ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


ქარს უნაფაზოდ აბოლებენ იუნკერები...

თებერვლის ქარით, ტყე ტორტმანებს ტაბახმელაზე.
პლევრდახეული ხროტინია,  ხიშტებ გარჭობილ....
მშრალი ფილტვები რეაგირებს მხოლოდ ხველაზე
და მოსისინე ბრონქებიდან სუნთქვა გამჭოლი.

სუნი ახელებს!- სისხლის სუნი "წითელ კურსანტებს".
და გენერალმა, გაქცეულებს ზურგში ვესვრიო!
თებერვლის ქარი ყინულს კიდევ ნამქერს უმატებს,-
ამაზე მეტი  რა მოხდება უარესიო....

თქვენთვის სიკვდილი ცხონებაზე ბევრით მეტია.
არანაირი დამარცხება წინ და რევანში!-
ამათ ქვეყანა უბრძოლველად თუ დავუტოვეთ,
ყველას ოჯახებს ამოწყვეტენ შურისგებაში!

ტყეში კი შიში დაწანწალებს, შიში აფთარი....
თელეთის მთაზე ელვა დადგავს ცეცხლის ქვემეხებს,
და თუ სადმეა ახლა ღმერთი ალბათ აქ არის,
"თეთრ" იუნკერებს დასახვრეტად არ გაიმეტებს.
   
თებერვლის ქარით, ტყე ტორტმანებს ტაბახმელაზე.
და გენერალი ნერვებს ღეჭავს ჩალის ღერებით.
მშრალი ფილტვები რეაგირებს მხოლოდ ხველაზე.
ქარს უნაფაზოდ აბოლებენ იუნკერები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები