ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2008


. . .

.  . .


როდესაც მკლავზე დაწვენილი
წყნარად მიყურებ, მინდა ხედავდე

ისეთი მოკლე ვარ, შენს და ღმერთს შორის
ბეწვის ხიდად არ გამოვდეგები.

ისეთი პატარა, შვინდის ხეზე, კიბედ ვერ
მიმდგამ.

იქნებ ისეთი ბროწეულიც, რომ გადახსნი და...

აი რატომ ვეღარ გიღიმი.



. . .


დღეს
ნატალიას
მკლავებივით
სუსტი და თეთრი,
თოვლია გარეთ.
ოღონდაც მიწა
არ მიაყაროთ.



ისეთი ლამაზია


ყელი სარაფანის-სასაცილო,
გინდა კოჭებამდე ჩააცილო.


. . .


შენი ტუჩებივით ალუჩას,
გემო მოტკბილმჟავო დაურჩა.


. . .


რა ვქნა? მარტოს უფრო მეხერხები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები