ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2010


თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი

ვხედავ წუთი არ ყოფნით ღამით მიტოვებულებს,
თვალზე ბევრჯერ ათალეს ცრემლიანი მომენტი,
თევზს და პურის ნამცეცებს ხალხი ვითომ ღებულობს,
ხალხი ვითომ ღებულობს და ძნელია რომ ერთი -

კალათიდან მიირთვას ასმა რწმენის გარეშე,
რადგან რწმენაც ხვედრია ერთეულის ან ორის,
საკუთარი თავისთვის მქვია პირისფარეში,
ოკეანეს სივრცეში წყლით მევსება კანოე.

წვიმა წვეთებს მიყვება, ქარი კიდევ ნიავებს,
მთაზე ახლა დაბრუნდეს ათი მცნება, დრო არის
თითქოს ყველას, უკლებლივ, ზურგზე ლოდი მიაბეს...
დედამიწის ფორმა კი უცვლელია - ოვალი.

ციდან შავი ღრუბელი გვიცქერს წვიმის მუქარით,
სული არის სხეულის სახურავიც, ფასადიც,
მნიშვნელობა არა აქვს ამინდია თუ ქარი,
გზები გადარჩენისთვის არ არსებობს არსაით.



          როის და ნინოს

თვალებს ისე დაეღალა მინორი,
ყველა ფიქრი უმოწყალოდ ცრის,
შენი ცოლი ახლა არის ღინონი,
ტკბება ლექსით - წაკითხულით ქმრის.

ალიონმა ზღვაზე მთვარე დაბადა,
თებერვალი მერყეობს და ხტის,
შვილებს ქვია პირველს უკვე საბა და
დანარჩენებს დაერქმევათ მყის...

სტროფი მხოლოდ სამიოდე გკადრეთ და
სადღაც ახლოს წერტილ-მძიმეს ვსამ,
ლექსებს ისევ დაგილაგებთ კადრებად,
ახლა ამას, მომოვალში სხვას...



            მარის

შენს თვალებს ახლა მოხდენილად ატყვია ცრემლი,
ჩემს თვალებს ახლა ნაღვლიანი ტკივილი მოსავს,
ბევრია თითქოს და პირიქით თითქოსდა ბევრი,
ცრემლები ტუჩზე, რომლებიც მე მლოცავს და მლოცავს.

მე ახდენილი ბავშვობიდან  ოცნება მქვია,
ალბათ გიპოვე სხვათაშორის ფიქრების გაღმა,
ალბათ ეს ნახვაც ჩაითვლება ხედვიდან გვიან,
როგორც სიტყვები უბრალო და ჩემთვის კი დამღა.

შენ ასე მცირე, უნებურად ღვთაება ჩემთვის,
მე ასე სავსე ოცნებით და ნდომებით კოცნის,
შენს სილამაზეს წვიმასავით უარი ერთვის,
გაგიკვირდება, სუსხიანი ტუჩებით მყოფნი...

შენს თვალებს ახლა მოხდენილად ატყვია ცრემლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს