ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2010


კრისტალი

      *****                              მერე რა რომ სევდიანია...მე მაინც მიყვარს

დარდს და ვაებას                       
ღმერთი გვიგზავნის,
რათა გახადოს
სული  კრისტალი.
-აღარ გჭირდება,
თავს ნუ იწვალებ.
შენ რა ხანია,
რომ გაკრისტალდი!

    ****
მე შენი სევდით
ისე დავთვერი,
ვეღარ გიშველი,
მე თვითონა ვარ
უკვე საშველი.

    ****
შენზე ფიქრს ვასწრებ,
შუქნიშანი წითლად  ინთება...
მივდევ დინებას,
ზღვა მანქანა მიედინება...

                ****
იანვარია,
ბუნებრივი...-სიცივე იცის,
კვირა.  მარშუტკა
,- გზა ჩვეულებრივ
ტაძრისკენ მიდის...
სცივა ყველას და გახვეული ვარ,
ისე საამოდ, ისე თბილად,
შალივით  ფიქრში,
-მოვიხსნა  რისთვის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები