ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2010


შენ ახლა გძინავს

ახლა შენ გძინავს,ნათამადევს, გართობით დაღლილს,
შენი ცოლი კი გიუთოვებს წუხანდელ პერანგს,
-შავი ღვინით და პომადით გასვრილს!
ახლა შენ გძინავს,ფეხისწვერზე დადის ქალაქი
და შენი ცოლიც ვარდისფერი "ტილოს" ხალათით.
...ახლა შენ გძინავს,თბილისი კი შენზე ღრმად სუნთქავს
ახალი ჭორის მოლოდინით ყურდაცქვეტილი
და შენი ცოლი-"რაღაცისფრად"თმაშეღებილი,
დგას და გიყურებს გულდაწყვეტილი..

შენ ახლა გძინავს,ძილში სტუმრად მე გყავარ ისევ,
და შენი ცოლის ჩუმ ოხვრას ვისმენ!


2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები