ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


თეთრი დეპრესია...

თოვს!- დერპესია არყოფნასთან  ასოცირდება,
ცაზე ღრუბლები დაემსგავსნენ ჭაღარა დევებს.
თოვლს, მარტოობის სულ არა აქვს გამოცდილება
და ერთ საათში ნაფეხურის ათას კვალს ტოვებს.

თოვს!- და ზამთარში დეპრესია აღსასრულს ნიშნავს,
ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე როცა ცივდები.
ზეცამ მოხადა დამარხული ყინვების ნიშა,
რომ აქანდაკოს ლოლოების სტალაქტიდები.

თოვს!- ბარდნის ციდან კრისტალური ეიფორია,
მოდის მაესტრო  უხმაურო სიმფონიების...
ახლა ეს  თოვლი სასაფლაოს სევდა  მგონია,
ათოვს  საფლავებს ფანტელების  მაგნოლიები.

როცა გულით გრძნობ ფასი არ აქვს თვალით დანახულს.
დღეს, ჩემი ათვლის წერტილიდან უსასრულობას,
გაღეღილ მკერდში რევოლვერის  ტყვიას  დავახლი,
რომ თეთრზე, წითლად დავუბედო სიკვდილს სტუმრობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები