ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: საბავშვო
15 თებერვალი, 2010


ზიზილ-პიპილო

აიწონა-დაიწონა,
იწილო და ბიწილო,
უკვე დიდი გოგონა ვარ,
კაბით ზიზილ-პიპილო.
ბაღში ჩუმად შემომტრფიან
ზურიკო და გიგილო,
როცა ზურა იას მჩუქნის,
გიას მოაქვს ღიღილო...
და ერთმანეთს ქიშპობაში
დააგლიჯეს ბიბილო.
მაგრამ ის ვერ გამიგია,
ვიცინო? თუ ვიტირო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს