ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


დაღვარე...

დაკარგულია თაობები, კაიფი კმარა....
მიწაზე გდია სისხლიანი ხაკის ფარაჯა.
გაიჭრიალა ანჯამებზე სიკვდილის კარმა....
და სიცოცხლისგან დარჩენილი ღრიჭოც ჩარაზა.

ჯერ სისველეა, რომ ქაოსი და მისთანები....
ქვიშა, ნიჟარა, გარღვეული დენთით კამარა.
ვიღაცას ისევ გახელილი დარჩა თვალები
და სულგახდილი, დაფლეთილი ტანის ამარა

გდია.- ნატეხი ღამეები, სუნი ოფლისა.
გაყვითლებული ნიკოტინის მწარე გემო და
მოლოდინია, ყველა წუთი აღარყოფნისა.
ვერც სხვას აჯერებ იმას, რაც შენ არა გჯეროდა.

ღია საფლავებს ამოავსებს კიდევ ათასი...
ჩაკერებული ავგაროზი  გაწყდა ანაზდად.
სანამ ძარღვებში გეყინება არა აქვს ფასი,
დაღვარე იქნებ აიწიოს სისხლის მაზანდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები