ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2010


იმედი ჯახუას

ჭყონდიდელო, ჩვენი განძი
ჩვენი გმირი ხალხია.
მთაწმინდაზე საქართველოს
ერთგულება მარხია.
ფეხშიშველი მიბრძანდება
თამარქალი ვარძიას,
თავს ნათელი დასდგომია
სულხან-საბას ტანძიას.
გულთა ჩვენთა გასახარად
კვლავ ბიბინებს ეს ყანა,
სპარსმაც ვერ დაიმორჩილა
ჭყონდიდელის ქვეყანა.
ქართვლის დედას წილად ერგო
ვაჟკაცების გაჩენა.
სამშობლოში არსაკიძეს
ძირში მოსჭრეს მარჯვენა.
მტერმა ფეხქვეშ ვერ გათელა
’’გაწყვეტილას“ მინდორი.
გწამდეს, ერის გასახარად
იდიდგორებს დიდგორი.


2010

შეიძლება ეს ლექსი დიდი არაფერია, მაგრამ გულით არის მიძღვნილი. ამ ლექსით ვულოცავ ბატონ იმედას 60 წლის იუბილეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები