 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა 15 თებერვალი, 2010 |
ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა თოვლი. დავჯდებოდი ხოლმე სამზარეულოს ფანჯარასთან და საათობით ვიტრუნებოდი ფანტელების ყურებით გართული. ამ დროს დედაჩემი ძალიან გახარებული იყო და თუ ჩემზე პირველი შეამჩნევდა პირველ ფანტელებს, დამიძახებდა ხოლმე, შენთვის თოვსო... მერე უკვე ბაღის და სკოლის ფანჯრიდან ვუყურებდი აბეზარ თოვლს .. ცოდვა გამხელილი ჯობია და, საროსკიპოს ფანჯრიდანაც კი მიყურებია ფიფქებისთვის (ალბათ, გაგეცინებათ იქ თოვლის საყურებლად ვინ დადისო, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გატყუებთ). 20 წლამდე ჩემზე ამბობდნენ ლამაზი ბიჭიაო, მერე კი სიმპათიური მამაკაცი დამერქვა რატომღაც. ერთ დღეს ეს სტატუსები მომბეზრდა და ცოლიანი მამაკაცი დავირქვი სიახლის ძიებაში გართულმა. არ მომეწონა ეს წოდება, მოსაწყენი იყო ჩემთვის და ახლის ძებნა ვერც დავიწყე, რომ “მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. ერთფეროვნებასთან ერთი გაბრძოლებაც და მე ცოლს გაშორებული მამაკაცი ვიყავი…
************
ქალაქის ხმაური მომბეზრდა. სოფელში ვიყიდე სახლი. მთელი ზამთარი ბუხართან გავატარე ფანტელების მოლოდინში, მაგრამ ვატყობ ზამთარს მოჰბეზრებია ჩემთვის თოვა. დილაობით ფანჯარაში ვიყურები ხოლმე. აქ ერთი ფანტელივით სიფრიფანა გოგონა ჩნდება ხშირად. ლურჯი თვალები აქვს და ზამთრის ცასთან საოცარ კონტრასტს ქმნის. სულ მინდა ახლოს მივიდე და ვუყურო, მაგრამ მერიდება რატომღაც… კიდევ ერთხელ გავიღვიძე. ისევ აღარ თოვს. ტელევიზორი ჩავრთე. თბილისის აეროპორტს უჩვენებდნენ, დიდთოვლობის გამო ფრენები გადაიდოო. სასწრაფოდ ავდექი, ჩავიცვი და გავედი სახლიდან. თბილისის ავტობუსი უკვე გადიოდა. ავედი. ადგილები აღარ იყო, სახელურს ჩავჭიდე ხელები და რაც შეიძლება მყარად დავდექი. -დაბრძანდით, ძია- მოვიხედე და… ავტობუსის სიცფერ სავარძლებთანაც კი საოცარ კონტრასტს ქმნიდა მისი ლურჯი თვალები… -გამიჩერეთ! ეხლავე გამიიჩერეთ! - სიმწრით ვყვიროდი. შეშლილივით ჩავხტი ავტობუსიდან. იმდენ ხანს მივრბოდი, სანამ ფეხი არ დამიცურდა და არ წავიქეცი. ვიჯექი მიწაზე და ვფიქრობდი: “ყველაფერი დამთავრდა! კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში. მე უკვე ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სტატუსი მოვირგე, ყველაზე ტკივილიანი და შეუცვლელი - ბებერი კაცი. “ დილით საავადმყოფოს ცისფერ პალატაში გამეღვიძა. ფეხი თაბაშირში მქონდა და ვერ ვამოძრავებდი. მიმოვიხედე და ოდნავ გადაწეული ფარდიდან მონატრებულ თეთრ ფანტელებს მოვკარი თვალი. ექთანს ვთხოვე ფარდა გადაეწია. ************
ეხლა ისევ ვწევარ საავადმყოფოს ცისფერ პალატაში, რომელიც სულაც არანაირ კონტრასტს არ ქმნის ჩემს შავ თვალებთან. ვუყურებ როგორ ეშვება მილიონი უბიწო ფანტელი დედამიწაზე და ვფიქრობ : “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
62. მომწოოონს ძალიააააააააან მომწოოონს ძალიააააააააან
61. უღრმესი მადლობა გიოს ნინის :) უღრმესი მადლობა გიოს ნინის :)
60. მმ ..
უბრალო და ბევრისმთქმელი. მზრუნველი ბაბუას სტატუსიც კარგი იქნებოდა :)
გულწრფელი მოწონება და პლიუსები ჩემგან :* მმ ..
უბრალო და ბევრისმთქმელი. მზრუნველი ბაბუას სტატუსიც კარგი იქნებოდა :)
გულწრფელი მოწონება და პლიუსები ჩემგან :*
59. " შენთვის თოვსო" :)
მეც მიყვარს როცა მარტო ჩემთვის თოვს ...
"კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში.""
ლამაზად წერ , სასიამოვვნოდ და საინტერესოდ იკითხება :) :-*
" შენთვის თოვსო" :)
მეც მიყვარს როცა მარტო ჩემთვის თოვს ...
"კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში.""
ლამაზად წერ , სასიამოვვნოდ და საინტერესოდ იკითხება :) :-*
58. მეტად ძვირფასო ქაშიკა_დათა, მე არ ვამრტკიცებ, რომ ყველა პალატა ცისფერია, მხოლოდ ჩემი წარმოსახვითი პალატაა ცისფერი :) ფიფქებს რაც შეეხება, თეთრი ფერი სიწმინდის ფერია, უბიწოების :) და კიდევ რას ვწერ "ასე"? :) დრო როცა მექნება, აუცილებლად შევიხედავ თქვენს იასამნისფერ, ან წინწკლებიან პალატაში და დავტკბები "გარყვნილი,უწმინდური ფიფქების" ცქერით =)) =)) პატივისცემით მე-კალ-მე (მომიტევეთ ასე რომ ვუწოდებ თავს) =)) მეტად ძვირფასო ქაშიკა_დათა, მე არ ვამრტკიცებ, რომ ყველა პალატა ცისფერია, მხოლოდ ჩემი წარმოსახვითი პალატაა ცისფერი :) ფიფქებს რაც შეეხება, თეთრი ფერი სიწმინდის ფერია, უბიწოების :) და კიდევ რას ვწერ "ასე"? :) დრო როცა მექნება, აუცილებლად შევიხედავ თქვენს იასამნისფერ, ან წინწკლებიან პალატაში და დავტკბები "გარყვნილი,უწმინდური ფიფქების" ცქერით =)) =)) პატივისცემით მე-კალ-მე (მომიტევეთ ასე რომ ვუწოდებ თავს) =))
57. რატომაა ყველა სავადმყოფოს პალატა ცისფერი? ან თოვლის ფიფქბი, რატომ არიან უბიწონი? და კიდევ რატომ წერთ ასე? მით უფრო თუ "მეკალმე"- ს უწოდებთ თქვენ თავს: რატომაა ყველა სავადმყოფოს პალატა ცისფერი? ან თოვლის ფიფქბი, რატომ არიან უბიწონი? და კიდევ რატომ წერთ ასე? მით უფრო თუ "მეკალმე"- ს უწოდებთ თქვენ თავს:
56. მასე უნდა მაგას :D იწყვეს ეხლა ფეხმოტეხილი :) +10 მასე უნდა მაგას :D იწყვეს ეხლა ფეხმოტეხილი :) +10
55. თვალზე ცრემლი მომადგა... თვალზე ცრემლი მომადგა...
54. ეს რა იყო არა არა ასეთი მაგარია რაღაცა როგორ დაწერე ვაიი მაგარია :)მართლა ბრავო ეს რა იყო არა არა ასეთი მაგარია რაღაცა როგორ დაწერე ვაიი მაგარია :)მართლა ბრავო
53. “ყველაფერი დამთავრდა! კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში. მე უკვე ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სტატუსი მოვირგე, ყველაზე ტკივილიანი და შეუცვლელი - ბებერი კაცი. “
ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე.... “ყველაფერი დამთავრდა! კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს ავტობუსში. მე უკვე ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სტატუსი მოვირგე, ყველაზე ტკივილიანი და შეუცვლელი - ბებერი კაცი. “
ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე....
52. ძაალიაან მაგარი იყოოო... რაღაც გრძნობიანიიი..... ძაალიაან მაგარი იყოოო... რაღაც გრძნობიანიიი.....
51. მადლობა, თეა... ისე ნამდვილად არ ველოდი, რომ ეს ნაწერი მთავარ გვერდზე მოხვდებოდა :) გაოცებული დავრჩი და მადლობა ყველას ვინც ამირჩია :) მადლობა, თეა... ისე ნამდვილად არ ველოდი, რომ ეს ნაწერი მთავარ გვერდზე მოხვდებოდა :) გაოცებული დავრჩი და მადლობა ყველას ვინც ამირჩია :)
50. ახლოს მოდიხარ მკითხველთან, საინტერესო თხრობით:) ახლოს მოდიხარ მკითხველთან, საინტერესო თხრობით:)
49. მწერლობამ არ უნდა იცოდეს ,,დედათა'' და ,,მამათა'' მე დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ არსებობს ასეთი სიტყვები... და მოძებნა შენზე იყოს :* :) მწერლობამ არ უნდა იცოდეს ,,დედათა`` და ,,მამათა`` მე დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ არსებობს ასეთი სიტყვები... და მოძებნა შენზე იყოს :* :)
48. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,აზრის გაყოფა და შეერთების მომენტი მომწონს შენი,ძალიან ლამაზად და საინტერესოდ გამოგდის:) +777ქულა:);) ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,აზრის გაყოფა და შეერთების მომენტი მომწონს შენი,ძალიან ლამაზად და საინტერესოდ გამოგდის:) +777ქულა:);)
47. ინასარა. "დედათა ბუნება იწრო არს" და თუ წამაშველებ ამ სიტყვების ქართულ შესატყვისებ, რომლებიც ამ ნაწერს უფრო მოუხდება, მადლობელი დაგრჩები :) გმადლობ, რომ წაიკითხე ჩემი ნაწერი :) Trigana. გმადლობ :) ია-ია. საინტერესო "შემოთავაზებაა" :) გამახარე ძალიან. მეც სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან... ინასარა. "დედათა ბუნება იწრო არს" და თუ წამაშველებ ამ სიტყვების ქართულ შესატყვისებ, რომლებიც ამ ნაწერს უფრო მოუხდება, მადლობელი დაგრჩები :) გმადლობ, რომ წაიკითხე ჩემი ნაწერი :) Trigana. გმადლობ :) ია-ია. საინტერესო "შემოთავაზებაა" :) გამახარე ძალიან. მეც სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან...
46. ვისიამოვნე ამ დილით... :) ძლიან სასიამოვნო და დალაგებული თხრობა გაქვს :) სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან და ჭიქა ჩაიზე ვისაუბრებდი ჩვენს სტატუსებზე ამ ცხოვრებაში... :-* ვისიამოვნე ამ დილით... :) ძლიან სასიამოვნო და დალაგებული თხრობა გაქვს :) სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან და ჭიქა ჩაიზე ვისაუბრებდი ჩვენს სტატუსებზე ამ ცხოვრებაში... :-*
45. მოგიკითხე მე-კალ-მე, ძალიან კარგად არი აზრი გადმოცემული. მომეწონა. 5555555555 მოგიკითხე მე-კალ-მე, ძალიან კარგად არი აზრი გადმოცემული. მომეწონა. 5555555555
44. შინაარსი კარგია, აი ენას რაც შეეხება, ვერ დავძლიეთ რა ეს: პარალელურები, სტატუსები, კონტრასტები და ა.შ.
სხვათაშორის მათი ქართული შესატყვისებიც არსებობს, რომლებიც უკეთ აღწერს შენს მიერ გადმოსაცემ აზრს... შინაარსი კარგია, აი ენას რაც შეეხება, ვერ დავძლიეთ რა ეს: პარალელურები, სტატუსები, კონტრასტები და ა.შ.
სხვათაშორის მათი ქართული შესატყვისებიც არსებობს, რომლებიც უკეთ აღწერს შენს მიერ გადმოსაცემ აზრს...
43. ეს თქვენ ხართ ასეთი ჯიუტი, ნოდარ! :) თან არავინ იცის რა იქნება ხვალ, ვინ, რას და როგორ აღიარებს :) რაც შეეხება "უფრო დიდს", ბავშვობაში მქონდა ასეთი მცდელობა... რაც თავი მახსოვს ვწერდი. მერე მივხვდი, რომ ჩემს ნაწერებს ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა და შევწყვიტე. ერთხელაც, როცა უბრალოდ, მარტო დავრჩი და მამიკო მომენატრა, ფურცელზე გადავიტანე ეს მონატრება, მერე ლიტ.გე-ზე დავდე, იქ მომიწონეს. მერე რამოდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ვანახე, მათ შემიქეს ნაწერი, შეცდომებზეც მიმითითეს და სტიმული მომცეს, რომ მეწერა. ეხლა მხოლოდ ის ნაწერები მაქვს, რაც აქ დევს. ჯერ ასე გავწაფავ კალამს და მერე ვნახოთ რა იქნება. გმადლობ, რომ მოგწონს ჩემი წერის მანერა და სიამოვნებით კითხულობ ჩემს ნაწერებს :) ეს თქვენ ხართ ასეთი ჯიუტი, ნოდარ! :) თან არავინ იცის რა იქნება ხვალ, ვინ, რას და როგორ აღიარებს :) რაც შეეხება "უფრო დიდს", ბავშვობაში მქონდა ასეთი მცდელობა... რაც თავი მახსოვს ვწერდი. მერე მივხვდი, რომ ჩემს ნაწერებს ლიტერატურული ღირებულება არ ჰქონდა და შევწყვიტე. ერთხელაც, როცა უბრალოდ, მარტო დავრჩი და მამიკო მომენატრა, ფურცელზე გადავიტანე ეს მონატრება, მერე ლიტ.გე-ზე დავდე, იქ მომიწონეს. მერე რამოდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ვანახე, მათ შემიქეს ნაწერი, შეცდომებზეც მიმითითეს და სტიმული მომცეს, რომ მეწერა. ეხლა მხოლოდ ის ნაწერები მაქვს, რაც აქ დევს. ჯერ ასე გავწაფავ კალამს და მერე ვნახოთ რა იქნება. გმადლობ, რომ მოგწონს ჩემი წერის მანერა და სიამოვნებით კითხულობ ჩემს ნაწერებს :)
42. ეხლა რა ხდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ არარეალურად მეჩვენა რამოდენიმე ადგილი.
ისეთი ჯიუტი ვარ არასდროს ვაღიარებ ,,ბებერი კაცის" სტატუსს რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო და ესე მგონია ვერც ვერავინ აღიარებს, რადგან როგორც მარკესი იტყოდა: მაშინ ვბერდებით როცა შეყვარების უნარს ვკარგავთო.
მეკალმე არ გიფიქრია რომ რაიმე უფრო დიდს შეეჭიდო? სიამოვნებით წავიკითხავ შენს რომანს, იმიტომ რომ მომწონს შენი წერის მანერა. წარმატებები. ეხლა რა ხდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ არარეალურად მეჩვენა რამოდენიმე ადგილი.
ისეთი ჯიუტი ვარ არასდროს ვაღიარებ ,,ბებერი კაცის" სტატუსს რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო და ესე მგონია ვერც ვერავინ აღიარებს, რადგან როგორც მარკესი იტყოდა: მაშინ ვბერდებით როცა შეყვარების უნარს ვკარგავთო.
მეკალმე არ გიფიქრია რომ რაიმე უფრო დიდს შეეჭიდო? სიამოვნებით წავიკითხავ შენს რომანს, იმიტომ რომ მომწონს შენი წერის მანერა. წარმატებები.
41. გამომრჩენია 55555 გამომრჩენია 55555
40. მე უბრალოდ არ მინდა იმ ასაკს მივაღწიო, როცა მხოლოდ სხვისი ბედნიერებით არიან ბედნიერნი ... ეს, ალბათ, ეგოიზმია, მაგრამ ასეა. მე არ მინდა ვნახო როგორ იხოცებიან ჩემი საყვარელი ადამიანები! მე არ მინდა დედაჩემის შეწყვეტილი სუნთქვა გავიგონო! ეს კი, ალბათ, შიშია... ბავშვობაში ხომ ვიყავი სხვაზე დამოკიდებული? მეყოფა ეგეც. არ მინდა სიბერეშიც სხვაზე დამოკიდებული გავხდე... მე უბრალოდ არ მინდა იმ ასაკს მივაღწიო, როცა მხოლოდ სხვისი ბედნიერებით არიან ბედნიერნი ... ეს, ალბათ, ეგოიზმია, მაგრამ ასეა. მე არ მინდა ვნახო როგორ იხოცებიან ჩემი საყვარელი ადამიანები! მე არ მინდა დედაჩემის შეწყვეტილი სუნთქვა გავიგონო! ეს კი, ალბათ, შიშია... ბავშვობაში ხომ ვიყავი სხვაზე დამოკიდებული? მეყოფა ეგეც. არ მინდა სიბერეშიც სხვაზე დამოკიდებული გავხდე...
39. :) :) "მსგავსი აკვიატება მეც მაქვს. მე კი არ მგონია, რომ ბებერი ქალი არასდროს ვიქნები, უბრალოდ მინდა ასე! მინდა ჩემი წასვლით ყველას გული დაწყდეს "...
მეკალმე ერთი მშვენიერი ქალბატონიც ნატრობდა მაგას. ღმერთს ეხვეწებოდა," მინდა ახალგაზრდა მოვკვდე"-ო. იმავე მიზეზით, რასაც შენ ფიქრობ, სიბერის ეშინოდა, ვინაიდან ძალიან ლამაზი იყო და თანაც უნდოდა, ყველა გულდაწყვეტილი დარჩენილიყო. ღმერთმაც აუსრულა ნატვრა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. ... და რა მოხდა იცი ?! პირველ რიგში დაიწყეს იმის დადგენა, რა ღირდა თევზი ბაზარში ( !!!) :) ისე, რომ ქალი ყველა ასაკში ლამაზია, მთავარია, ბოლომდე ქალი დარჩე. თან სულერთია, ტკივილი წარმავალია, გინდ ახალგაზრდა გარდაიცვალოს ადამიანი და გინდა "ძველგაზრდა". ჯობია, შენი წილი სიცოცხლე "იცხოვრო" :) სხვათაშორის, რეალური ამბავი გიამბე.
პატივისცემით :ტენდი :) :) "მსგავსი აკვიატება მეც მაქვს. მე კი არ მგონია, რომ ბებერი ქალი არასდროს ვიქნები, უბრალოდ მინდა ასე! მინდა ჩემი წასვლით ყველას გული დაწყდეს "...
მეკალმე ერთი მშვენიერი ქალბატონიც ნატრობდა მაგას. ღმერთს ეხვეწებოდა," მინდა ახალგაზრდა მოვკვდე"-ო. იმავე მიზეზით, რასაც შენ ფიქრობ, სიბერის ეშინოდა, ვინაიდან ძალიან ლამაზი იყო და თანაც უნდოდა, ყველა გულდაწყვეტილი დარჩენილიყო. ღმერთმაც აუსრულა ნატვრა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. ... და რა მოხდა იცი ?! პირველ რიგში დაიწყეს იმის დადგენა, რა ღირდა თევზი ბაზარში ( !!!) :) ისე, რომ ქალი ყველა ასაკში ლამაზია, მთავარია, ბოლომდე ქალი დარჩე. თან სულერთია, ტკივილი წარმავალია, გინდ ახალგაზრდა გარდაიცვალოს ადამიანი და გინდა "ძველგაზრდა". ჯობია, შენი წილი სიცოცხლე "იცხოვრო" :) სხვათაშორის, რეალური ამბავი გიამბე.
პატივისცემით :ტენდი
38. ყველას დიდი მადლობა, რომ კითხულობთ... მახარებთ! ყველას დიდი მადლობა, რომ კითხულობთ... მახარებთ!
37. კარგად წერ მეკალმევ! მომწონს ხოლმე როცა აქ შემოვდივარ! 5555555 კარგად წერ მეკალმევ! მომწონს ხოლმე როცა აქ შემოვდივარ! 5555555
36. ნაწერი მომწონს,სტატუსის კი აბა რა გითხრა... :) ასე ათასგვარი როლების (ცოლიანი კაცით დაწყებული მამით დამთავრებული) მორგებაში მოდის ყველაზე ბოლო როლი-სიბერე:) მერე კი უკვე გვიანია " საკუთარი თავის" თამაში :)
555:) ნაწერი მომწონს,სტატუსის კი აბა რა გითხრა... :) ასე ათასგვარი როლების (ცოლიანი კაცით დაწყებული მამით დამთავრებული) მორგებაში მოდის ყველაზე ბოლო როლი-სიბერე:) მერე კი უკვე გვიანია " საკუთარი თავის" თამაში :)
555:)
35. ფიქრით ,საერთოდ ფიქრობენ :) მაგრამ ეგრე მთლად გოგოებივით არა:) ფიქრით ,საერთოდ ფიქრობენ :) მაგრამ ეგრე მთლად გოგოებივით არა:)
34. მოგიკითხე მე-კალ-მე, :) ლამაზი და კარგი ნაწეერია... ისე რა ბედნიერებაა ბოლოს რომ გადაგეწურება იმედი და ფიფქებს რომ დაინახავ მაინც.... ;;)
“თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ ... კარგო... მოგიკითხე მე-კალ-მე, :) ლამაზი და კარგი ნაწეერია... ისე რა ბედნიერებაა ბოლოს რომ გადაგეწურება იმედი და ფიფქებს რომ დაინახავ მაინც.... ;;)
“თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ ... კარგო...
33. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
ბედნიერების სტატუსები გასაგებია...და რეცეპტები, უბრო საინტერესოდ მეჩვენა :)
გააჩერეთ დედამიწა!
ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
ბედნიერების სტატუსები გასაგებია...და რეცეპტები, უბრო საინტერესოდ მეჩვენა :)
გააჩერეთ დედამიწა!
32. გაიხარე ძალიან მომეწონა :) ++ გაიხარე ძალიან მომეწონა :) ++
31. ვითომ ბუნებით რომანტიკოსი კაცები არ ფიქრობენ, ჰარირამა-ვ?:D ვითომ ბუნებით რომანტიკოსი კაცები არ ფიქრობენ, ჰარირამა-ვ?:D
30. ცუდი არ არი მაგრამ , კაცის ნაწერი რომ არაა, ეგრევე ეტყობა ამიტომ ჯობდა ,ქალის , უფრო სწორედ გოგონას განცდებზე და ფიქრებზე წერო , ნაღდი არაა , არ ფიქრობენ გოგოებივით კაცები , დამიჯერე:) მაგ საქმეში პატარა გამოცდილება კი დამიგროვდა:) ცუდი არ არი მაგრამ , კაცის ნაწერი რომ არაა, ეგრევე ეტყობა ამიტომ ჯობდა ,ქალის , უფრო სწორედ გოგონას განცდებზე და ფიქრებზე წერო , ნაღდი არაა , არ ფიქრობენ გოგოებივით კაცები , დამიჯერე:) მაგ საქმეში პატარა გამოცდილება კი დამიგროვდა:)
29. მას ეგონა, რომ სიბერე იყო ყველაფრის დასასრული, მერე კი უცებ აღმოაჩინა, რომ ცდებოდა... სიბერეშიც შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყო :) მას ეგონა, რომ სიბერე იყო ყველაფრის დასასრული, მერე კი უცებ აღმოაჩინა, რომ ცდებოდა... სიბერეშიც შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყო :)
28. ხოო..სავარაუდოდ იქნებოდა..უბრალოდ,ვიფიქრე რომ ყველაზე ბედნიერი "მოხუცობის" დროს იყო..:) ხოო..სავარაუდოდ იქნებოდა..უბრალოდ,ვიფიქრე რომ ყველაზე ბედნიერი "მოხუცობის" დროს იყო..:)
27. ბედნიერი, ალბათ, იყო რაღაც მომენტებში, მაგრამ "ბედნიერი მოხუცი" არ ყოფილა :) ბედნიერი, ალბათ, იყო რაღაც მომენტებში, მაგრამ "ბედნიერი მოხუცი" არ ყოფილა :)
26. “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ ხოო..ეს კარგი..მაგრამ რა გავიფიქრე,იცი???არ იყო აქამდე ბედნიერი ეს ადამიანი(?) ნუ,რავიი..მთლიანობაში მომეწონა “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ ხოო..ეს კარგი..მაგრამ რა გავიფიქრე,იცი???არ იყო აქამდე ბედნიერი ეს ადამიანი(?) ნუ,რავიი..მთლიანობაში მომეწონა
25. ეხლა ისევ ვწევარ საავადმყოფოს ცისფერ პალატაში, რომელიც სულაც არანაირ კონტრასტს არ ქმნის ჩემს შავ თვალებთან.
ვითომ ? :) ეხლა ისევ ვწევარ საავადმყოფოს ცისფერ პალატაში, რომელიც სულაც არანაირ კონტრასტს არ ქმნის ჩემს შავ თვალებთან.
ვითომ ? :)
24. ნამდვილად კარგად წერთ და ყოველთვის საინტერესოა თქვენი კითხვა. ნამდვილად კარგად წერთ და ყოველთვის საინტერესოა თქვენი კითხვა.
23. მაგარი რამეაა. მოგიკითხათ გრაფინიამ ... მაგარი რამეაა. მოგიკითხათ გრაფინიამ ...
22. ჰო,გვიან ვამატებთ სტატუსს "ბედნიერება"ს... ჰო,გვიან ვამატებთ სტატუსს "ბედნიერება"ს...
21. მეც, მე-კალ-მე-ვ და უმადურობაა ეს :D აი,თუნდაც იმიტომ,რომ "ასე ცოტამ" არ გამხადოს ბედნიერი
თან სიკვდილიც ადვილადმისაჩვევი გახდა
და დაგტოვებ ახლა მე, თორემ "დამიპაუზდება" ეს განწყობა:D
მეც, მე-კალ-მე-ვ და უმადურობაა ეს :D აი,თუნდაც იმიტომ,რომ "ასე ცოტამ" არ გამხადოს ბედნიერი
თან სიკვდილიც ადვილადმისაჩვევი გახდა
და დაგტოვებ ახლა მე, თორემ "დამიპაუზდება" ეს განწყობა:D
20. რა დროს შენი წასვლაა ჯერ ... გიშვებ რო სადმე??? არა!!! და თუ მე არ გიშვებ ვერც ვერავინ გაგიშვებს!!! რა დროს შენი წასვლაა ჯერ ... გიშვებ რო სადმე??? არა!!! და თუ მე არ გიშვებ ვერც ვერავინ გაგიშვებს!!!
18. ბედნიერი იმიტომ, რომ ეგონა ცამაც მიატოვა მისთვის თოვა, ეგონა ყველაფერი დასრულდა და უცებ ხედავს თოვლს... ადამიანს კი სულ ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის :) მსგავსი აკვიატება მეც მაქვს. მე კი არ მგონია, რომ ბებერი ქალი არასდროს ვიქნები, უბრალოდ მინდა ასე! მინდა ჩემი წასვლით ყველას გული დაწყდეს :)
ბედნიერი იმიტომ, რომ ეგონა ცამაც მიატოვა მისთვის თოვა, ეგონა ყველაფერი დასრულდა და უცებ ხედავს თოვლს... ადამიანს კი სულ ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის :) მსგავსი აკვიატება მეც მაქვს. მე კი არ მგონია, რომ ბებერი ქალი არასდროს ვიქნები, უბრალოდ მინდა ასე! მინდა ჩემი წასვლით ყველას გული დაწყდეს :)
17. მეც მიყვარს ის ფილმი:)
თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
ბედნიერი მოხუცის სტატუსით რატომ?მე ვერ მივხვდი:(
ისე,მე აკვიატებულად ,რატომღაც სულ მგონია, რომ ბებერი ქალის სტატუსი არ მექნება:D
მეც მიყვარს ის ფილმი:)
თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “
ბედნიერი მოხუცის სტატუსით რატომ?მე ვერ მივხვდი:(
ისე,მე აკვიატებულად ,რატომღაც სულ მგონია, რომ ბებერი ქალის სტატუსი არ მექნება:D
16. დაწერის პაწია ისტორიაც მომეწონა, სიზარმაცეს თუ გამოვაკლებთ :-P დაწერის პაწია ისტორიაც მომეწონა, სიზარმაცეს თუ გამოვაკლებთ :-P
15. მომწონს საკმაოდ :)
ეტაპობრივად ძალიან საინტერესოდ და კარგდ დალაგებულად მეჩვენა :) მომწონს საკმაოდ :)
ეტაპობრივად ძალიან საინტერესოდ და კარგდ დალაგებულად მეჩვენა :)
14. მე რა დროს გითხარი თემატიკა შეცვალეთქო... ასე გაცილებით უკეთესია თხორებ... გაკოცე ბევრი გაყინულ ...-ზე მე რა დროს გითხარი თემატიკა შეცვალეთქო... ასე გაცილებით უკეთესია თხორებ... გაკოცე ბევრი გაყინულ ...-ზე
12. მომეწონა. :) მომეწონა. :)
11. ++ კარგიააააა ++ კარგიააააა
10. “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ +2 ძალიან ლამაზია :) “თურმე, ბებერი კაცი არ ყოფილა უკანასკნელი სტატუსი, მე ისიც შევცვალე. ეხლა მე ბედნიერი მოხუცი ვარ! “ +2 ძალიან ლამაზია :)
9. 8 კომენტარს დასტური და + :-* 8 კომენტარს დასტური და + :-*
8. ძალიან მომეწონა! მართლა კარგად დაგიწერია! :) ძალიან მომეწონა! მართლა კარგად დაგიწერია! :)
7. რა კარგად დაგიწერია...უბრალოდ არაჩვეულებრივია! რა კარგად დაგიწერია...უბრალოდ არაჩვეულებრივია!
6. არაჩვეულებრივი რამ გამოვიდა...555555555 მიყვარს გემოვნებიანი...დახვეწილი...პატარა და ბევრის მთქმელი...თან კარგად მთქმელი...-პროზა...
“მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. მოვიხიბლე ?...:) არაჩვეულებრივი რამ გამოვიდა...555555555 მიყვარს გემოვნებიანი...დახვეწილი...პატარა და ბევრის მთქმელი...თან კარგად მთქმელი...-პროზა...
“მამა” დამერქვა უნებურად. არ იყო ეს ცუდი, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა: ცოლიანი კაცის სტატუსის პარალელურად არსებობდა. მოვიხიბლე ?...:)
5. თოვლი და თოვლი.... :) თოვლი და თოვლი.... :)
4. კარგია... ერთი შეხედვით უბრალო და დამაფიქრებელიც... 5 კარგია... ერთი შეხედვით უბრალო და დამაფიქრებელიც... 5
3. დავით, სწორედ ეს ფრაზა მოვიფიქრე რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ავტობუსში ერთ ნაოჭებში დამალულ ოდესღაც სიმპათიურ მამაკაცს დავუთმე ადგილი... მას შემდეგ ცალკე ეს სიტყვები არ მასვენებდა , ცალკე- ჩემი სიზარმაცე :) დღეს მაინც ვძლიე სიზარმაცეს და რა გამოვიდა, თქვენ შეაფასეთ :) დავით, სწორედ ეს ფრაზა მოვიფიქრე რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ავტობუსში ერთ ნაოჭებში დამალულ ოდესღაც სიმპათიურ მამაკაცს დავუთმე ადგილი... მას შემდეგ ცალკე ეს სიტყვები არ მასვენებდა , ცალკე- ჩემი სიზარმაცე :) დღეს მაინც ვძლიე სიზარმაცეს და რა გამოვიდა, თქვენ შეაფასეთ :)
2. მეკალმეს მოკითხვა!
კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს
5 მეკალმეს მოკითხვა!
კაცი მაშინ ხარ ბებერი, როდესაც ქალი დაგითმობს ადგილს
5
1. ეს მათთვის, ვინც მითხრა თემატიკა შეცვალეო :) თუ არ მოგეწონათ, თქვენს თავს დააბარალეთ :D ეს მათთვის, ვინც მითხრა თემატიკა შეცვალეო :) თუ არ მოგეწონათ, თქვენს თავს დააბარალეთ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|