ის ყოველთვის მიდის ჩემი ზიზღით თავის არსებაში. ბავშვივით ატარებს შგინით, ზრდის, ბიძგებს გრძნობს და სტკივა...ზრდის თვეობით, კვებას, რომ მერე ერთბაშად გადმოღვაროს, დაიცალოს და მოემზადოს ძველი და ახალი ზიზღისთვის, რომელსაც ვაჩუქებ მე. მე მიყვარს მისი კანი, მისი კანი რომაა იმიტომ არა, უბრალოდ ის შავია, ღინღლები აქვს...სასაცილოა. მე მიყვარს მისი კანი. სუნი , სუნი. მის კანს სიმლაშის სუნი აქვს და როცა ენის წვერით ვერ ვეხები პირი მიშრება. თვითონ ვშრები, ჩემგან რჩება მარილის კრისტალები, რომელსაც აბაზანაში ჩაიყრის...მის კანს ისევ ექნება ჩემი სუნი. ბანალურია, მე ეს მიყვარს. ის ყოველთვის იხედება არა უკან, არამედ ოდნავ გვერდით და დამშვიდობებისას მლავზე მაგრად მიჭერს ხელს, მე კი არ ვუყურებ, არ ვიმჩნევ, რომ მეწვის რაღაც. თითებზე სიგარეტი ამდის, ჩემი თითები თვითონ მეწევიან. ის კი ხელს მაგრად მიჭერს მკლავზე და ეგ ადგილი რჩება მარტო დაუწველი, დანარჩენი ყველაფერი იწვის. როცა მარილი იწვის, თუ იწვის...მარილი როცა იწვის მოკლედ ისეთი სუნი აქვს, როგორც მე, როცა ის მიდის. მისი სიარული არ ჰგავს სხვისას, შესაბამისად არ ჰგავს მისი წასვლაც. ის როცა მიდის ვეზიზღები, როცა არ ვარ ჩემთან უნდა. ჩემი გოგოა. მარცხენა მხარზე ღრმული აქვს, როცა ქვედა ტუჩს შიგ ჩავდებ თითის წვერებში გამავალი უამრავი ელექტრო სადენი ერთბაშად იწყებს სიამოვნების გატარებას. მისი მხარის ღრმული ყველა საშოს სჯობს. როცა ის მიდის იდიოტს რაღაც აკლია მკერდში. იდიოტი ისედაც ყველაფერზე მძაფრად გრძნობს დროს, დრო მას შუბლზე აწერია, დიდი ციფრებით, მისი დრო ცოტა ურევს, ხან ჩამორჩება , ხან გარბის, მასთან კი არასდროს მოდის, თუმცა შუბლზე აწერია. როცა ის მიდის იდიოტის მალები ადგილებს ცვლიან, სტეპს ცეკვავენ და სათითაოდ გამორბიან სხეულიდან, კანის გავლით. იდიოტის სისხლი კურნავს სიმშვიდეს სულში. როცა იდიოტის გოგო ხელს ისვამს სახეზე, გაბურძგნული წარბები ეჩეჩება და თვალები აქეთ–იქით გაურბის. გოგოს ეშინია. ერთხელ პატარა იდიოტს... დასცხა და წყალი მოსწყურდა... მდინარის პირას მიადგა.... წყურვილის მოკვლა რომ სურდა.... გიყვარს ზღაპრები?, მთხარი ხომ გიყვარს...ლექსებიც გიყვარს...ადექი, არ ჩაიცვა და ისე, მინდა ხერხემალზე ნაძვის ტოტი მიგახატო. გიყვარს ზღაპარი მახინჯ იხვის ჭუკზე? ის ზღაპარი თუ იცი, ადამიანი რომ იყო უბრალოდ და რომ დაჟანგდა... მომაწონდე თითები და მერე წადი. ჩემი გოგო ფეხშველი უნდა დადიოდეს, ნუ მაჩვენებ სისხლიან ფეხისგულებს. მე იდიოტი ვარ და ყველაფრის წერის, ყველაფრის მოთხოვნის უფლება მაქვს...ადექი და იცეკვე ფანჯრის რაფასთან, შენი ჩრდილი სამად ჩანს ჭერზე. სამივე ჩრდილიდან მიდიხარ. მდინარე მლაშე იყო ჩქარი დინებით დაიხრჩო იდიოტი.
(არ წაიკითხო ლანდ.)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძიბოო ...
მომწონს მოწმოსნ.. და ათასჯერ ნათქვამს გავიმეორებ .. მაგრად წერ შენ .. წერე წერე.. ძიბოო ...
მომწონს მოწმოსნ.. და ათასჯერ ნათქვამს გავიმეორებ .. მაგრად წერ შენ .. წერე წერე..
3. მართლა ძალიან მაგარია
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი მართლა ძალიან მაგარია
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
2. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია.
1. 55555555555 55555555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|