| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2010 |
ეძღვნება გ. ჭყონიას
გაიღვიძე, მეგობარო! დამთავრდა სხვის ღამეში ჩარჩენილი მირაჟი. მე მოგადებ შუბლზე შუბლს და თავს თავთან, არ გაგიშვებ შენს გაყინულ ბინაში... გაიღვიძე, მეგობარო, გათენდა! სხვის ტყეებს ხომ ჩვენი ხე სჯობს შრიალა... ვინც ცხოვრება ასე გაგვიშავთეთრა ფრჩხილად გვიღირს, ასე დარდად კი არა. გაიღვიძე, ძილში ისევ ბორგავდი, შენც ხომ იცი, რომ "არ ვღირვართ სამოთხედ"... სხვაზე სწრაფად, მგონი, ჩვენი დრო გადის, ოღონდ თავთან ეს არ უნდა წამოგცდეს! გაიღვიძე! ჯეკის ძველი ბოთლიდან ჭერს შეასკდა შენი დარდის საცობი. მოდი, ერთად შევუთვალოთ "მოკითხვა", ანა-ბანა ვინც არ იცის კაცობის... ბოღმის ბოთლმა ყველა წვეთი დაცალა, სიმარტოვემ გული დააპირქვავა, ვიცი, აწი აღარ ვივლით ცალ-ცალად, რადგან ერთად თავუტეხი კირქვა ვართ! გაიღვიძე, მეგობარო, იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
*** თებერვლის ცაზე ღრუბლის ფრეგატას ჩამოამწკრივებს ქარი საწვიმრად, ფანჯრებს წკრიალი ისე ემატათ, თითქოს დაშლიდნენ ათას ნაწილად. თებერვლის საწოლს მარტი უმიზნებს, დღეებს ახსენებს ბოლონაკიანს. ისე შეფარვით ჩნდება უმი მზე, როგორაც ქალი, სახენაკლიან. ისევ არ იშლის ქარი სიაშრეს, პატრონდაკარგულ ამინდს დაათრევს და დღენაკლულთა მომცრო სიაში წუხს თებერვალი ბოლო საათებს...
*** ცხოვრება ისე უგულოა, სულ მტოვებს ყოფის სამყოფად. საათი თითქოს გუგულია, სულ წუთებს მითვლის აქ ყოფნის... ცხოვრება ისე ულმობია, თითქოს არავინ იშვილა, მოგიგდებს ზოგჯერ უმ ლობიანს გასაყუჩებლად შიმშილის. ცხოვრება პირისფარეშია, სიცოცხლის არა, სიკვდილის! თუმცა, ცხოვრებას არ ეშლება, რა ვთესე და რას ვიმკიდი... ცხოვრება მუქი სათვალეა, ყოფისგან თვალის სარიდად. რაც მართალია, მართალია, მოიხედავ და... გავიდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. 5 მართლაც მაგარია 5 მართლაც მაგარია
31. პირველი მომეწონა მაგრად :) 5! პირველი მომეწონა მაგრად :) 5!
30. მადლობა ყველას, წამკითხველსაც და არ წამკითხველსაც, მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი - როგორი გემოვნება გაქვსო,- ჩემზე ჭკვიანს უთქვამს... მადლობა ყველას, წამკითხველსაც და არ წამკითხველსაც, მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი - როგორი გემოვნება გაქვსო,- ჩემზე ჭკვიანს უთქვამს...
29. კი მე ეს ვერსიაც წაკითხული მქონდა უკვე ...ისე ინტენსიურად ვკითხულობ ამ ლექსს და სიტყვები არ მყოფნის მოწონების გამოსახატად... მიყვარხართ თანანა, თქვენი ლექსებივით! :) კი მე ეს ვერსიაც წაკითხული მქონდა უკვე ...ისე ინტენსიურად ვკითხულობ ამ ლექსს და სიტყვები არ მყოფნის მოწონების გამოსახატად... მიყვარხართ თანანა, თქვენი ლექსებივით! :)
28. მოგიკითხე... მოგიკითხე...
27. გაიღვიძე, მეგობარო, იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი... გაიღვიძე, მეგობარო, იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
26. "გაიღვიძე, მეგობარო! " ამ ლექსს ვეღარ ვშორდები თანანა.... რა მიყავი ეს:) "გაიღვიძე, მეგობარო! " ამ ლექსს ვეღარ ვშორდები თანანა.... რა მიყავი ეს:)
25. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
თანანა....მოგიკითხე თბილი სიყვარულით.ისე ახლოს მოვიდა ეს ლექსები ჩემტან..განსაკუთრებით პირველი...ხო და გამახსენდა "კანაპე" :) შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
თანანა....მოგიკითხე თბილი სიყვარულით.ისე ახლოს მოვიდა ეს ლექსები ჩემტან..განსაკუთრებით პირველი...ხო და გამახსენდა "კანაპე" :)
24. აქტიური ლექსი...ყველას ლექსი. აქტიური ლექსი...ყველას ლექსი.
23. სამივე მომეწონა .. ძალიან (!) სამივე მომეწონა .. ძალიან (!)
22. იიფ! +5 :) თანამიმდევრობაც დაცულია. პირველს - ოქრო, მეორეს - ვერცხლი, მესამეს - ბრინჯაო.:) იიფ! +5 :) თანამიმდევრობაც დაცულია. პირველს - ოქრო, მეორეს - ვერცხლი, მესამეს - ბრინჯაო.:)
21. "მოიხედავ და... გავიდა..."
მომეწონა სამივე... "მოიხედავ და... გავიდა..."
მომეწონა სამივე...
20. ძალიან კარგებია ... :) ძალიან კარგებია ... :)
19. უჰ როგორ მომნატრებია სჰენი ძარღვიანი ლექსები! :) უჰ როგორ მომნატრებია სჰენი ძარღვიანი ლექსები! :)
18. კარგი, როგორც ყოველთვის :) კარგი, როგორც ყოველთვის :)
17. ლელ, ეს ლექსი ჩემს ერთ მეგობარს ეძღვნება, მრავალუჯრედიან, მაგრამ "ჩარეცხილთა" სასტავიდან. ამებებისა და ინფუზორიების სამფლობელოში მოაზროვნეები ზღვის ფსკერზე წვებიან... ყოველთვის ზუსტად რეაგირებ ჩემს ლექსებზე... ლელ, ეს ლექსი ჩემს ერთ მეგობარს ეძღვნება, მრავალუჯრედიან, მაგრამ "ჩარეცხილთა" სასტავიდან. ამებებისა და ინფუზორიების სამფლობელოში მოაზროვნეები ზღვის ფსკერზე წვებიან... ყოველთვის ზუსტად რეაგირებ ჩემს ლექსებზე...
16. შენი ნებართვით ჩემს დღიურში წავიღებ პირველ ლექსს :) შენი ნებართვით ჩემს დღიურში წავიღებ პირველ ლექსს :)
15. ყველა, მაგრამ ეს გენიალურია თანანა, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად რაც ვიგრძენი....
გაიღვიძე, მეგობარო, იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
ყველა, მაგრამ ეს გენიალურია თანანა, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად რაც ვიგრძენი....
გაიღვიძე, მეგობარო, იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. შენმა დარდმა ჩემთან შემოიარა, როცა ჩემსას სველ თუთუნში ვახვევდი...
14. პირველი ლექსი საშინლად მომეწონა ;;) პირველი ლექსი საშინლად მომეწონა ;;)
13. პირველი განსაკუთრებით და პირველში-ვიცი, აწი აღარ ვივლით ცალ-ცალად, რადგან ერთად თავუტეხი კირქვა ვართ! ხალისით-5 პირველი განსაკუთრებით და პირველში-ვიცი, აწი აღარ ვივლით ცალ-ცალად, რადგან ერთად თავუტეხი კირქვა ვართ! ხალისით-5
12. ერთი ცნობილი პოეტი წერდა, - კარგი მკითხველი ლექსის შექმნის თანამონაწილეაო... მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს.თქვენგან ისეთ მუხტს ვიღებ, ერთ 10 ლექსზე რომ მყოფნის... ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ქულების რაოდენობას, მე რაც მჭირდება, იმას ვიღებ... ერთი ცნობილი პოეტი წერდა, - კარგი მკითხველი ლექსის შექმნის თანამონაწილეაო... მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველებს.თქვენგან ისეთ მუხტს ვიღებ, ერთ 10 ლექსზე რომ მყოფნის... ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ქულების რაოდენობას, მე რაც მჭირდება, იმას ვიღებ...
11. ჩემი საყვარელი პოეტიც:) ჩემი საყვარელი პოეტიც:)
10. სხვაზე სწრაფად, მგონი, ჩვენი დრო გადის, ოღონდ თავთან ეს არ უნდა წამოგცდეს!
სამივე ლექსი ძალიან მომწონს. მათ დახვეწილ სტრუქტურაზე და მომხიბვლელობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყველგანაა ისეთი ფრაზა, თავს რომ დაამახსოვრებს მკითხველს.
ჩემი პოეტი ხართ!.. სხვაზე სწრაფად, მგონი, ჩვენი დრო გადის, ოღონდ თავთან ეს არ უნდა წამოგცდეს!
სამივე ლექსი ძალიან მომწონს. მათ დახვეწილ სტრუქტურაზე და მომხიბვლელობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყველგანაა ისეთი ფრაზა, თავს რომ დაამახსოვრებს მკითხველს.
ჩემი პოეტი ხართ!..
9. გაიღვიძე მეგობარო,იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. :))))))მიხარია განწყობა ასეთი:)))
გაიღვიძე მეგობარო,იალა! მზე თბილ თითებს ჩამოგვისვამს სახეზე. :))))))მიხარია განწყობა ასეთი:)))
8. მესიამოვნენ სამივენი :-* გაიხარეთ მესიამოვნენ სამივენი :-* გაიხარეთ
7. *** ცხოვრება ისე უგულოა, სულ მტოვებს ყოფის სამყოფად. საათი თითქოს გუგულია, სულ წუთებს მითვლის აქ ყოფნის... ცხოვრება ისე ულმობია, თითქოს არავინ იშვილა, მოგიგდებს ზოგჯერ უმ ლობიანს გასაყუჩებლად შიმშილის. ცხოვრება პირისფარეშია, სიცოცხლის არა, სიკვდილის! თუმცა, ცხოვრებას არ ეშლება, რა ვთესე და რას ვიმკიდი... ცხოვრება მუქი სათვალეა, ყოფისგან თვალის სარიდად. რაც მართალია, მართალია, მოიხედავ და... გავიდა... *** ცხოვრება ისე უგულოა, სულ მტოვებს ყოფის სამყოფად. საათი თითქოს გუგულია, სულ წუთებს მითვლის აქ ყოფნის... ცხოვრება ისე ულმობია, თითქოს არავინ იშვილა, მოგიგდებს ზოგჯერ უმ ლობიანს გასაყუჩებლად შიმშილის. ცხოვრება პირისფარეშია, სიცოცხლის არა, სიკვდილის! თუმცა, ცხოვრებას არ ეშლება, რა ვთესე და რას ვიმკიდი... ცხოვრება მუქი სათვალეა, ყოფისგან თვალის სარიდად. რაც მართალია, მართალია, მოიხედავ და... გავიდა...
6. ცხოვრება პირისფარეშია, სიცოცხლის არა, სიკვდილის!
სულ კარები აქ....და მეორე ლექსი გამოვარჩიე,თებერვალზე და უმ მზეზე:) ისევ არ იშლის ქარი სიაშრეს, პატრონდაკარგულ ამინდს დაათრევს
ავტორს თბილი მოკითხვა:) ცხოვრება პირისფარეშია, სიცოცხლის არა, სიკვდილის!
სულ კარები აქ....და მეორე ლექსი გამოვარჩიე,თებერვალზე და უმ მზეზე:) ისევ არ იშლის ქარი სიაშრეს, პატრონდაკარგულ ამინდს დაათრევს
ავტორს თბილი მოკითხვა:)
4. ისევ არ იშლის ქარი სიაშრეს, პატრონდაკარგულ ამინდს დაათრევს და დღენაკლულთა მომცრო სიაში წუხს თებერვალი ბოლო საათებს... :) ისევ არ იშლის ქარი სიაშრეს, პატრონდაკარგულ ამინდს დაათრევს და დღენაკლულთა მომცრო სიაში წუხს თებერვალი ბოლო საათებს... :)
3. თანჩო, შენ ასეთი ასეთი ლექსები წერე და ვინ მამაძაღლმა არ თქვა კარგიაო , ჰა : ) თანჩო, შენ ასეთი ასეთი ლექსები წერე და ვინ მამაძაღლმა არ თქვა კარგიაო , ჰა : )
2. ჰარირამა, მადლობა შენ გულიანად წაკითხვისთვის... ჰარირამა, მადლობა შენ გულიანად წაკითხვისთვის...
1. რა კარგი ლექსებია:) მადლობა:) რა კარგი ლექსებია:) მადლობა:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|