 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 21 თებერვალი, 2010 |
...როგორც კი დავიბადე, ისე ხმამაღლა ავტირდი რომ სიკვდილმა რომელიც იქვე თვლემდა წამოხტა, ჯერ ხომ უაზროდ დამაშტერდა მერე თავის განუყრელ ცელზე წაიბორძიკა და გაიქცა. ჯერ საფლავისთის ადგილი ამოარჩია, მოხაზა, მერე ქვა დადო და ზედ დაბადების წელი ნერვიულად, გაკრული ხე– ლით მიაწერა. ესეც ასეო და უკან გამოიქცა, მაგრამ სამშობიაროში აღარ დავხვდი. უეჭველი სახლშიაო, ''მიხვდა''. ...ლიფტით არ უსარგებლია, (ეშმაკის მანქანა არისო) მოვიდა, კედლებში გაძვრა–გამოძვრა, ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის , საწოლზე ჩამოჯდა. დუელში გიწვევო, მითხრა. მეც დავთანხდი, აბა რააა!!!... მე ხომ არაფერი მესმოდა ჯერ. მაგრამ მერე რომ მივხვდიიი... ჩავისვარე. არა, შიშისგან არა, მე ხომ პატარა ვიყავი ჯერ. მერე ის აღარ შემხვედრია, არც ვფიქრობდი მასზე, დავრბოდი, ვთამაშობდი... სანამ საბოლოოდ არ მივივიწყე. რა თქმა უნდა! მე ხომ ქალი შემიყვარდა. პირველი გამარჯვება კი მაშინ ვიზეიმე სიკვდილზე, როცა ჩემი შვილი პირველად ავიყვანე ხელში და პირველი შიშიც მაშინ გამიჩნდა. მერე მეგობრები მეხმარებოდნენ, ერთად როგორღაც ვივიწყებდით მის არსებობას, მერე ცარიელ ბოთლებს ფანჯრიდან ვყრიდით ხოლმე. მერე ისევ მან დამამარცხა სასტიკად, შემახსენა , ვინ არის აქ უფროსი, როცა დედა წაიყვანა... ...ვცხოვრობდით ასე, მხიარულად, ის დამდევდა, ხან სახურავზე მისაფრდებოდა როგორც ქილერი, ხან მანქანის მძღოლად ინიღბებოდა, ხანაც გოჭის გრიპად... ერთხელ ქალადაც მოახერხა გადაქცევა და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. მეგობრებიც ნელ–ნელა წავიდნენ, მათაც თავისი ანგარიშები ქონდათ სიკვდილთან, მიდიოდნენ და მიდიოდნენ, ისე სწრაფად რომ სამგლოვიარო მუსიკის გამორთვას ვერ ვასწრებდით. ერთხელ ისე ავად გავხდი რომ კინაღამ მათ გავყევი, სიკვდილიც იქვე იყო, ცელს ათამაშებდა,თან ექიმს ეჭყანებოდა. მე თვალები დავხუჭე. სიკვდილი ჩუმად ჩამეკითხა: _ აბა? არ მოვკვდარვარ , მკვდარს ვაჯავრებ–მეთქი, ვუთხარი _ ფუი შენი! მოსასხამი შემოიკეცა და გაქრა.
......... ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა და ახლა უკვე ერთი–ერთზე დავრჩით. მას არ ეჩქარებოდა, მე მივხვდი რომ უკვე ყველა მიწიერი იარაღი ამოვწურე მის წინააღმდეგ..... რაღა დამრჩა, რაა!!! ხსნა ბოლოს მაინც გამოჩნდა. –იცი რა, სიკვდილო,_ ვუთხარი_ კარადაში ჩემი წიგნი დევს, აბა გამოიღე... ის დამემორჩილა, მიხვდა რაც ხდებოდა, ხელის კანკალით ფურცლავდა და ილანძღებოდა. მე ისევ გავიმარჯვე!!!!!!!!!
20.02 (2010) . სერგეი ნეველი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგი იყო...საინტერესო...5 კარგი იყო...საინტერესო...5
12. პირველი გამარჯვება კი მაშინ ვიზეიმე სიკვდილზე, როცა ჩემი შვილი პირველად ავიყვანე ხელში და პირველი შიშიც მაშინ გამიჩნდა.
მას არ ეჩქარებოდა, მე მივხვდი რომ უკვე ყველა მიწიერი იარაღი ამოვწურე მის წინააღმდეგ..... რაღა დამრჩა, რაა!!! ხსნა ბოლოს მაინც გამოჩნდა. –იცი რა, სიკვდილო,_ ვუთხარი_ კარადაში ჩემი წიგნი დევს, აბა გამოიღე... ის დამემორჩილა, მიხვდა რაც ხდებოდა, ხელის კანკალით ფურცლავდა და ილანძღებოდა. მე ისევ გავიმარჯვე!!!!!!!!!
მთავარია დაიჯერო რომ გამარჯვებული ხარ დანარჩენი ისე ხდება როგორც შენ გინდა პირველი გამარჯვება კი მაშინ ვიზეიმე სიკვდილზე, როცა ჩემი შვილი პირველად ავიყვანე ხელში და პირველი შიშიც მაშინ გამიჩნდა.
მას არ ეჩქარებოდა, მე მივხვდი რომ უკვე ყველა მიწიერი იარაღი ამოვწურე მის წინააღმდეგ..... რაღა დამრჩა, რაა!!! ხსნა ბოლოს მაინც გამოჩნდა. –იცი რა, სიკვდილო,_ ვუთხარი_ კარადაში ჩემი წიგნი დევს, აბა გამოიღე... ის დამემორჩილა, მიხვდა რაც ხდებოდა, ხელის კანკალით ფურცლავდა და ილანძღებოდა. მე ისევ გავიმარჯვე!!!!!!!!!
მთავარია დაიჯერო რომ გამარჯვებული ხარ დანარჩენი ისე ხდება როგორც შენ გინდა
11. რა საყვარელი ყოფილა :D
მომეწონა ... 5+5=:) რა საყვარელი ყოფილა :D
მომეწონა ... 5+5=:)
10. სიმბოლურია ძალიან. მომეწონა სიმბოლურია ძალიან. მომეწონა
9. ...ლიფტით არ უსარგებლია, (ეშმაკის მანქანა არისო) :)) სერგეი :)
++ ...ლიფტით არ უსარგებლია, (ეშმაკის მანქანა არისო) :)) სერგეი :)
++
8. ლამაზია მართლა და გულში ჩამწდომად იკითხება:) ლამაზია მართლა და გულში ჩამწდომად იკითხება:)
7. მართლა ძალიან, ძალიან მომეწონა... ;;) კარგი ხარ სერგეი......:) მართლა ძალიან, ძალიან მომეწონა... ;;) კარგი ხარ სერგეი......:)
6. მომეწონა!:) მე ისევ გავიმარჯვე!!!!!!!!!
მომეწონა!:) მე ისევ გავიმარჯვე!!!!!!!!!
5. მეგობრებიც ნელ–ნელა წავიდნენ, მათაც თავისი ანგარიშები ქონდათ სიკვდილთან, მიდიოდნენ და მიდიოდნენ, ისე სწრაფად რომ სამგლოვიარო მუსიკის გამორთვას ვერ ვასწრებდით.
აუუუ, მართლა მომეწონა! 5 მეგობრებიც ნელ–ნელა წავიდნენ, მათაც თავისი ანგარიშები ქონდათ სიკვდილთან, მიდიოდნენ და მიდიოდნენ, ისე სწრაფად რომ სამგლოვიარო მუსიკის გამორთვას ვერ ვასწრებდით.
აუუუ, მართლა მომეწონა! 5
4. ''შავი დერეფანი'' წაიკითხეთ, უფრო საინტერესოა.... ``შავი დერეფანი`` წაიკითხეთ, უფრო საინტერესოა....
3. ბრავო სერგეი, ბრავო :) სიკვდილის ასე გაბურთავება იოლი საქმე არაა... ახლა სიცოცხლის უნდა გეშინოდეს :) ის წერა-კითხვის უცოდინარია :) ბრავო სერგეი, ბრავო :) სიკვდილის ასე გაბურთავება იოლი საქმე არაა... ახლა სიცოცხლის უნდა გეშინოდეს :) ის წერა-კითხვის უცოდინარია :)
2. მართლა მაგარი რამეა თან ფილოსოფიური, თან ირონიული! გამეტებული 555555555555 :) და მოკითხვა! მართლა მაგარი რამეა თან ფილოსოფიური, თან ირონიული! გამეტებული 555555555555 :) და მოკითხვა!
1. ვააა :) რეზო ახალ ამპლუაში !!! :) მომეწონა ხომ იციი?! ვააა :) რეზო ახალ ამპლუაში !!! :) მომეწონა ხომ იციი?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|