამდა რეალობას. – რადგანაც ლამაზი გონიხარ ამიტომ შორდები? მკითხა საბოლოოდ დაბნეულმა და იმედით სავსე მზერა მომაპყრო. ასეთ დროს სულ მეგონა რომ მე ვიყავი დიდი და ის იყო ჩემი შვილი. – დე, დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. ვთქვი ნაჩქარევად და სწრაფად წამოვდექი. იმ ღამეს არცერთ ვარსკვლავს არ გადაუკვეთავს ცის სიბრტყე, მე კი დავრწმუნდი, რომ ლამაზი თვალები მქონდა.. რადგან სულ მცირე ერთი ბიჭი ეძებდა მათში ვარსკვლავებს. მისი გული იყო ცის სიბრტყე, მე კი ვარსკვლავი, რომელიც არასოდეს გადაკვეთს მას.
– დრო ყველა ადამიანს აქცევს დავიწყებად, მთავარია ადამიანებმა არ ვაქციოთ ერთმანეთი წარსულად. ვიყურებოდი სარკეში. გოგონას თვალებში სევდა გაჩხერვოდა ხინჯად. ღამისფერი თმა უფარავდა სახის ნახევარს. – რა თქვი, დედიკო? გამომძახა დედამ მეორე ოთახიდან და მივხვდი, რომ ისევ ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ან იქნებ ჩემს თავს ველაპარაკებოდი ისე, როგორც ბავშვობაში? ოთახში შემოაბიჯა დედაჩემმა. თმაზე წლები დაფენვოდა, მაგრამ მისი ღიმილი ზუსტად ისეთივე იყო, როგორც წლების წინ. ის კი ძალიან წმინდა, როგორც არასდროს. – ვისი, სიტყვებია, დედი? ჩამეძია მაინც. უყვარდა ასე. მეც ბავშვობიდანვე შევეჩვიე ჩემი განცდების განაწილებას მასთან. – ჩემია. ნაღვლიანად გავხედე. იმდენად დიდი იყო სევდა, რომ მის თვალებში დავინახე ჩემი წუხილი. – შენ ხომ მხოლოდ 16 წლის ხარ.. დედაჩემს ყველაზე ალერსიანი მზერა აქვს ქვეყნად. ალბათ სწორედ მასშია ჩემი სიმშვიდე, რომელიც ასე მაკლია ხოლმე ხანდახან. მზერაში გავეხვეოდი ახლა და არასოდეს ვიფიქრებდი იმ განცდებზე, რომლებმაც სრულებით არ იციან ასაკი და ასე ურცხვად შემომჩვევიან.
– ზოგჯერ მგონია რომ არ გიყვარვარ. უნდოდ მიყურებდა ხოლმე. ასეთ დროს მსურდა ჩავხუტებოდი, სამყაროს მთელი განცდა მომეგროვებინა მის ფეხებთან და… წავსულიყავი. ბოლოს ვხვდებოდი რომ პირველი არ გამოვიდოდა და მეორეზე შემეძლო არც კი მეფიქრა. – გეჩვენება. ბოლო დროს მიმტკიცებდა რომ დაღლილი ღიმილი დამჩემდა. სულ მაინტერესებდა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დაღლილი ღიმილი, მაგრამ სარკეს აღარ ვეკარებოდი. ძალიან მეშინოდა ჩემი სილამაზის აღმოჩენა… – მე არ გამომდის ლამაზი რაღაცების შექმნა, იქნებ ჯობია დავშორდეთ, ასე მარტივად და სულ უბრალოდ გადავშალოთ ერთმანეთი? სულ მეგონა, რომ ჩემთან მხოლოდ ლამაზი დღეები სჭირდებოდა, მე კი არასოდეს მდომებია მოსართავის როლში ყოფნა. ასეთ დროს დიდ ხანს მიმტკიცებდა, რომ მე ვიყავი ქალი, რომელიც არასოდეს ამოვიდოდა მისი გულიდან. ამ სიტყვებზე მუდამ ბავშვურად მეღიმებოდა და ვუმეორებდი ალბათ მემილიონეჯერ მაინც, რომ ადამიანი ვერ გეყვარება ორგანოთი, სიყვარული სულის განცდაა. შეხებით ვუშვებდი ვნებას სისხლძარღვებში და ვაჯერებდი, რომ ჩემნაირ ქალს სიყვარული არ შეუძლია. იმდენი ვუმტკიცე, რომ ბოლოს მგონი დავაჯერე… – შენ იმდენს ფიქრობ, რომ ზოგჯერ მგონია ფიქრებზე დიდი კონკურენტი არასოდეს მეყოლება. იცი, ვრწმუნდები, რომ შენ მე არასოდეს მიმატოვებ, რადგან არც არასოდეს ყოფილხარ ჩემთან და ჩემი… ამბობ, სიყვარული სულის განცდააო, მაშინ რატომ მტკივა ხოლმე გული ასე ძალიან, როცა დაღლილი ღიმილი გაქვს? მე კი ეს ღიმილი ჩემი მიზეზით გაჩენილი მგონია. არასოდეს ყოფილხარ ჩემთან, ალბათ ამიტომ გეძებ სულ.. ყველა მოსახვევში და ბოლოს ცხოვრებას ვაგინებ, რადგან მგონია რომ მისი გადამალული ხარ. ღმერთს ვუწყრები, რადგან არ დამაბედა შენი თავი. – ბედისწერა არ არსებობს, ყველა საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს დღეებს. ვერ მოვითმინე და მაინც გავაწყვეტინე სათქმელი. – ჰო… ბედისწერა არ არსებობს, შენ ხარ ჩემი ბედისწერა, ჰო… მეტი არც არაფერი უთქვამს. წამოდგა და უხმოდ გაიხურა კარი. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვერასოდეს მიპოვიდა, რადგან ამდენი ხანი ვერ აღმომაჩინა, თუნდაც თავის სუნთქვაში… ფეხშიშველა წამოვდექი და სარკეს ჩავაშტერდი. მე ლამაზი ქალი ვარ! – რა უცნაური ხალხია დიდები, დე…
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ლამაზია ძალიან ქეთ! მომეწონა!:)777 ლამაზია ძალიან ქეთ! მომეწონა!:)777
12. შენ ლამაზი ქალი ხარ და დიდები, მართლაც, უცნაური ხალხია :) თითქოს, უფრო ღრმად მინდოდა :) :-* შენ ლამაზი ქალი ხარ და დიდები, მართლაც, უცნაური ხალხია :) თითქოს, უფრო ღრმად მინდოდა :) :-*
11. ბავშვობიდან რა ჭკვიანი ყოფილხარ ვგიჟდებიიი !!! :) :-* ბავშვობიდან რა ჭკვიანი ყოფილხარ ვგიჟდებიიი !!! :) :-*
10. "– დე, დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. ვთქვი ნაჩქარევად და სწრაფად წამოვდექი. იმ ღამეს არცერთ ვარსკვლავს არ გადაუკვეთავს ცის სიბრტყე, მე კი დავრწმუნდი, რომ ლამაზი თვალები მქონდა.. რადგან სულ მცირე ერთი ბიჭი ეძებდა მათში ვარსკვლავებს. მისი გული იყო ცის სიბრტყე, მე კი ვარსკვლავი, რომელიც არასოდეს გადაკვეთს მას.
– დრო ყველა ადამიანს აქცევს დავიწყებად, მთავარია ადამიანებმა არ ვაქციოთ ერთმანეთი წარსულად."
ზუსტია! გაიხარე, ქეთ... უბრალოდ, ლამაზ ქალს დრო არ რჩება-ხოლმე, რომ ეძებოს თავისი ერთადერთი, რადგან სარკეში ყურებაზე ხარჯავს დიდ დროს. არა და... აუცილებელია იმ ერთადერთის პოვნა, თუმცა კი "იმ ერთის ნახვის, იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი!"
5 "– დე, დაგავიწყდა? ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. ვთქვი ნაჩქარევად და სწრაფად წამოვდექი. იმ ღამეს არცერთ ვარსკვლავს არ გადაუკვეთავს ცის სიბრტყე, მე კი დავრწმუნდი, რომ ლამაზი თვალები მქონდა.. რადგან სულ მცირე ერთი ბიჭი ეძებდა მათში ვარსკვლავებს. მისი გული იყო ცის სიბრტყე, მე კი ვარსკვლავი, რომელიც არასოდეს გადაკვეთს მას.
– დრო ყველა ადამიანს აქცევს დავიწყებად, მთავარია ადამიანებმა არ ვაქციოთ ერთმანეთი წარსულად."
ზუსტია! გაიხარე, ქეთ... უბრალოდ, ლამაზ ქალს დრო არ რჩება-ხოლმე, რომ ეძებოს თავისი ერთადერთი, რადგან სარკეში ყურებაზე ხარჯავს დიდ დროს. არა და... აუცილებელია იმ ერთადერთის პოვნა, თუმცა კი "იმ ერთის ნახვის, იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი!"
5
8. მეექვსე კომენტარი ისე მომეწონა, რომ შეუძლებელია უპასუხოდ დავტოვო :)
"ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათო" - ეს ცნება/სენტენცია (როგორც გინდა ისე ვუწოდოთ) შექცევადი ხასიათისაა. რადგან მხოლოდ იდიოტი დაიწყებს ქალში ვიზუალური სილამაზის ძებნასა და შეყვარებას :)
თუმცა ჩემი ნაწერის შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი ქალი არ მიგულისხმია მე. ეს ალბათ იგრძნობოდა კიდეც.
ღმერთის ამბორი - სიყვარული. ასე?
არასოდეს გამიგია ასეთი დახასიათება და მომეწონა, იცი? :)
გამახარე მოკლედ შენი კომენტარით :) მეექვსე კომენტარი ისე მომეწონა, რომ შეუძლებელია უპასუხოდ დავტოვო :)
"ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათო" - ეს ცნება/სენტენცია (როგორც გინდა ისე ვუწოდოთ) შექცევადი ხასიათისაა. რადგან მხოლოდ იდიოტი დაიწყებს ქალში ვიზუალური სილამაზის ძებნასა და შეყვარებას :)
თუმცა ჩემი ნაწერის შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი ქალი არ მიგულისხმია მე. ეს ალბათ იგრძნობოდა კიდეც.
ღმერთის ამბორი - სიყვარული. ასე?
არასოდეს გამიგია ასეთი დახასიათება და მომეწონა, იცი? :)
გამახარე მოკლედ შენი კომენტარით :)
6. ეგ კიდევ საკითხავია__ ლამაზ ქალებს უყვარდებათ იდიოტები, თუ იდიოტებს უყვარდებათ ლამაზი ქალები :)
ერთი რამ კი ფაქტია -- ძალიან საინტერესოდ წერთ... დამაფიქრებლად, თან ლამაზად... მართლა იდიოტი უნდა იყოს კაცი, დაიწყოს და ბოლომდე არ ჩაჰყვეს. ერთმა,ჩემი აზრით ჭკვიანმა კაცმა, გამიზიარა თავისი გამოცდილებიდან __ შენი ბედისწერა, შენი ხასიათიაო.... თუმცა ვინ იცის იქნებ იდიოტიც კი იყო, ისე ლამაზი ქალი უყვარდა... იმ ქალსაც ძალიან უყვარდა, ლამაზი რომ იყო იმიტომ ალბათ... და საერთოდ, თუ გიყვარს, გინდ გენიოსი ყოფილა და გინდ იდიოტი, რა მნიშვნელობა აქვს... თავად ღმერთი გეამბორა -- ეგაა მთავარი ... ჩემი მოკრძალებული აზრია ეს და უკაცრავად თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი როგორც ჩემს ნიკს ეკადრება :) ეგ კიდევ საკითხავია__ ლამაზ ქალებს უყვარდებათ იდიოტები, თუ იდიოტებს უყვარდებათ ლამაზი ქალები :)
ერთი რამ კი ფაქტია -- ძალიან საინტერესოდ წერთ... დამაფიქრებლად, თან ლამაზად... მართლა იდიოტი უნდა იყოს კაცი, დაიწყოს და ბოლომდე არ ჩაჰყვეს. ერთმა,ჩემი აზრით ჭკვიანმა კაცმა, გამიზიარა თავისი გამოცდილებიდან __ შენი ბედისწერა, შენი ხასიათიაო.... თუმცა ვინ იცის იქნებ იდიოტიც კი იყო, ისე ლამაზი ქალი უყვარდა... იმ ქალსაც ძალიან უყვარდა, ლამაზი რომ იყო იმიტომ ალბათ... და საერთოდ, თუ გიყვარს, გინდ გენიოსი ყოფილა და გინდ იდიოტი, რა მნიშვნელობა აქვს... თავად ღმერთი გეამბორა -- ეგაა მთავარი ... ჩემი მოკრძალებული აზრია ეს და უკაცრავად თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი როგორც ჩემს ნიკს ეკადრება :)
5. ძალიან, ძააალიან მაგარი ! ძალიან მაგარი გოგო ხარ :) გაგიკვირდება და იდენტური შეხედულებები გვაქვს მე და შენ ამ საკითხთან დაკავშირებით :) დედასთანაც :) ძალიან, ძააალიან მაგარი ! ძალიან მაგარი გოგო ხარ :) გაგიკვირდება და იდენტური შეხედულებები გვაქვს მე და შენ ამ საკითხთან დაკავშირებით :) დედასთანაც :)
4. მთლიანობაში აწყობილი ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საინტერესოა
დრო ყველა ადამიანს აქცევს დავიწყებად, მთავარია ადამიანებმა არ ვაქციოთ ერთმანეთი წარსულად.
ლამაზი და ჭკვიანი ქალიც არსებობს, რომელსაც იდიოტი არავითარ შემთხვევაში არ უყვარდება...უბრალოდ ვერ უყვარდება...თვითონ უყვარდებათ მხოლოდ ცალმხრივად და ამით იტანჯებიან ცხოვრებაში...ვფიქრობ, ეს უფრო ტრაგიკული შემთხვევა და ამაზე რას იტყოდა ნეტა დედა?
ბედისწერა არ არსებობს, ყველა საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს დღეებს. ვერ მოვითმინე და მაინც გავაწყვეტინე სათქმელი. – ჰო… ბედისწერა არ არსებობს, შენ ხარ ჩემი ბედისწერა, ჰო…
მთლიანობაში აწყობილი ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საინტერესოა
დრო ყველა ადამიანს აქცევს დავიწყებად, მთავარია ადამიანებმა არ ვაქციოთ ერთმანეთი წარსულად.
ლამაზი და ჭკვიანი ქალიც არსებობს, რომელსაც იდიოტი არავითარ შემთხვევაში არ უყვარდება...უბრალოდ ვერ უყვარდება...თვითონ უყვარდებათ მხოლოდ ცალმხრივად და ამით იტანჯებიან ცხოვრებაში...ვფიქრობ, ეს უფრო ტრაგიკული შემთხვევა და ამაზე რას იტყოდა ნეტა დედა?
ბედისწერა არ არსებობს, ყველა საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს დღეებს. ვერ მოვითმინე და მაინც გავაწყვეტინე სათქმელი. – ჰო… ბედისწერა არ არსებობს, შენ ხარ ჩემი ბედისწერა, ჰო…
3. ძალიან ძალიან ძალიან მაგარია! გაიხარე! ძალიან ძალიან ძალიან მაგარია! გაიხარე!
2. "ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ."
100% ეგრეა.... მარა მეც რო იდიოტი ვარ?! ;;) "ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ."
100% ეგრეა.... მარა მეც რო იდიოტი ვარ?! ;;)
1. – დე, რატომ ხდება ისე რომ ლამაზი ქალები სულ იტანჯებიან? არ არსებობდა ქვეყნად შეკითხვა, რომელზეც დედას პასუხი არ ექნებოდა. მაშინ ამაში დარწმუნებული ვიყავი. – იმიტომ რომ ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. მიპასუხა თავაუღებლად...
ადამიანი ვერ გეყვარება ორგანოთი, სიყვარული სულის განცდაა...
მაშინ რატომ მტკივა ხოლმე გული ასე ძალიან...
55555
ყოველთვის მომწონს შენი ნაწერები! ოღონდ ამჯერად ძალიან ბევრი კორექტურაა გაპარული, მიუბრუნდი და ჩაასწორე.
– დე, რატომ ხდება ისე რომ ლამაზი ქალები სულ იტანჯებიან? არ არსებობდა ქვეყნად შეკითხვა, რომელზეც დედას პასუხი არ ექნებოდა. მაშინ ამაში დარწმუნებული ვიყავი. – იმიტომ რომ ლამაზ ქალებს იდიოტები უყვარდებათ. მიპასუხა თავაუღებლად...
ადამიანი ვერ გეყვარება ორგანოთი, სიყვარული სულის განცდაა...
მაშინ რატომ მტკივა ხოლმე გული ასე ძალიან...
55555
ყოველთვის მომწონს შენი ნაწერები! ოღონდ ამჯერად ძალიან ბევრი კორექტურაა გაპარული, მიუბრუნდი და ჩაასწორე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|