ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2010


მონატრება

მე დავითის საქართველო მომენატრა,
სალ კლდესავით უტეხი და მედგარი!
რუსთაველის საქართველო მომენატრა,
გამარჯვების დიდ კვარცხლბეკზე შემდგარი!
საქართველოს ოქროს ხანა მენატრება,
მის დაღუპულ ჯარისკაცებს მივტირი.
ყველაფერი  მამულისთვის მინატრია,
მისთვის მინდა სიცოცხლეც და სიკვდილიც.
მე ბოლომდე მისი მოყმე დავრჩები და
სიკვდილამდე ვივლი ტურფა ბაღნარში.
ავენთები ქვეყნის კეთილდღეობისთვის
ვეკვეთები დუშმანს როგორც ბაღვაში.
მომენატრა ხანა აღმაშენებლის და
მენატრება სახელმწიფო თამარის!
ჩემთვის, როგორც თვითეული ქართველისთვის,
სამშობლოა პირველი და მთავარი!

2010 წლის 8 თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები