ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2010


თბილისი იყო მისი "მონმარტრი"

მას საკუთარი არ ქონდა ბინა.
შავზე ხატავდა ღრუბელს ნისლიანს.
წყნეთელ მემაწვნეს დაჰქონდა დილა.
არაყს ასმევდნენ ისევ ნისიად.

თავს არ იკლავდა ფიქრით და დარდით.
მზეს აგროვებდა ფერებში მშვიდად.
ღვინის აღმართზე,  დუქანში, მადლით
შეწირულ ვახშამს მოლბერტზე შლიდა.

ყველგან სიკეთეს უყრიდა თავს და
მაინც თან სდევდა უბედურება,
ვერც ერთ დოგმაში ვერ მოათავსა
წითელპერანგა მებადური და

ტიკინასავით მორთო "აქტრისა"
(ნიკალა მთვრალი იყო მაგარი)
და მოეფერა ფუნჯი მხატვრისა
მაგ სილამაზეს, "მადამ მარგარიტ"

ისე იცხოვრა, რომ ვერ გაიგო,
დამდურებოდა ცხოვრებას რაზე.
კიდეც იყო და კიდეც არ იყო...
შეყვარებული იმ მირზაანზე,-

ბავშვობის წლები რომ მოანატრა.
არც ფული ქონდა და არც ქონება!
თბილისი იყო მისი  "მონმარტრი"...
ჭიქა არაყი?! - სულის ცხონება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები