ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2010


ხმალს რომ ჩააგებ...

რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

გულში ბოღმა ჩამისახლდა,
ჟამი ესე მექცა ფარსად,
მე რომ გოგო შევიყვარე,
თათრის ფაშის დგება ხასად.

მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე _
მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი,
აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს,
ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.

და მახელებს გრძნეული ხმა,
ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი,
გორს და ზუგდიდს იქით უკვე
საქართველო აღარ არი.

და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს,
სახეში სცემს ქარი, მტვერი
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს
ჩემი გაძარცული ერი.

რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

* * *
მემატიანის გადაცრეცილ
ფერმკრთალ ქაღალდებს,
ვუმზერ და დედა ისტორია
შემომღაღადებს.
სად ჰგია ტაო გაგლეჯილი
ან ტაოს კარი,
მტერს რომელ ხევით
აუბნია თევდორემ მხარი.
გარბის თათარი დიდგორიდან
ძუნძულით გარბის,
ღრუსთ იმპერიაც დაინთქმება
უკუნში ხარბი.
და შინდისფერი შენი დროშის
სად არს სამრევლო,
ოკეანეში ტივივით ჩანს
მიწა სართველო,
უნდა იფიქრო თავი ხვალეს
როგორ აჩვენო,
ხმალს რომ ჩააგებ,
იქნებ მაშინ
კვდები ქართველო!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს