ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2010


ადამიანო! რას წარმოვადგენ? (ჩემებური სიურეალიზმი)

არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ხანდახან მგონია… ხანდახან ვფიქრობ, რომ იმაშიც კი დამნაშავე ვარ, რაც არ ჩამიდენია არასდროს…
მინდა რომ შევქმნა. რაიმე.
სხვებისთვის, ხალხისთვის, ჩემი თავისთვის, მეორე მესთვის…
მინდა დავხატო, დავხატო ის სამოთხე, რომელსაც მე ვხედავ ყოველ ღამე, ჩუმი ლოცვისას. მინდა გამოვიყენო ყველანაირი ღია ფერი, დავწერო მუსიკა და მისი თანხლებით ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ლამაზია სამოთხე, მაშინ როდესაც აღარაფერი გაქვს რომ იფიქრო, აღარაფერი გაქვს, რომ გეტკინოს.. როდესაც არ გაგაჩნია გრძნობები, როდესაც ყოველ წამს ეშვები დაბლა თითო საფეხურით და იმსხვრევა შენი უკანა ნაბიჯები.. მინდა ან შევქმნა, დავხატო, დავუკრა, დავწერო ისეთი რამ, რაც მიაღწევს სხვამდე, რაც გააგებინებს თუნდაც ერთს, რომ მე ვარსებობ.. ვარსებობ არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ადამიენების გვერდით. რომ მეც გამაჩნია ბებერი, გაცვეთილი გრძნობები..
ხანდახან ვწერ, ვწერ.. მაგრამ არც კი ვიცი, რა აზრი აქვს ამას.. წაიკითხავს რომელიმე ჩემი მეგობარი, ახლობელი და მეტყვის “ყოჩაღ, შესანიშნავია!!!” დაა მეც თვითდაჯერებული იდიოტივით გამიხარდება ნაცნობის ზრდილობის გამო შექება…
მადლობის მეტი რა მეთქმის თქვენთან….
ეს სიტყვებიც ფუჭია. არ არსებობს რეალობა გაღვიძებულ ცხოვრებაში.. საუკეთესოა სიზმრებში ცხოვრება, საუკეთესოა სამყაროს ისეთად შექმნა, როგორიც შენი ქვეცნობიერია, საუკეთესოა უბრალოდ თვალების დახუჭვა, ფიქრებისაგან, ტკივილისაგან გათავისუფლება და ჩუმ ლოცვაში, იმ თეთრ სამოთხეში დაძინება…
ოდესმე გაჩვენებთ მე ჩემს სამოთხეს..
თუ კი შევძელი მისი დახატვა….
ფურცლებზე გავფანტავ ჩემს განცდებს, გავავსებ ქუჩებს ჩემი თვალებით, ჩემი სულებით….
მე ხომ აღარაფერი დამრჩა.. უბრალოდ ვარსებობ…
და მენატრება ცხოვრბა, თქვენთან ერთად…
როდესაც მწყინს, წარმოვიდგენ, რომ ვერავინ მხედავს. უჩინარი ვხდები აბსოლუტურად..
აი მაშინ ვგრძნობ, რომ მიტოვებული ვარ, რომ არავის ვჭირდები, უბრალოდ რაღაცას ვაკეთებ და ვარ თქვენთან იმიტომ, რომ ჩემი ნივთი, ჩემი პატარა აზრი გაგანდოთ. მერე მიხდით თქვენ მადოლბას, მეუბნებით, რომ არა მე, არაფერი გამოვიდოდა, მოგწონთ ჩემი ფოტოები, მოგწონთ ეს აბურდული მანერისტული სიურრეალიზმი და იმასაც ვერ ხვდებით, თუ როგორი ვარ მე სინამდვილეში. თქვენ მე მკითხულობთ, როგორც გადაშლილ წიგნს, თქვენ მე მიყურებთ, როგრც მიტოვებულ სევდას.. მაგრამ არ აღმიქვამთ ადამიანად. ადამიანი ხომ ლამაზია! მას ხომ ყველაფერი შეუძლია!!!
მაშინ გეკითხებით, ვინ ვარ მე თქვენთვის? განა წარმოვადგენ რამეს?
მე არ ვარ ლამაზი, არ ვჯდები თქვენს სტანდარტებში, ხანდახან ვარ ცოტა კაპრიზნიც და ეს ყველაფერი ხდება იმის საბაბი, რომ დამტოვოთ..
მე ძალიან მიყვარს “უკანასკნელი ფოთლის” ისტორია, რომელიც კედელზე იყო მიხატული მხოლოდ იმისთვის, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინა პატარა გოგონასათვის… მის ხატვას და გადარჩენილ სიცოცხლეს კი მიყურებულ კიბეზე გათავებული ადამიანი, მისი ნიჭი.. სიცოცხლე შეეწირა…
რომელი ჯობია, ვიყო ფოთოლი, თუ ის მხატვარი, რომელიც მთელი ცხოვრება ვერაფერს აკეთებდა ისეთს, რომ შეეძრა სხვების სულები, სიცოცხლის ბოლოს კი გადაარჩინა სიცოცხლე..?
მე ალბათ მხატვარი ვარ…
მიტოვებული და შავად დასვრილი მოლბერტით…
მხატვარი რომელსაც უყვარს მუსიკა, უყვარხართ თქვენ და უყვარს სიცოცხლე იმენად, რომ შეუძლია თქვენთვის დათმოს ის….
მე განცდები ვარ.
მე ემოცია ვარ.
და
მე საერთოდ არავინ არ ვარ!
მე არ ვარსებობ…
უბრალოდ ლანდად დადის ჩემი სული დაკარგული სიზმრებში, შეყვარებული სიზმრებზე, დაჯერებული სიზმრების რეალობაში…
ეს მე ვარ ჩემთვის!
მაგრამ რას წარმოვადგენ შენთვის, ვინც ახლა ამას კითხულობს?
რას წარმოვადგენ მე ადამიანისთვის, რომელიც არც კი მიცნობს, რომელსაც ალბათ უფრო მეტი საფიქრალი [ან იქნებ საერთოდ არ] აქვს?..

ა – დ – ა – მ – ი – ა – ნ – ო!!!!!

რა გინდა შენ?!
მე…
გელოდები….

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები