| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2010 |
ჯერ ჩემი თავი გამომაქვს გარეთ და ვერ მოვხადე ქაფი ცდუნებებს. გემოს ვუსინჯავ ჯერაც სიამეს და მერე სულთან ზავებს ვუნდები. უაზროდ დავდევ ძაღლის კუდივით საკუთარ თავს და ვერ დავეწიე... წრეზე ტრიალი არის მუდმივი, დიდი სიჩუმე სანამ მეწვევა... დრო ცოდვის სამოსს ძაფებად დაშლის და ერთ გორგალში ჩატევს ცხოვრებას. ხსოვნა კი გარბის ბავშვობის სახლში, რომ დრომ ვერ შეძლოს ჭერის მორღვევა. ჯერ თავი ისევ გამომაქვს გარეთ და ტანზე მაყრის ყველა ნაფიქრი. მოდი, სასჯელი მითხარი, ბარემ, დროვ, ატუზულო გულის კარს იქით... მიკრო სამყარო
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, მოდურ "სევდა-ფართზე" ზიხარ. ფიქრი შენს გარეშე ფიქრობს, რა ხარ და საერთოდ, ვინ ხარ...
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, ყველაფერს არაფრით ახსნი. მხოლოდ "ცნობად სახეს" იკრებ, სხვებს რადგან აღარ აქვთ ფასი...
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, ტვინი აშლილ ორღანს მოჰგავს. გულის გაგრილების მიკრობს როგორ გულმოდგინედ ზოგავ...
ცხოვრობ სამყაროში, სადაც დიდი "სულერთია" მეფობს. და თუკი იცხოვრე სადად, მიუღებელი ხარ ერთობ!..
ცხოვრობ სამყაროში ქუჩის და ბრბოს კანონების ნებით, თუ გინდა აბზიკე ტუჩი, მაინც ამ კანონებს ყვები...
ცხოვრობ უსაშველო დროში, სიცარიელესაც ვერ თმობ. მიდი, უკუჰყარე ქოში! ანდა, დაეკიდე გრძელ თოკს!..
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, მოდურ "სევდა-ფართზე" ზიხარ. მაგრამ, მაინც ხომ ფიქრობ, რატომ ხარ, რა ხარ და ვინ ხარ?...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ოღჩ რა კომენტარებია
=))
ოღჩ რა კომენტარებია
=))
21. ჩემო მოყვარულო, როგორც ჩანს, შენც შეგაწუხა ამ იაფფასიანმა ბრახა-ბრუხმა. ამ "ჭიაღუას" მარტოც ვეყოფი. სხვისი ქილიკი უმეტესად ხელმოცარულთა ჩვევაა. ერთი საკუთარი "შედევრები" დაგვიდონ ამ "მეტრობის" პრეტენზიის მქონე სანტიმეტრებმა და ვნახავთ, ვინ ნულია და ვინ ათიანი... ისე, ამდენი ლანძღვა-გინებით "საკაიფო" პიარს რომ მიკეთებენ, ამასაც ვერ ხვდებიან... რამეთუ და ვითარმედ, "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"... ჩემო მოყვარულო, როგორც ჩანს, შენც შეგაწუხა ამ იაფფასიანმა ბრახა-ბრუხმა. ამ "ჭიაღუას" მარტოც ვეყოფი. სხვისი ქილიკი უმეტესად ხელმოცარულთა ჩვევაა. ერთი საკუთარი "შედევრები" დაგვიდონ ამ "მეტრობის" პრეტენზიის მქონე სანტიმეტრებმა და ვნახავთ, ვინ ნულია და ვინ ათიანი... ისე, ამდენი ლანძღვა-გინებით "საკაიფო" პიარს რომ მიკეთებენ, ამასაც ვერ ხვდებიან... რამეთუ და ვითარმედ, "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"...
20. როგორც ყოველთვის ძალიან მომწონს. ეს ნიჭით და გემოვნებით სავსე მაღალი დონის ახალგაზრდები რატომ ხარჯავენ დროს ამ ,,გოიმობებზე'' მაინც ვერ გავიგე. მეტი საქმე რომ არა აქვთ ,ესეც ძალიან მიკვირს. 25 -ე კომენტარი კი 24-ის მერე დაიწერა, რაც არა მარტო თანანოს , ჩვენც ,ვისაც მოგვწონს გვაყენებს დიდ შეურაცყოფას.გაიარეთ შვილო, და რაც მოგწონთ ის წერეთ და იკითხეთ, თუ გაქვთ რამის თავი, კაცები არა ხართ? თქვენ ხომ თვითნაბად , უმაღლესი დონის შედევრებს ქმნით, ამ ძვირფას დროს რაზე კარგავთ ბოღმის ნთხევაში? დაფიქრდით და იქნებ შეჩერდეთ? არასოდეს არის გვიან, როგორც ყოველთვის ძალიან მომწონს. ეს ნიჭით და გემოვნებით სავსე მაღალი დონის ახალგაზრდები რატომ ხარჯავენ დროს ამ ,,გოიმობებზე`` მაინც ვერ გავიგე. მეტი საქმე რომ არა აქვთ ,ესეც ძალიან მიკვირს. 25 -ე კომენტარი კი 24-ის მერე დაიწერა, რაც არა მარტო თანანოს , ჩვენც ,ვისაც მოგვწონს გვაყენებს დიდ შეურაცყოფას.გაიარეთ შვილო, და რაც მოგწონთ ის წერეთ და იკითხეთ, თუ გაქვთ რამის თავი, კაცები არა ხართ? თქვენ ხომ თვითნაბად , უმაღლესი დონის შედევრებს ქმნით, ამ ძვირფას დროს რაზე კარგავთ ბოღმის ნთხევაში? დაფიქრდით და იქნებ შეჩერდეთ? არასოდეს არის გვიან,
19. სანო-სანდრო და ასე შემდეგო, თირკმელს გაუფრთხილდი ნამეტნავად, თორემ ცუდი ლექსების კითხვამ შარდის შეუკავებლობა იცისოოო... სანო-სანდრო და ასე შემდეგო, თირკმელს გაუფრთხილდი ნამეტნავად, თორემ ცუდი ლექსების კითხვამ შარდის შეუკავებლობა იცისოოო...
18. თანჩო,თვითაღიარებულო ორიგინალურობის დედავ:)) ისეთი დასაწაფებელი ლექსები გაქვს თვალს ვეღარ ვწყვეტ ხოლმე:)) უბრალოდ ტვინს, გულს, თვალს, ყურს ,ფილტვს და თირკმელას ვავარჯიშებ ხოლმე როგორი არ უნდა იყოს ლექსი :)) :))
თანჩო,თვითაღიარებულო ორიგინალურობის დედავ:)) ისეთი დასაწაფებელი ლექსები გაქვს თვალს ვეღარ ვწყვეტ ხოლმე:)) უბრალოდ ტვინს, გულს, თვალს, ყურს ,ფილტვს და თირკმელას ვავარჯიშებ ხოლმე როგორი არ უნდა იყოს ლექსი :)) :))
17. ვააჰ, ჩემზე "მოპრიკოლეც" მოსულააა... ჰოოდა, ჩემო სანდრუჩიო, ასე ისტერიულად რატომ ეწაფები "მიმბაძველი" თანანას ლექსებს? შენს "მწყაზარ" გემოვნებას ვინც აკმაყოფილებს, ის იკითხე, იქნებ, ამან გადაგატანინოს "კრიზისი" ქართულ პოეზიაში... და საერთოდ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალ... ვააჰ, ჩემზე "მოპრიკოლეც" მოსულააა... ჰოოდა, ჩემო სანდრუჩიო, ასე ისტერიულად რატომ ეწაფები "მიმბაძველი" თანანას ლექსებს? შენს "მწყაზარ" გემოვნებას ვინც აკმაყოფილებს, ის იკითხე, იქნებ, ამან გადაგატანინოს "კრიზისი" ქართულ პოეზიაში... და საერთოდ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალ...
16. მეორე ლექსი, მიბაძვა!!!
თავს იტყუებ მეტი არაფერი..მკითხველი არ ტყუვდება და მიხარია..
ეტყობა ხოლმე კომენტარებს ..შენთან: )
კრიზისი რომ არის ამ საიტზე და სრულიად ქარტულ პოეზიაში შენ ერთ_ერთი მაგალითი ხარ...: ) მეორე ლექსი, მიბაძვა!!!
თავს იტყუებ მეტი არაფერი..მკითხველი არ ტყუვდება და მიხარია..
ეტყობა ხოლმე კომენტარებს ..შენთან: )
კრიზისი რომ არის ამ საიტზე და სრულიად ქარტულ პოეზიაში შენ ერთ_ერთი მაგალითი ხარ...: )
15. იოჰან, იცი რა მომწონს ჩემი ლექსების შენეულ შეფასებაში? თამასის დაწევის უფლებას რომ არ მაძლევ! ამიტომაც, სულ ტონუსში ვარ... იოჰან, იცი რა მომწონს ჩემი ლექსების შენეულ შეფასებაში? თამასის დაწევის უფლებას რომ არ მაძლევ! ამიტომაც, სულ ტონუსში ვარ...
14. ჩემო მახარია, რა "გეზედმეტტკბილა", საკუთარი თავის დასჯის სურვილი თუ გულგრილობის ის მიკრობი, მეტნაკლებად ყველა რომ ვატარებთ?.. კრიტიკული აზრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ოღონდ მე თუ ვწერ - ПРО ИВАНА, კრიტიკოსმა - ПРО БАЛВАНА -თი არ უნდა მიპასუხოს... ჩემო მახარია, რა "გეზედმეტტკბილა", საკუთარი თავის დასჯის სურვილი თუ გულგრილობის ის მიკრობი, მეტნაკლებად ყველა რომ ვატარებთ?.. კრიტიკული აზრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ოღონდ მე თუ ვწერ - ПРО ИВАНА, კრიტიკოსმა - ПРО БАЛВАНА -თი არ უნდა მიპასუხოს...
13. მომწონს.. ძალიან.. მომწონს.. ძალიან..
12. უაზროდ დავდევ ძაღლის კუდივით საკუთარ თავს და ვერ დავეწიე...
ცხოვრობ სამყაროში, სადაც დიდი "სულერთია" მეფობს. და თუკი იცხოვრე სადად, მიუღებელი ხარ ერთობ!..
ტკივილამდე სევდიანია პირველი ლექსი უაზროდ დავდევ ძაღლის კუდივით საკუთარ თავს და ვერ დავეწიე...
ცხოვრობ სამყაროში, სადაც დიდი "სულერთია" მეფობს. და თუკი იცხოვრე სადად, მიუღებელი ხარ ერთობ!..
ტკივილამდე სევდიანია პირველი ლექსი
11. ჯერ თავი ისევ გამომაქვს გარეთ და ტანზე მაყრის ყველა ნაფიქრი. მოდი, სასჯელი მითხარი, ბარემ, დროვ, ატუზულო გულის კარს იქით...
** * *
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, მოდურ "სევდა-ფართზე" ზიხარ. მაგრამ, მაინც ხომ ფიქრობ, რატომ ხარ, რა ხარ და ვინ ხარ?...
კარგი ლექსები :)
ჯერ თავი ისევ გამომაქვს გარეთ და ტანზე მაყრის ყველა ნაფიქრი. მოდი, სასჯელი მითხარი, ბარემ, დროვ, ატუზულო გულის კარს იქით...
** * *
ცხოვრობ სამყაროში მიკრო, მოდურ "სევდა-ფართზე" ზიხარ. მაგრამ, მაინც ხომ ფიქრობ, რატომ ხარ, რა ხარ და ვინ ხარ?...
კარგი ლექსები :)
10. იქნებ მეორე ლექსი გაართულო ცოტა და ისე შემოგვთავაზო? თემაა საკმაოდ კარგი და საინტერესო იქნებ მეორე ლექსი გაართულო ცოტა და ისე შემოგვთავაზო? თემაა საკმაოდ კარგი და საინტერესო
9. ძალიან მომეწონა ორივე. ძალიან :) ძალიან მომეწონა ორივე. ძალიან :)
8. მიყვარს შენ-თან მიყვარს შენ-თან
7. მავსებს ამ პოეტის ლექსებიდან მიღებული ემოცია... მავსებს ამ პოეტის ლექსებიდან მიღებული ემოცია...
6. ცხოვრობ სამყაროში მიკრო, ტვინი აშლილ ორღანს მოჰგავს. გულის გაგრილების მიკრობს როგორ გულმოდგინედ ზოგავ...
ცხოვრობ სამყაროში, სადაც დიდი "სულერთია" მეფობს. და თუკი იცხოვრე სადად, მიუღებელი ხარ ერთობ!..
შენი ლექსები ყოველთვის ფიქრიანს მტოვებს მე... ცხოვრობ სამყაროში მიკრო, ტვინი აშლილ ორღანს მოჰგავს. გულის გაგრილების მიკრობს როგორ გულმოდგინედ ზოგავ...
ცხოვრობ სამყაროში, სადაც დიდი "სულერთია" მეფობს. და თუკი იცხოვრე სადად, მიუღებელი ხარ ერთობ!..
შენი ლექსები ყოველთვის ფიქრიანს მტოვებს მე...
5. წინაზე მახსოვს ეს ავტორი მომეწონა, ახლა ზედმეტად ტკბილი მეჩვენა წინაზე მახსოვს ეს ავტორი მომეწონა, ახლა ზედმეტად ტკბილი მეჩვენა
4. მაგარი მიგნებებია. ძალიან მომეწონა ყოჩაღ ავტორო... :) ++ მაგარი მიგნებებია. ძალიან მომეწონა ყოჩაღ ავტორო... :) ++
3. ცხოვრობ სამყაროში მიკრო...
ცხოვრობ უსაშველო დროში, სიცარიელესაც ვერ თმობ. მიდი, უკუჰყარე ქოში! ანდა, დაეკიდე გრძელ თოკს!..
კარგი ძალიან. ცხოვრობ სამყაროში მიკრო...
ცხოვრობ უსაშველო დროში, სიცარიელესაც ვერ თმობ. მიდი, უკუჰყარე ქოში! ანდა, დაეკიდე გრძელ თოკს!..
კარგი ძალიან.
2. თუ გინდა აბზიკე ტუჩი, მაინც ამ კანონებს ყვები... თუ გინდა აბზიკე ტუჩი, მაინც ამ კანონებს ყვები...
1. გინდა აბზიკე ტუჩი, მაინც ამ კანონებს ყვები...
მაგრამ, მაინც ხომ ფიქრობ, რატომ ხარ, რა ხარ და ვინ ხარ?...
გინდა აბზიკე ტუჩი, მაინც ამ კანონებს ყვები...
მაგრამ, მაინც ხომ ფიქრობ, რატომ ხარ, რა ხარ და ვინ ხარ?...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|