ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2010


მეგზური მთვარისა


ერთი  დაუვიწყარი 
ბრწყინვალე  ორშაბათის 
ქრონიკიდან

                          კ...ს

მაცხოვრის  სისხლის  - 
ოქროსფერის  და  წითლის...  - 
ღვარით
ჟამს  მიმწუხრისას 
გავაცილეთ
მთვრალი  აპრილი…
შინ  დაბრუნებას
სევდიანი  ახლდა  სიწყნარე
და  დაქანცული  ფიქრი  -
,, მაისს  შევხვდეთ  რა  პირით?!.’’

/ -  რას  მივხვდებოდით,
უნებლიედ  რომ  გვექცა  მხარი,
აპრილის  მზისგან  მიტოვებულ
ცის  განაპირას.../

გატირებოდა  გული  ლამის
აპრილს  ბავშვივით
და  სინანული  ამძიმებდა   
ნაბიჯებს  დაღლილს…

წამოგვეწია 
ნამალევად
მთვარე
გზაშივე
და  მხარქცეულებს
გაგვინათა 
ბილიკი 
სახლის…

1972

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები