ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2010


ნუკრი ბერეთელს

ავაჰმე... ძმაო სამშობლო
შადიმანებმა გაჰყიდეს.
ფულზე გასცვალეს სამყოფლო,
ხმლები კედლებზე დაჰკიდეს.
გააბითურეს ედემი,
გააცამტვერეს სერები.
აღარ დაჰქრიან მტრედები,
არ ლოცულობენ ბერები.
თუმც ჯერაც გვყვანან ქართველებს
ნაღდი საჯიშე ბიჭები.
მამულის ერთგულებაში
კიდევ ბევრს გავეჯიბრებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები