ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2010


ოჩამჩირის მონატრებისა

            ნაროს

მომენატრა  სუნი  -  ზღაპრის
წიგნის
ახლად  დასტამბულის...
მოდი  - 
ძმურად  შევხვდეთ  აპრილს
და  დავლიოთ  ვახტანგური!

მომენატრა  ზღვაზე  აფრის
გაშლა -
შებმა  ზღვასთან  გულით!..
მოდი  - 
ზღვასთან  დავხვდეთ  აპრილს
და  ვაჯახოთ  ვახტანგური!..

ვბერდები  და  ისევ  ვაფრენ
-  არ  იფიქრო,  წახდა  გული!..
-  მოდი, 
გულით  შევხვდეთ  აპრილს
და  დავურტყათ  ვახტანგური!..

ვინძლო  დაცხრეს  გულის  მძაფრი
ძგერა... 
თორემ  გასკდა  გული!..
რაღა  პირით  შევხვდეთ  აპრილს,
თუ  არ  ვხიეთ  ვახტანგური!..

ღმერთმა  ნუ  ქნას  - 
მთვრალი  მაყრის
დარად  ვიყოთ  გათანგული!..
კვლავ  მხნედ  შევხვდეთ  მრავალ  აპრილს,
კვლავ  მრავალი  ვახტანგურით!..

2002

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები