ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2010


მთა

მთას ერთი მცირე ლოდიც რომ მოსწყდეს,
დიდხანს იგოროს, შეჩერდეს ბარად,
იმ ლოდზე სხდომას მიჩვეულ ორბებს
რაღა დარჩებათ იმისი დარი?

მთას ისევ სჯერა წმინდა მანდილის,
ნამუსის ქუდად იხურავს ნისლებს...
და შენი გულის უხმო წადილი
რომც არვის უთხრა, უფალთან ისმის.

მთა არის უფრო – ცხოვრების წესი,
მთა – უფრო მეტი სულის სიმაღლე...
აქ შენს გულს მიწის ტკივილი გესლავს,
და რა ჩარა გაქვს? - კაცად ივარგებ...

მთას ერთი მცირე კენჭიც რომ მოსწყდეს,
ზვავს მოიყოლებს ჩამოშლილ ქვათა,
შენც ერთი ქვა ხარ, უხდები ამ კლდეს,
არ დააობლო დედა-მთის კალთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები