ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2010


ცარიელია სახლი...

  ცარიელია სახლი, სევდა დარაბებს ხურავს,
  ფარდებს ფრიალით გაწევს კარის ღრიჭოდან ქარი.
  ზის მარტოობა სახლში, ისე ელეგანტურად,
  როგორც სურათზე მხატვრის ერთი უცნობი ქალი...
  საგნებს მოსწყინდათ დგომა ფიქრში, უსაგნოდ, ასე,
  შარშანწინდელი თოვლის კვალს მისტიროდა მინა.
  ახსოვდა მხოლოდ საწოლს სითბო-სიცივის ფასი
  და აცრემლებდათ ფანჯრებს უსიყვარულო ბინა...
  სცემდა დუმილი ბოლთას, ნაბიჯით ჩუმი, მძიმე,
  არავინ იყო სახლში სიცარიელის გარდა.
  ჰგავდნენ ფიფქები ცის ყელს უცებ შეწყვეტილ მძივებს,
  იწვა რაფაზე თოვლი და სიმარტოვეს ჰგავდა...
 
                  11.02.10


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები