ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2010


ბარათი უცხოელ მეუღლეს

ბარათი  უცხოელ მეუღლეს

დიდი ხნის წინათ, საუკუნის დასაწყისში
ყველა თითზე ნასიზმრალი სიყვარული წამოვიცვი
და ერთხელაც არ მიფიქრია,
რომ საკუთარ თავს ღალატობდა ჩემი გზაწვრილი...

მას მერე ისე დავნაწევრდი, ისე  გავწვიმდი,
ისეთი დარდით დავიფოთლე
თავსაც კი ვერ ვცნობ...

არადა, ერთ დროს აღტაცება ტანსაცმლად მეცვა
შუბლიდან ცვარივით დამდიოდა
ასე ბრდღვიალა და
მშვიდობიანი ევროპის სილურჯე.
და მართალია, არ ვამბობდი
რომ ჩემს ერს მუდამ
მოსწონდა შენი მოსაწყენი წინაპრები
სულ მახსოვდა,
რომ ევრობას ოქროს თვალი აქვს.
-----------------
ახლა ვერ ვხვდები, რა გადატყდა, ზეცას რა მიაქვს,
რას მართმევს, ანდა რას მიბრუნებს ეს საუკუნე
მონატრებაა თუ დაღლილი სულის ჩქამია
ანდა მდინარის ცხოვრებაა-მე რომ მარგუნეს.
ვერ ვხვდები, დრო თუ გამეპარა, საით წავიდა
ან ქარს, ან ღრუბლის სისველეებს საით მივყავდი...
ამდენი წელი რა ავკრიფე წვიმის წამიდან....
-----
არადა, ერთ დროს, საუკუნის დასაწყისში,
მახსოვს, მიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები