ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2008


ხოდა პრეზენტაციაზე გეპატიჟებით...

გამარჯობა.
მინდა სულ ცოტა ხნით მივიპყრო თქვენი ყურადღება და გამცნოთ...
ამა წლის 14 ივნისს, ერთ წიგნთა სამშობიაროში, იმის  შემდეგ რაც დაიღვარა დიდი რაოდენობის საღებავი, დაიხარჯა კალკა და ქაღალდი, ქვეყანას მოევლინა ჩემი ნოველების წიგნი, `მუჭში დამალული ნატვრა~. 
ეს წიგნი მასში გაბნეული ამბებით ისეა, როგორც ადამიანის სიცოცხლეა თვითონ - სიხარულიანი და სევდიანი, ცრემლიანი და  სიცილიანი. არც მუჭში თუ გონების ლაბირინთებში მიმალული ნატვრა არ არის არვისთვის უცხო. ნატვრის ახდენა დაგბედებოდეთ... 
მეცა მაქვს ერთი პატარა ნატვრა, იქნებ არც ისე პატარა -  მუჭში არა, ამ წიგნში დამალული. წაიკითხოთ ეს ამბები და თქვას: `ვა, რა კარგად დაუწერიაო...~     
ხოდა პრეზენტაციაზე გეპატიჟებით...
წიგნის სახლში, პეკინის 31.
ოთხშაბათს, 18 ივნისს, 19.00 საათზე...
…გმადლობთ...
                            ლევან ლორია     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები